ელ-სანდოობის ქსელის ღონისძიება: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა ელექტრონულ საიდენტიფიკაციო და სანდოობის სერვისები განიხილეს

  • თარიღი: 24/05/23
  • გააზიარეთ:

2023 წლის 3 მაისს ჩატარდა ელ-სანდოობის ქსელის ვირტუალური ღონისძიება, რომელზეც ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) და სანდოობის სერვისების ბოლოდროინდელი განვითარება და ამ სფეროში დაგეგმილი საქმიანობა იქნა განხილული. პროგრამის EU4Digital მიერ ორგანიზებული ამ ღონისძიების ამოცანა იყო ელ-სანდოობის და სახელმწიფოთაშორისი ციფრული სერვისების განხილვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამ სფეროში მიღწეული წინსვლის და სამომავლო გეგმების განსახილველად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის და უკრაინის წარმომადგენლებმა. 

ღონისძიება იყო სივრცე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის მათი ბოლოდროინდელი მიღწევების გასაზიარებლად ელ-იდენტიფიკაციის და სანდოობის სფეროში. სომხეთის წარმომადგენლებმა გააშუქეს საკუთარი პრიორიტეტი – სანდოობის სერვისების ეროვნული კანონმდებლობის განახლება ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის და სანდოობის სერვისების (eIDAS) სტანდარტებთან და პრინციპებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად. უკრაინას ბოლო დროს თვალსაჩინო წარმატებები აქვს ევროკავშირის აკრედიტებული სანდოობის სერვისების აღიარების სფეროში და ამჟამად ატარებს ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის და სანდოობის სერვისების eIDAS კვანძის ტესტირებას. გარდა ამისა, უკრაინა გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც ჩართულია ევროკომისიის მესამე ქვეყნების სანდო სიების მოწინავე ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სიაში (TC AdES LOTL), რაც იძლევა უკრაინული ელექტრონული ხელმოწერების და შტამპების  ვერიფიკაციის საშუალებას ევროკავშირის ინფრასტრუქტურის საშუალებით. 

მნიშვნელოვანი ასევე საქართველოს წინსვლა საერთაშორისო ოპერაციული თავსებადობის კუთხით – ქვეყანამ გაიარა საატესტაციო შემოწმება, ჩატარებული შესაბამისობის შეფასების ორგანოს (CAB) მიერ, რომელიც აკრედიტებული იყო eIDAS-ის ფარგლებში ETSI/CEN (ევროპის ტელე-საკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტი/ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტი) სტანდარტების საფუძველზე. აზერბაიჯანის წარმომადგენელმა მიმოიხილა ქვეყანაში არსებული ელექტრონული იდენტიფიკაციის მეთოდები, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს დაგეგმილი შესწორებები სანდოობის სერვისებთან დაკავშირებით. ხუთივე მონაწილე ქვეყანამ ხაზი გაუსვა საკუთარ ვალდებულებას, რომელიც ელ-საიდენტიფიკაციო და სანდოობის სერვისების შემდგომ განვითარებას და ამ სერვისებით მოცვას უკავშირდება. 

ელ-საიდენტიფიკაციო და სანდოობის სერვისების თემასთან დაკავშირებით ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის (DG CNECT) წარმომადგენელმა ვისენტე ანდრეუ ნავარომ გააკეთა პრეზენტაცია მომავალი ცვლილებების შესახებ eIDAS რეგულაციაში და ევროპული ციფრული იდენტობის საქაღალდეში (EUDI Wallet). EUDI Wallet-ის მიზანია ხელი შეუწყოს სანდო ციფრულ იდენტობას ყველა ევროპელისთვის, და საშუალება მისცეს მომხმარებლებს აკონტროლონ საკუთარი ონლაინ ინტერაქციები და თანდასწრება.

ამ ძალისხმევის შესაბამისად, პროგრამის EU4Digital ამოცანაა უსაფრთხო და ორმხრივად აღიარებული ელ-იდენტიფიკაციის სერვისების ამოქმედება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს ორმხრივად აღიარების ხელშეკრულებების მომზადების პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ელ-სანდოობის ჩარჩოს და eIDAS პრინციპების საფუძველზე. გარდა ამისა, განხორციელდება საპილოტე პროექტები მონაწილე ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისი ავთენტიფიკაციის ტესტირების მიზნით. ამ საპილოტე ინიციატივის საშუალებით ჩატარდება საოპერაციო მზადყოფნის, შესაბამისობის და ელ-იდენტიფიკაციის გამოყენების ტესტირება კონკრეტულ სფეროებში მათ ფართოდ დანერგვამდე; განისაზღვრება ასევე ელ-იდენტიფიკაციის და ელექტრონული სერვისის განხორციელების პოტენციური წარმატების სფეროები. პროგრამას EU4Digital აღებული აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უწყვეტი მხარდაჭერის ვალდებულება უსაფრთხო და ორმხრივად აღიარებული ელ-საიდენტიფიკაციო და სანდოობის სერვისების დასანერგად. 

ახალი ამბები

იხილეთ ყველა