

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
პროგრამის EU4Digital ელ-კომერციის აქსელერატორი იწყებს საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის
თარიღი: 28/02/23
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მცირე და საშუალო საწარმოები შეძლებენ სარგებლობა მიიღონ პროგრამის EU4Digital ელექტრონული კომერციის აქსელერატორის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტებით. დაინტერესებულმა მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან ინფორმაცია ამ შესაძლებლობების შესახებ 2023 წლის 14 თებერვალს ჩატარებული ონლაინ ღონისძიებიდან მიიღეს. პროგრამის EU4Digital ელ-ვაჭრობის მიმართულებამ ეს ღონისძიება პროგრამის მე-2 ფაზის განახლებული აქტივობის ფარგლებში მოაწყო და აამოქმედა ელ-კომერციის აქსელერატორი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე იფუნქციონირებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ მცირე და საშუალო კომპანიებს შეუძლიათ პროგრამის EU4Digital გუნდს დაუკავშირდნენ.
პროგრამის EU4Digital ელ-კომერციასთან დაკავშირებული საქმიანობის მიზანია გააუმჯობესოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკოსისტემის მოქმედ პირთა ინტეგრაცია ევროკავშირის ქსელებში და ხელი შეუწყოს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას, რომლის ამოცანაა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობას შორის საერთაშორისო ელ-კომერციის 50%-ით გაზრდა.
ეს მიზანი ჩატარებულ სამუშაოს დაეფუძნება
ონლაინ ღონისძიება დაიწყო პროგრამის EU4Digital 1-ლი ფაზის შესაბამისი მიღწევების მიმოხილვით:
- გამოიკვლიეს, თუ როგორ მუშაობს ელ-კომერცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას შეადარეს;
- შეიმუშავეს რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ელ-კომერციის ეკოსისტემისთვის, რომლებიც გააუმჯობესებს მის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას მომხმარებლისთვის, და გაამარტივებს მას ბიზნესისთვის; დაიწერა დამოუკიდებელი ანგარიშები სომხეთის,აზერბაიჯანის,საქართველოს,მოლდოვისა და უკრაინისთვის;
- ჩატარდა „ვირტუალური საწყობის“ სისტემის ტესტირება, სადაც საცალო მოვაჭრეები და ციფრული კომერციის ვებსაიტები, მიწოდების ოპერატორები და საბაჟო ელექტრონულად ცვლიან ინფორმაციას, რაც ხელს უწყობს პროდუქტების დაჩქარებულ და გამარტივებულ მიწოდებას საზღვარზე;
- ჩატარდა ღონისძიებები სხვადასხვა ჯგუფებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ელ-კომერციის ნაკადების გაუმჯობესებით ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ელ-კომერციის გამოწვევები, ტენდენციები და მაგალითები
პროგრამამ EU4Digital განსაზღვრა ის გამოწვევები, რომელებიც დგება მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე ონლაინ და ევროკავშირში გაყიდვების გადაწყვეტილების მიღებისას. ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ამგვარი გამოწვევები პრაქტიკულ დონეზე „Funky Socks“ ბიზნესის მფლობელის, ტომის მაგალითზე. ამ მაგალითში ტომი სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყიდდა წინდებს მოლდოვაში, ახლა კი სურს საერთაშორისო დონეზე გასვლა, მაგრამ არ იცის, საიდან დაიწყოს. თავიდან მას სურს გაიგოს, ციფრული კომერციის რომელ ვებსაიტზე იქნება ყველაზე უკეთესი წინდების გაყიდვა, და როგორ დაიწყოს გაყიდვა ევროკავშირის ძირითად ციფრული კომერციის ვებსაიტებზე. გამოწვევები იწყება იმით, რომ ტომი ვერ ერკვევა საკანონმდებლო, სტანდარტების და დაბეგვრის საკითხებში; გარდა ამისა, არსებობს ლოგისტიკური პრობლემები, ციფრული კომერციის საერთაშორისო ვებსაიტებზე შესვლის ფასები კი მაღალია.
