პროგრამის EU4Digital მეორე ფაზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენციით იწყება

  • თარიღი: 24/10/22
  • გააზიარეთ:

2019 წლიდან მიმდინარე პროგრამის EU4Digital ძირითადი მიზანი იყო ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. პროგრამის EU4Digital მეორე ფაზაში, რომელიც ოფიციალურად დაწყებულია, გაგრძელდება ამ მიზანზე მუშაობა, მაგრამ მისი ამოცანები განახლდება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის პოლიტიკის გეგმის საფუძველზე. პროგრამა EU4Digital, რომელიც ინიციატივის EU4Digital ძირითადი პროგრამაა, მიზნად ისახავს ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობების გავრცელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ინიციატივა EU4Digital წარმოადგენს ევროკავშირის საფლაგმანო რეგიონულ პროგრამას ციფრული გარდაქმნის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

პროგრამის EU4Digital მეორე ფაზის დაწყების აღსანიშნავად, ინიციატივა EU4Digital აწყობს ორ ონლაინ ღონისძიებას: 2022 წლის 24 ოქტომბერს გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია, ხოლო 25 ოქტომბერს – პროგრამის EU4Digital II ფაზის დაწყება და საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა.

უფრო ძლიერი ციფრული ეკონომიკა და საზოგადოება შექმნის მეტ სამუშაო ადგილს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, რაც დაეხმარება ბიზნესს და გააუმჯობესებს მოქალაქეთა ცხოვრების დონეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის განახლებულმა პოლიტიკამ, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა, განაახლა ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პასუხისმგებლობა სიცოცხლისუნარიანი ციფრული ტრანსფორმაციის განსახორციელებლად. ინიციატივა EU4Digital  მხარს უჭერს ამ ამოცანას და ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციას საქმიანობით შემდეგ სფეროებში: ციფრულ ინფრასტრუქტურა, ელ-მმართველობა, ციფრული ეკონომიკა და ინოვაცია, კიბერ-უსაფრთხოება და  სიცოცხლისუნარიანობა. ინიციატივის EU4Digital საქმიანობა ხორციელდება ექვს EU4Digital ქსელთანმჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. 

პროგრამის EU4Digital II ფაზა (2022-2025) პირველი ფაზის მიღწევებსა და საფუძველს დაემყარება. პროგრამის EU4Digital I ფაზის (2019-2022) ძირითადი ამოცანა იყო ეკონომიკის და მმართველობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ტრანსფორმაციის საშუალებით; ეს განხორციელდა რეკომენდაციების და ჩარჩოების შემუშავებით, ხელშეკრულებების და პოლიტიკის შემაჯამებელი დოკუმენტების მხარდაჭერით და ძირითადი ციფრული გადაწყვეტების – ციფრული ხელმოწერის, ციფრული ანგარიშ-ფაქტურების, ელ-საბაჟოს და ელ-კომერციის პილოტირებით. 

მომავალი სამი წლის განმავლობაში, პროგრამის EU4Digital II ფაზაში გაგრძელდება პოლიტიკის ექვს ძირითად სფეროზე მუშაობა: ტელეკომუნიკაციის წესები, ელ-სანდოობა და სახელმწიფოთაშორისი ციფრული სერვისები, ელ-ვაჭრობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები და სტარტაპის ეკოსისტემები, ელ-ჯანმრთელობა და ციფრული უნარები. ეს სფეროები სტრუქტურირებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ქვაკუთხედების, კერძოდ, ციფრული ინფრასტრუქტურის, ელ-მმართველობის, კიბერ-მდგრადობის და ციფრული ეკონომიკის და ინოვაციის საფუძველზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია წარმოადგენს ყოველწლიურ საეტაპო ღონისძიებას, რომელიც განიხილავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული პოლიტიკის დღის წესრიგს და მომავალ პრიორიტეტებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები განხილული იქნება პარტნიორი ქვეყნების და ევროკავშირის წარმომადგენლებთან დისკუსიის გზით. გარდა ამისა, კონფერენციაზე შეეხებიან ბოლოდროინდელ განვითარებას და გამოწვევებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ციფრული სფეროს როლს ამ გამოწვევების გადაჭრაში და იმ კურსის მხარდაჭერაში, რომელიც სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი ხელისუფლების, ეკონომიკისა და საზოგადოებისკენ იქნება მიმართული. ონლაინ ღონისძიება მიესალმება ყველა მონაწილეს, რომელსაც სურს კონფერენციაზე რეგისტრაცია.ციფრული კონფერენციის და სასტარტო შეხვედრის (მას მხოლოდ მიწვეული მონაწილეები დაესწრებიან) ძირითადი საკითხები პროგრამის EU4Digital საინფორმაციო ბიულეტენის სპეციალურ გამოშვებაში გამოქვეყნდება. ამგვარი განახლებული ინფორმაციის ი-მეილზე მისაღებად, გახდით საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი.

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ღია მეცნიერების ავანგარდში

ქართული სამეცნიერო ნაშრომები და კვლევის პროფილები ახლა უფრო თვალსაჩინო, ხელმისაწვდომი და მრავალჯერადად გამოყენ…

გაიგეთ მეტი

იხილეთ ყველა