ელ-კომერციის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა შესავალი ტრენინგით ციფრული კომერციის საკითხებზე

  • თარიღი: 22/03/23
  • გააზიარეთ:

პროგრამის EU4Digital ელ-კომერციის საკონსულტაციო ცენტრი ჩაატარებს პრაქტიკულ ტრენინგებს და კონსულტაციებს, რაც საშუალებას მისცემს 30 მცირე და საშუალო საწარმოს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში დარეგისტრირდნენ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია ციფრული კომერციის ძირითად პორტალებზე. ცენტრის ძირითადი მიზანია გააძლიეროს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მეტი მცირე და საშუალო საწარმო და ხელი შეუწყოს საერთაშორისო ელ-კომერციის 50%-ით გაზრდას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ეს პროცესი დაიწყო 2023 წლის 16 მარტს, როდესაც ელ-ვაჭრობის მიმართულებამ გახსნა ელ-კომერციის საკონსულტაციო ცენტრი და პირველი ტრენინგი ჩაატარა.

ვინაიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მიზანია ევროკავშირის ბაზრებთან მიერთება, აღმოსავლეთ პარტნიორობის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უმარტივეს საშუალებას ევროკავშირში გაყიდვების დასაწყებად საერთაშორისო ციფრული კომერციის პორტალები წარმოადგენს. თუმცა, ამ პორტალებზე ვაჭრობის დაწყება და გაფართოება რესურსებს, კვლევას და ანალიზს მოითხოვს, თუკი მცირე და საშუალო საწარმოებმა საუკეთესოდ უნდა შეუსაბამონ საკუთარი პროდუქცია თითოეულ პორტალს, ისწავლონ ამ პორტალებზე რეგისტრაციის გავლა და შეიმუშაონ ყველაზე წარმატებული ტაქტიკა პროდუქტები რეგისტრაციის და ციფრული მარკეტინგისთვის გაყიდვების გაზრდის მიზნით.  

პროგრამის EU4Digital II ფაზაში ელ-კომერციის აქსელერატორი ატარებს ტესტირებას, თუ როგორ უნდა შეძლონ აღმოსავლეთ პარტნიორობის მცირე და საშუალო საწარმოებმა ელ-კომერციის გაყიდვების სტიმულირება ევროკავშირის ციფრული კომერციის პორტალებზე. პროგრამა EU4Digital ხელს შეუწყობს ციფრულ კომერციას, ხოლო ევროკავშირის მომხმარებლებთან წვდომის საშუალებად ევროკავშირის ციფრული კომერციის აღიარებულ ვებსაიტებს გამოიყენებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის მცირე და საშუალო საწარმოებიდან ზოგიერთს უკვე აქვს ელ-კომერციის გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, დანარჩენებმა კი მიიღეს გადაწყვეტილება გამოსცადონ ელ-კომერციის არხები. ამ მიზნით, პროგრამამ EU4Digital ორმაგი კონცეფცია შეიმუშავა. პირველი ნაწილია ეროვნული პავილიონის ანგარიში. ის ნაკლებად გამოცდილ მცირე და საშუალო საწარმოებს პროდუქციის გაყიდვაში დაეხმარება ერთიანი ეროვნული ანგარიშის საშუალებით ციფრული კომერციის ვებსაიტ(ებ)ზე. მეორე ნაწილის ფარგლებში, უფრო გამოცდილი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის პროგრამამ EU4Digital შექმნა ელ-კომერციის საკონსულტაციო ცენტრი. ცენტრი ატარებს ჯგუფური ტრენინგის ციკლებს და ინდივიდუალურ კონსულტაციებს ციფრული კომერციის პორტალების შესახებ; ეს მოიცავს განსხვავებულ თემებს, დაწყებული რეგისტრაციიდან და საგადასახადო საკითხებიდან, დამთავრებული სარეკლამო კომპანიის სტრატეგიებით, პროდუქციის განთავსებით და სხვა. ეროვნული პავილიონის ანგარიშის ტესტირება მალე დაიწყება, ხოლო ტრენინგი და კონსულტაციები გამოცდილი კომპანიებისთვის იწყება ახლა. 

დღესდღეობით ძნელად თუ იპოვნით ადამიანს, რომელსაც არაფერი სმენია ციფრული კომერციის ისეთი გიგანტური ვებსაიტების შესახებ, როგორიცაა Amazon და eBay; ევროკავშირში ამ ვებსაიტებით მომხმარებელთა უდიდესი რაოდენობა სარგებლობს. მაგრამ რამდენი ადამიანისთვის არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ზოგიერთი პროდუქტი მაინცდამაინც არ შეესაბამება ამ პლატფორმებს და შესაძლოა მათ გაცილებით უფრო დიდი პოპულარობა ევროკავშირის მცირე ზომის ციფრული კომერციის ვებსაიტებზე მოიპოვონ? ამ მიზნით ელ-კომერციის საკონსულტაციო ცენტრის ევროპელი ექსპერტების გუნდი განიხილავს არა მარტო დიდ და კარგად ნაცნობ ვებსაიტებს, არამედ ასევე შემდეგ პლატფორმებს:  EtsyZalandoPigu.ltAllegroOTTOBol და Kaufland

იმის დასადასტურებლად, რომ ელ-კომერციის საკონსულტაციო ცენტრს შეუძლია მხარი დაუჭიროს კომპანიებს მათი ელ-კომერციის მიზნების მიღწევაში, როგორიცაა ციფრული კომერციის ვებსაიტებზე რეგისტრაცია, საკუთარი პროდუქციის გაყიდვა მომხმარებლებზე ევროკავშირში და გაყიდვების საერთო მაჩვენებლის გაზრდა, მოხდება ტრენინგის და კონსულტაციების ტესტირება 30 შერჩეულ მცირე და საშუალო საწარმოზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. წარმატებული ტესტირების შემდეგ, პროგრამის EU4Digital გუნდი შეიმუშავებს რეკომენდაციებს უფრო მეტი მცირე და საშუალო საწარმოს მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. 

16 მარტს, ღონისძიების დაწყების დროს, ელ-კომერციის საკონსულტაციო ცენტრი დეტალურად იქნა წარდგენილი პროგრამის EU4Digital პრაქტიკოსთა გუნდთან ერთად. შემდეგ პირველი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე წარდგენილი იქნა ციფრული კომერციის პლატფორმები და ის პროდუქტები, რომლებიც ყველაზე უკეთ შეესაბამება თითოეულ პლატფორმას; გარდა ამისა, განიხილეს რეგისტრაციის პროცედურები, გადახდის საშუალებები, სპეციალური ფუნქციები და სხვა საკითხები. ტრენინგის შემდეგ მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა დაიწყეს ექსპერტთა ინდივიდუალური კონსულტაციების შეკვეთა მათი კონკრეტული ამოცანებისთვის. 

დამატებით ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია EU4Digital ელ-კომერციის აქსელერატორის შესახებ და როგორ შეუწყობს ის ხელს გაყიდვების ზრდას ელ-კომერციის საშუალებით აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა