ინიციატივის EU4Digital მონაწილეები EU4Digital II ფაზის დაწყების წინ საკუთარ მიღწევებს და გეგმებს განიხილავენ

  • თარიღი: 08/11/22
  • გააზიარეთ:

25 ოქტომბერს, ინიციატივის EU4Digital-2022 საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრაზე EU4Digital პროექტების მიღწევები და სამომავლო საქმიანობის გეგმები იქნა განხილული. პროგრამის EU4Digital განახლებული, სამწლიანი 
II ფაზის დაწყების აღსანიშნავად, ღონისძიებაზე EU4Digital ეკოსისტემის 100-ზე მეტი დაინტერესებული მხარე შეიკრიბა, მათ შორის ინიციატივის EU4Digital პროექტების, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები.

პროგრამა EU4Digital 2019 წლიდან მიმდინარეობს და ქოლგა-ინიციატივის EU4Digital  წამყვან პროგრამას წარმოადგენს. მისი პროექტების საშუალებით ევროკავშირი მხარს უჭერს მყარ ციფრულ ტრანსფორმაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

ონლაინ შეხვედრას თავმჯდომარეობდნენ ინიციატივის EU4Digital მმართველი ორგანიზაციის – ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენლები. სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გუნდის ხელმძღვანელმა გერალდ აუდამ მონაწილეებს შეახსენა, რომ ევროკავშირის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დაახლოება ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან ინიციატივის EU4Digital პროექტების საშუალებით. „ციფრული სფერო საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, აღნიშნა მან. „უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საკვანძო საკითხებია ციფრული სისტემების გამძლეობის გაზრდა, და ციფრული ინფრასტრუქტურის და ელ-მმართველობის გაუმჯობესება“.

ევროკავშირის ეს მხარდაჭერა ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული პოლიტიკის გეგმის და მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის სამიტზე დამტკიცდა. „მყარი ციფრული ტრანსფორმაცია“ ძირითადი საკვანძო საკითხებიდან ერთ-ერთია. „გასულ წელს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან კონსულტაციების გზით შემუშავებული ხედვა და მიზნები ევროკავშირის ამ სფეროში არსებულ პრაქტიკას ემყარება“, აღნიშნა სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის პროგრამის მენეჯერმა ტიბო შარლემ. „ევროკავშირის ციფრული კომპასი (digital compass) უზრუნველყოფს ოთხ ძირითად პრიორიტეტს (მთავრობა, ინფრასტრუქტურა, ბიზნესი და უნარები), ხოლო 2022 წლის მაისის ევროკავშირის გლობალური კარიბჭის სტრატეგია Global Gateway Strategy და კომუნიკაცია უკრაინის მხარდაჭერის და რეკონსტრუქციის საკითხებზე დამატებითი სახელმძღვანელო საშუალებებს წარმოადგენს.” 

შეხვედრაზე საკუთარი წინსვლის და სამომავლო გეგმების წარსადგენად მიწვეულები იყვნენ ინიციატივის EU4Digital ფარგლებში განხორციელებული პროექტები. პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელმა არტურას პილიპონისმა (კომპანია EY) პირველი ფაზის ძირითადი მიღწევები განიხილა. ისინი შემდეგი სახით შეჯამდა: შედარებითი ანალიზის კვლევები და შედარება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან, საერთაშორისო ტექნიკური გადაწყვეტების პილოტირება მომდევნო სრულმასშტაბიანი პროექტებისთვის, და კავშირების მხარდაჭერა ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარეებს, სხვა დონორებს და მათ ინიციატივებს შორის.

პროგრამის EU4Digital II ფაზაში სამუშაო 6 ძირითად თემატურ სფეროზე გაგრძელდება: ტელეკომუნიკაციის წესები; ელ-სანდოობა და სახელმწიფოთაშორისი სერვისები; ელ-ვაჭრობა; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები და სტარტაპის ეკოსისტემები; ელ-ჯანმრთელობა და ციფრული უნარები. გარდა ამისა, დასახულია ორი მულტისექტორული ამოცანა. პირველი – კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში პროგრამის EU4Digtal საშუალებით; მეორე ამოცანის შესახებ, რომელიც კრიზისების მხარდაჭერას მოიცავს, განმარტება არტურას პილიპონისმა გააკეთა: „მიმდინარე კონტექსტში, განისაზღვრა იმის საჭიროება, რომ ჩვენი საქმიანობა უფრო მოქნილი გაგვეხადა გაუთვალისწინებელ კრიზისებზე რეაგირების საშუალებით, რათა კრიზისების განსაზღვრის შემდეგ გვქონოდა მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა ევროკავშირთან კოორდინირების გზით“.

პროექტი EaPConnect ერთმანეთთან აკავშირებს კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ქვეყნებში, უზრუნველყოფს დაუბრკოლებელ კავშირებს, ასევე მომსახურების და თანამშრომლობის შესაძლებლობებს სტუდენტების, მკვლევრებისა და მეცნიერებისთვის. „უდიდესი მიღწევაა სპექტრული კავშირის ამოქმედება მოლდოვასა და უკრაინას შორის“, თქვა კვლევისა და განათლების მონაცემთა პანევროპული ქსელის (GÉANT), EaPConnect პროექტის (თანა-)მენეჯერმა ირინა მათეუსმა; მრავალი გაუთვალისწინებელი პრობლემა, მაგ., პანდემია, უკრაინის ომი და ბოლო წლების პოლიტიკური არასტაბილურობა რეგიონში, ნიშნავდა იმას, რომ საჭირო იყო პროექტის ახალ რეალობასთან ადაპტირება. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კიბერუსაფრთხოების განხილვისას, პროექტმა EU4Digital: Cybersecurity East შეაჯამა გუნდის ხელმძღვანელის, GFA საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლის ბესნიკ ლიმაის მიერ მოხსენებული ინფორმაცია. პროექტის სამი ძირითადი კომპონენტი იყო კანონმდებლობის და საკანონმდებლო ჩარჩოების დაახლოება ევროკავშირისქსელის და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების (NIS) დირექტივასთან, სერვისის ძირითადი ოპერატორების განსაზღვრა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, და საოპერაციო პოტენციალის გაზრდა კიბერ-ინციდენტების და კრიზისების მართვის მიზნით. გამოწვევები ამ პროექტის წინაშეც დადგა და საჭირო გახდა მისი ადაპტაცია გეოპოლიტიკურ რეალობასთან, მაგ., ვებინარის მასპინძლობა არჩევნების უსაფრთხოების საკითხზე. 

EU4Digital ფართოზოლოვანი სტრატეგიების პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი ახორციელებს, ვალერია დესოლისმა წარმოადგინა. მან განიხილა პროექტის ძირითადი მიღწევები, მათ შორის კვლევები შედარებითი ანალიზის გამოყენებით, ფართოზოლოვანი კარტირების მხარდაჭერა და ფართოზოლოვანი სერვისების საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოების გაუმჯობესება. 

გამოცხადდა მომდევნო პროექტის შესახებ, რომელსაც სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი განახორციელებს. პროექტის დასახელებაა „EU4Digital: ინვესტირება ფართოზოლოვან კავშირში (2023-2027)“, და მისი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა. ეს მხარს დაუჭერს ფართოზოლოვანი ქსელის საინვესტიციო პროექტების მომზადებას, რომლებიც შეამცირებს განსხვავებებს ციფრულ სფეროში სოფელსა და ქალაქს შორის დაფართოზოლოვანი ქსელების დივერსიფიკაციას და რეკონსტრუქციას დაეხმარება

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს და ევროკავშირის წარმომადგენლობებს სთხოვეს კომენტარების გაკეთება და გამოხმაურება ციფრულ გემების და მათი განხორციელების საკითხებზე. პრიორიტეტები მოიცავდა გრძელვადიანი ინვესტიციების საჭიროებას, იმის ხაზგასმით, რომ ციფრული ტრანსფორმაცია რეფორმების გრძელი გზით მიიღწევა. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ხარვეზების არსებობა ციფრულ ტრანსფორმაციაში სოფლად; პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა სოფლის მოსახლეობის გაძლიერება, რაც ინტერნეტის ინფრასტრუქტურაზე და სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფით უნდა მოხდეს. ხაზი გაესვა ასევე კოორდინირებული, ცენტრალიზებული გეგმის აუცილებლობას; საჭიროა ძირითადი სფეროების მოგვარება და ფრაგმენტირებული მიდგომის თავიდან აცილება. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან საკითხებად განისაზღვრა აგრეთვე ოპერაციული თავსებადობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის გაძლიერება, ელ-კომერცია, ციფრული უნარები და ციფრული ინფრასტრუქტურა. ამ საკითხებს ასევე მოიცავს ევროკავშირის ამოცანები, რომლებიც პროგრამის EU4Digital პროექტების საშუალებით მომავალ რამდენიმე წელიწადში უნდა გადაიჭრას.

დამატებით ინფორმაცია

ინიციატივამ EU4Digital 2022 წლის 25 ოქტომბერს მოაწყო პროგრამის EU4Digital II ფაზის დაწყების და საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა, ხოლო 24 ოქტომბერს – აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია.

ორივე ღონისძიების ძირითადი საკითხები პროგრამის EU4Digital საინფორმაციო ბიულეტენის სპეციალურ გამოშვებაში გამოქვეყნდება. ამგვარი განახლებული ინფორმაციის ი-მეილზე მისაღებად, გახდით საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა