ახალი ნაბიჯი ციფრული ათწლეულისკენ: ძალაში შედის 2030 წლის პოლიტიკის პროგრამა

  • თარიღი: 24/01/23
  • გააზიარეთ:

ციფრული ათწლეულის პოლიტიკის პროგრამა 2030 ძალაში შევიდა. ევროპის პარლამენტმა, წევრმა ქვეყნებმა და ევროკომისიამ ერთობლივად დასახეს კონკრეტული ამოცანები და სამიზნეები ციფრული ეკონომიკის განვითარების ამ სტრატეგიული კონცეფციის ოთხ ძირითად სფეროში.

ციფრული საზოგადოება და ციფრული ტექნოლოგიები სახავს ახალ გზებს სწავლის, გართობის, მუშაობის, კვლევის და ამბიციების განხორციელებისთვის. გარდა ამისა, მათ მოაქვთ ახალი თავისუფლებები, უფლებები და პასუხისმგებლობები, და გვაძლევენ საშუალებას გავცდეთ ჩვენს საზოგადოებას და გეოგრაფიულ მდებარეობას, სადაც ფიზიკურად ვიმყოფებით, და ჩვენს საზოგადოებრივ მდგომარეობას. ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს შორის მიღწეულია პოლიტიკური შეთანხმება ისეთი საკითხების თაობაზე, როგორიცაა ციფრული უნარები, ინფრასტრუქტურა, კავშირის და ბიზნესის გაციფრულების ჩათვლით, და ონლაინ საჯარო სერვისები.

პროგრამის სამიზნეები

2030 წლამდე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ევროპის პარლამენტთან, ევროპის კავშირის საბჭოსა და ევროკომისიასთან ერთად, დახვეწენ საკუთარ ციფრულ პოლიტიკას მიზნების მისაღწევად ამ ოთხ სფეროში, რათა:

  • გაუმჯობესდეს მოქალაქეთა საბაზისო და მაღლი დონის ციფრული უნარები;
  • გაუმჯობესდეს ისეთი ახალი ტექნოლოგიების ათვისება ევროკავშირის სხვადასხვა ბიზნესში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მონაცემები და „ქლაუდი“;
  • განხორციელდეს წინსვლა ევროკავშირის კავშირების, გამოთვლით და მონაცემთა ინფრასტრუქტურის სფეროში;
  • ონლაინ ხელმისაწვდომი გახდეს საჯარო სერვისები და ადმინისტრაცია.

პოლიტიკის პროგრამის მიზნები, რომლებიც მოიცავს ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხოების და დაცულობის  უზრუნველყოფას, კონკურენტუნარიან ონლაინ გარემოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, კიბერუსაფრთხოების დაცულ პრაქტიკას, ციფრულ შესაძლებლობებზე თანასწორ წვდომას ყველასთვის და მდგრადი, ენერგო- და რესურს-ეფექტიანი ინოვაციების განვითარებას, ამ სამიზნეებშია განსახიერებული.

ტექნოლოგია განაგრძობს თანდათანობით უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ჩვენს საზოგადოებებსა და ცხოვრებაში. მონიტორინგის მექანიზმის საშუალებით, ახლა გვაქვს კონკრეტული მიზნები იმის თაობაზე, თუ როგორ ავამუშაოთ ციფრული ტექნოლოგია მთელი საზოგადოებისა და ბიზნესისთვის.

მარგრეტ ვესტაგერი, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, Europe Fit for the Digital Age საერთაშორისო პროექტები

ფართომასშტაბიანი პროექტები გადამწყვეტია ციფრული სამიზნეების მისაღწევად და ციფრული ტრანსფორმაციის განსახორციელებლად 2030 წლამდე. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გააერთიანებენ რესურსებს და მჭიდროდ ითანამშრომლებენ საერთაშორისო პროექტების ფარგლებში იმ ციფრული უნარების განვითარებისთვის, რომელთა დამოუკიდებლად ათვისება რთულია. კერძოდ, პოლიტიკის პროგრამამ შექმნა პროცესი საერთაშორისო პროექტების განსაზღვრის და დაწყების მიზნით შემდეგ სფეროებში: 5G, კვანტური კომპიუტერები, ერთმანეთთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციები და სხვ.

დამატებით ინფორმაცია

ციფრული ათწლეულის პროგრამა ძალაში შევიდა 2023 წლის 9 იანვარს.

პროგრამის წინსვლის და სამიზნე ინდიკატორების დასახვის მიზნით პროგრამის 2030 წლამდე დასასრულებლად, ამოცანებს და მიზნებს დაემატა ციკლური თანამშრომლობის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია.

ევროპის პარლამენტის და ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილება (EU) 2022/2481 

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ღია მეცნიერების ავანგარდში

ქართული სამეცნიერო ნაშრომები და კვლევის პროფილები ახლა უფრო თვალსაჩინო, ხელმისაწვდომი და მრავალჯერადად გამოყენ…

გაიგეთ მეტი

ცოდნა მოქმედებისთვის: ქალთა მეწარმეობის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში

ქალთა მეწარმეობა და ინოვაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – ეს იყო 2022 წლის 28 ნოემბერს ჩატარებული ვირტუ…

გაიგეთ მეტი

იხილეთ ყველა