პროგრამის EU4Digital გუნდმა განიხილა ევროკავშირის ელ-კომერციის არსებული ტენდენციები და პრაქტიკა. მან წარმოადგინა Ecommerce Europe – ასოციაცია
150 000-ზე მეტი კომპანიის მონაწილეობით, რომლებიც ონლაინ ყიდიან პროდუქციას და მომსახურებას ევროპაში. განიხილეს ასოციაციის სტრუქტურა, სტრატეგიული პრიორიტეტები და გაწევრიანების პოტენციური შესაძლებლობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
სხვა პრაქტიკული მაგალითების, მაგ., გერმანული eBay-ს განხილვის საშუალებით, ხაზი გაესვა ძირითადი საერთაშორისო ციფრული კომერციის ვებსაიტების გავლენას და ელ-კომერციის მნიშვნელობას. ამ საკითხმა შემოიტანა მთავრობის მფლობელობაში მყოფი „ეროვნული პავილიონის ანგარიშის“ ცნება, რომელიც საშუალებას აძლევს გამყიდველებს დამატებითი რეგისტრაციის გარეშე განათავსონ პროდუქციის სია, დოკუმენტაცია ან ძირითადი ციფრული კომერციის ვებსაიტების სხვა მოთხოვნები, და ახორციელებს მხარდაჭერას მარკეტინგის, კლიენტთა მომსახურების და სხვა სფეროებში. ეს მაგალითი შეესაბამება შემოთავაზებულ საპილოტე გადაწყვეტას ელ-კომერციის აქსელერატორის ფარგლებში.
ელ-კომერციის აქსელერატორის საქმიანობა და უპირატესობები
პროგრამის EU4Digital გუნდმა წარმოადგინა ელ-კომერციის აქსელერატორის კონცეფცია და მიზნები, და განმარტა, თუ რატომ არის მონაწილეობა სასარგებლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. EU4Digital ელ-კომერციის აქსელერატორი მონაწილე მცირე და საშუალო საწარმოებს სთავაზობს გადაწყვეტებს და უპირატესობებს სამი ძირითადი საქმიანობის გზით:
- ელ კომერციის ეკოსისტემის, საკანონმდებლო და სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციების განახლება ელ-კომერციის განვითარების საფუძვლის გასაუმჯობესებლად და უფრო უსაფრთხო და სწრაფი ონლაინ ვაჭრობის გამოცდილების შექმნა, ელ-კომერციის ტენდენციებზე ხაზგასმით.
დაინტერესებული მონაწილე მხარეები ამ რეკომენდაციებს მიიღებენ ელ-კომერციის გარემოს ჰარმონიზაციის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებში და ევროკავშირთან. - ჩატარდება „ეროვნული პავილიონის ანგარიშის“ ტესტირება ევროკავშირის შერჩეულ ძირითად ციფრული კომერციის ვებსაიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ შერჩეულ ქვეყანაში, სადაც მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ სცადონ და დაიწყონ ონლაინ გაყიდვები.
დაინტერესებულ მონაწილე მხარეებს შეუძლიათ გადაწყვეტის უფასოდ ტესტირება და რეკომენდაციების მიღება მისი შემდგომი გამოყენების თაობაზე. - ტრენინგის ჩატარება ელ-კომერციაში და ინდივიდუალური კონსულტაციები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ასევე მდგრადი ელ-კომერციის ტრენინგის პაკეტის შემუშავება და გაყიდვის უნარების გაუმჯობესება ძირითად საერთაშორისო ვებსაიტებზე (მაგ. Amazon და eBay) გამოსაყენებლად.
ტრენინგებით და კონსულტაციებით მხარდაჭერას გაუწევენ მონაწილე მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებსაც სურთ საერთაშორისო ციფრული კომერციის ვებსაიტებზე რეგისტრაცია და საკუთარი გაყიდვების გაფართოება გაყიდვების პერსონალური ანგარიშების საშუალებით.
ამ ქმედებების საშუალებით პროგრამა EU4Digital მიზნად ისახავს საერთაშორისო ელ-კომერციის განვითარებას ევროკავშირის ქვეყნებთან ბარიერების აღმოფხვრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მცირე და საშუალო საწარმოების მიერ ევროკავშირის ძირითად ციფრული კომერციის ვებსაიტებზე დაბალ ფასად გაყიდვების კონცეფციის ტესტირებით, და ჩართული და პოტენციური მონაწილეების ცნობიერების ამაღლებით.
დამატებით ინფორმაცია
პროგრამის EU4Digital ელ-კომერციის აქსელერატორის აქტივობების განხორციელების პერიოდია 2023 წლის იანვარ-დეკემბერი.
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით: eu4digital@lt.ey.com
- აზერბაიჯანი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ელექტრონული ვაჭრობა
დამატებითი ახალი ინფორმაცია
03/10/2023
პროგრამის EU4DIGITAL ახალი ანგარიში ფართოზოლოვანი კავშირის შესახებ: სატელეკომუნიკაციო კავშირის და ციფრული სფეროს გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ანგარიში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ კონკურენტუნარიანი ფართოზოლო…
გაიგეთ მეტი26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი

03/10/2023
პროგრამის EU4DIGITAL ახალი ანგარიში ფართოზოლოვანი კავშირის შესახებ: სატელეკომუნიკაციო კავშირის და ციფრული სფეროს გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ანგარიში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ კონკურენტუნარიანი ფართოზოლო…
გაიგეთ მეტი
26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი