პროგრამა EU4Digital ატარებს ვირტუალურ ქსელურ ღონისძიებას, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის დაინტერესებულ მხარეთა გაერთიანებას ევროკავშირის ქსელში ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაცია (INATBA).
ამ ღონისძიების მიზანია მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ბლოკჩეინის ასოციაციების და დირექტიულ ორგანოების გაერთიანებას ავტორიტეტული აკადემიური ლიდერების და ევროკავშირის მსგავსი ორგანიზაციების ქსელში, რამაც შესაძლოა დადებითი ცვლილებები მოიტანოს ბლოკჩეინის ეკოსისტემის რეგულირების და განვითარების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
პროგრამის EU4Digital საქმიანობის ძირითადი ბენეფიციარები:
- ბლოკიჩეინის ეროვნული ასოციაციები;
- ამ დარგის საწარმოები;
- დირექტიულ ორგანოები სპეციალიზაციით ბლოკჩეინის სფეროში.
ბენეფიციარები შეძლებენ გაიუმჯობესონ პოტენციალი აკადემიური და სამთავრობო სფეროების ავტორიტეტულ ლიდერებთან ურთიერთობით, ასევე ქსელური აქტივობით და ცოდნის დაგროვებით, რაშიც მათ დაეხმარება INATBA-ს პარტნიორული ურთიერთობა მოწინავე სტანდარტების დამსახველ წამყვან ორგანიზაციებთან და გლობალურ ინიციატივებთან.
ღონისძიებაზე მიწვეული მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: INATBA-ს მხრიდან შეთავაზებული შესაძლებლობები, ასოციაციის წევრების გამოცდილება სხვადასხვა საკითხებზე ჩატარებული სამუშაო ჯგუფებიდან, და პრაქტიკული ქსელური აქტივობის და თანამშრომლობის დაწყება, რაშიც მათ კვლავაც დაეხმარება INATBA-ს პარტნიორული ურთიერთობა მოწინავე სტანდარტების დამსახველ წამყვან ორგანიზაციებთან და გლობალურ ინიციატივებთან.
ღონისძიებაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
- ევროკავშირის ბლოკჩეინის სტრატეგიის მიმოხილვა;
- ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციის (INATBA), მისი სერვისების და თანამშრომლობის პოტენციური შესაძლებლობების წარდგენა;
- INATBA-ს წევრების გამოცდილების გაზიარება;
- თანამშრომლობა ამ სექტორში და პარტნიორული ურთიერთობის შესაძლებლობები.
კითხვა-პასუხის სესიაზე მონაწილეებს ექნებათ საშუალება დასვან შეკითხვები და მიიღონ ინფორმაცია თანამშრომლობის და გაწევრიანების შემდგომი ეტაპების შესახებ.
დამატებით ინფორმაცია INATBA-ს შესახებ, სპიკერები და დღის წესრიგი დეტალურად.
საკონტაქტო და დამატებითი ინფორმაცია
ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაცია (INATBA) რომელიც ევროკომისიამ 2019 წელს აამოქმედა, წარმოადგენს ძალზე გავლენიან ასოციაციას, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ბლოკჩეინის და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (DLT) დანერგვას ევროპასა და მთელ მსოფლიოში. INATBA უმთავრესად ცნობილია მისი სანდოობით მარეგულირებელი ორგანოებისა და დირექტიულ ორგანოებისთვის.
თუ წარმოადგენთ სამიზნე აუდიტორიას და დაინტერესებული ხართ ღონისძიებაში მონაწილეობით, დაუკავშირდით ორგანიზატორების ჯგუფს მეილზე EU4Digital@lt.ey.com, საკითხად კი მიუთითეთ „INATBA-ში გაერთიანება“.