პროგრამის EU4Digital ინფორმაცია სიტუაციის შესახებ უკრაინაში

  • თარიღი: 21/03/22
  • გააზიარეთ:

გასული სამი წლის განმავლობაში პროგრამის EU4Digital გუნდი მუშაობდა ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. უკრაინაში ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობამ რეალური სარგებლობა მოუტანა მოქალაქეებს და ბიზნესს მთელ ქვეყანაში. სათანადო მმართველობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რომლებიც საფუძვლად უდევს პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას მთელი რეგიონის სასარგებლოდ. ახლა ამ ფასეულობებს ძირს უთხრის უკრაინაში მიმდინარე ომი, ნგრევა და ჰუმანიტარული კრიზისი.

პროგრამის EU4Digital გუნდს უკრაინელ კოლეგებთან და დაინტერესებულ მხარეებთან 2019 წლიდან აქვს პარტნიორული ურთიერთობები და მეგობრული კავშირები ჩვენი საერთო მიზნების საფუძველზე რეგიონში. ვინაიდან ბევრი ადგილობრივი ექსპერტი და კოორდინატორი უკრაინაში რჩება, ჩვენ მზად ვართ მათ მხარდასაჭერად იმ ურთულეს გარემოში, რომელში ამჟამად უწევთ მუშაობა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ უკრაინის ინტერვენციას.

დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის პასუხის შესახებ უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებსაიტებზე: 

https://www.consilium.europa.eu/en/policies/eu-response-ukraine-invasion/

ევროკავშირის სოლიდარობა უკრაინასთან | ევროკომისია (europa.eu)

ახალი ამბები

იხილეთ ყველა