პროგრამა EU4Digital იწყებს საპილოტე პროექტს ელექტრონული ხელმოწერების ფართოდ დანერგვის მიზნით

  • თარიღი: 21/01/22
  • გააზიარეთ:

პროგრამამ EU4Digital დაიწყო ე-ხელმოწერების საპილოტე აქტივობების გაფართოება, კერძოდ ის ატარებს სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერების ოპერაციული თავსებადობის ტესტირებას ერთის მხრივ, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას, და მეორეს მხრივ – ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, ესტონეთს შორის; პროგრამა ე-ხელმოწერების ტესტირებას სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.

საპილოტე პროექტი განხორციელდება ტექნიკური მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც აღწერს ე-ხელმოწერის საპილოტე აქტივობების ტექნიკურ ასპექტებს, ოპერაციული თავსებადობის ალტერნატიულ დონეებს და ე-ხელმოწერის ზოგად ფორმატს. ტექნიკური მემორანდუმის გარდა, მონაწილე ქვეყნებმა წარმოადგინეს მოკლე პროფილები საპილოტე სერვისების მიწოდების შესახებ. ტექნიკური მემორანდუმის განსაზღვრით და მისი პირობების დაცვით, პროგრამა  EU4Digital მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის გაძლიერებას, რათა მან სახელმწიფოთაშორისი სანდო მომსახურების ორმხრივ აღიარებას მიაღწიოს.

ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტის განხორციელება მოიცავს შემდეგი კომპონენტების ტესტირებას: ე-ხელმოწერის შექმნა, დოკუმენტზე თარიღის აღნიშვნა, ვალიდაცია და სერთიფიკატის სტატუსის დადასტურება. ეს კომპონენტები უზრუნველყოფს ელექტრონული ხელმოწერების ოპერაციულ თავსებადობას სხვადასხვა ქვეყნებში. საპილოტე პროექტის გაფართოების გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც 2020-2021 წლებში წარმატებით განხორციელდა ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტი მოლდოვას, უკრაინას და ესტონეთს შორის.

პროგრამის EU4Digital საპილოტე საქმიანობა შესაძლებლობას მისცემს ქვეყნებს ტესტირების შედეგად ადრეულ ეტაპზე დაადასტურონ კონცეფციები, და ამით გააუმჯობესონ მზადყოფნა ციფრული ნდობის სერვისების ორმხრივი აღიარებისთვის. სახელმწიფოებს შორის ე-ხელმოწერების დანერგვა ერთიანი ციფრული ბაზრის აღმოსავლეთ სამეზობლოში გაფართოების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ამ პროცესში პროგრამის EU4Digital ექსპერტები მხარს დაუჭერენ ქვეყნებს იმ ბარიერების აღმოფხვრაში, რომლებიც აბრკოლებს ე-ხელმოწერების ოპერაციულ თავსებადობას ქვეყნებს შორის. ე-ხელმოწერის მიმდინარე საპილოტე აქტივობა მოიცავს ტექნიკურ   და სატესტო ფაზებს, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლომდე განხორციელდება.


ახალი ამბები

იხილეთ ყველა