აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემის პლატფორმა ამოქმედდა!

  • თარიღი: 03/02/22
  • გააზიარეთ:

27 იანვარს პროგრამამ EU4Digital ოფიციალურად აამოქმედა სტარტაპის ეკოსისტემის პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. პლატფორმა იქნება ძირითადი საშუალება რეგიონული სტარტაპის ეკოსისტემის ლანდშაფტისთვის თვალის მისადევნებლად, და ის უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას სტარტაპების, ინოვაციების, ინვესტორების და დაფინანსების ეტაპების, და მრავალი სხვა საკითხის შესახებ.

ახალმა წელმა ახალი გადაწყვეტები შემოიტანა სტარტაპის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რაც განხორციელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემის პლატფორმის ამოქმედებით პროგრამის EU4Digital და მისი ტექნიკური პარტნიორის, Dealroom.co მიერ. პლატფორმის მიზანია: მონაცემებზე დამყარებული პოლიტიკის და გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა სტარტაპის ეკოსისტემის ჩამოყალიბებისთვის რეგიონში; სფეროში არსებული ცოდნის გაზიარება; და პარტნიორული ურთიერთობების მხარდაჭერა, რაც ნოვატორების მომავალ თაობას გლობალურ სცენაზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ინტერაქტიულ პლატფორმაზე უკვე გაერთიანებულია 2500-ზე მეტი სტარტაპი და უამრავი სხვა მონაწილე სხვადასხვა სფეროდან. პლატფორმის მონაცემების გამოყენებით უკვე ჩატარდა პირველი ღრმა ანალიზი, მაგალითად, ახლა პლატფორმის სტატაპებს აქვთ ერთიანი საწარმოო ღირებულება, რომელიც 62 მილიარდ ევროს აღემატება, და მათ 2021 წელს 668 მილიონი ევრო გამოიმუშავეს. პლატფორმის მონაცემების სხვა მაგალითებია:

პლატფორმაზე უკვე შესაძლებელია რეგისტრაცია და ის თავის მომხმარებლებს სთავაზობს საკოორდინაციო საშუალებებს, სტარტაპის და ტექნოლოგიური ეკოსისტემის სანდო ანალიზებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ინფორმაციას მაკრო-დონის ტენდენციების შესახებ მონაცემებზე დამყარებული პოლიტიკური და ბიზნეს-გადაწყვეტილებების მისაღებად. პლატფორმა სასარგებლოა მრავალი სხვადასხვა ტიპის მომხმარებლისთვის:

  • სამთავრობო უწყებები და დირექტიული ორგანოები;
  • ვენჩურული კაპიტალისტები, მეცენატი ინვესტორები და სხვა ინვესტორები;
  • სტარტაპები და სქეილაპები;
  • მეცნიერები და ჟურნალისტები;
  • უნივერსიტეტები, სერვისის პორვაიდერები, აქსელერატორები.

გაიგეთ მეტი პლატფორმის შესახებ პროგრამის EU4Digital’s ტექნიკური პარტნიორისგან Dealroom.co აქ.

პროგრამა EU4Digital გიწვევთ აიღოთ ინიციატივა და ხელი შეუწყოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემის აქსელერაციას: ამისათვის გააზიარეთ ეს შესაძლებლობა თქვენს ქსელებში და გახდით ეკოსისტემის პარტნიორი!

თუ გაქვთ შეკითხვები ამ პლატფორმის გამოყენების შესახებ, შეგიძლიათ ეს კითხვები დასვათ უშუალოდ პლატფორმაზე სასაუბროს საშუალებით, ან მიმართოთ მომხმარებელთა მხარდაჭერას. ნებისმიერი შეკითხვით თანამშრომლობის, მონაცემთა გაზიარების ან პლატფორმის პოპულარიზაციის შესახებ, დაუკავშირდით ელ-ფოსტაზე: simona.petrikaite@lt.ey.com ან matthieu@dealroom.co.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა