პროგრამის EU4Digital სტარტაპების და ინოვაციის ყოველწლიური ფორუმი 2022

  • თარიღი: 25/01/22
  • გააზიარეთ:

27 იანვარს პროგრამა EU4Digital ატარებს პირველ მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმს სახელწოდებით „ინოვაციური გადაწყვეტების მიმართულებით სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წარმომადგენლები, სტარტაპის ეკოსისტემის წამყვანი ორგანიზაციები და ექსპერტები ინოვაციის სფეროდან. ღონისძიება დისტანციურად ჩატარდება ვირტუალური შეხვედრის ფორმით.

ამ მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის მიზანია პლატფორმის შექმნა, რომელზეც მომხმარებლები ერთმანეთ გაუზიარებენ საკუთრ მიღწევებს და გამოწვევებს, და განიხილავენ მომავალი თანამშრომლობის საკითხებს ინოვაციური გადაწყვეტების მოსაძიებლად რეგიონის განვითარებისთვის. წელს ფორუმის ძირითადი საკითხი იქნება სტრატეგიების და ინსტრუმენტების განხილვა სტარტაპის ეკოსისტემის განვითარების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ამ ღონისძიების ძირითად აუდიტორიას შეადგენენ წარმომადგენლები ევროკომისიიდან (სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი – DG NEAR), ეროვნული მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლები, სტარტაპის ეკოსისტემის წამყვანი ორგანიზაციები და სტარტაპების და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სხვა აღიარებული ექსპერტები.

ფორუმს მისასალმებელი სიტყვით გახსნის ევროკომისიის (DG NEAR) წარმომადგენელი; შემდეგ საპროგრამო მოხსენებას წაიკითხავს ჩარლზ ქ. უაითჰედი, კიევის ბიზნეს-ინკუბატორის (EO Business Incubator) დამფუძნებელი და  კორნელის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის, ტექნოლოგიის და მეწამეობის პროგრამის დამფუძნებელი დირექტორი. ის ისაუბრებს რეგიონის პოტენციალზე, კავშირების მნიშვნელობაზე და სამაგალითო მიღწევებზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სტარტაპის ინოვაციების სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

ღონისძიებაზე აღნიშნავენ ინოვაციური აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემის პლატფორმის ამოქმედებას, რომელიც დღეისათვის უკვე 2200+ სტარტაპს, 20+ ვენჩურულ კაპიტალისტს და 135+ კორპორაციას აერთიანებს. პლატფორმის მიზანია უზრუნველყოს მონაცემებზე დამყარებული პოლიტიკის დაგეგმვა მაკრო-დონის ტენდენციებით და სანდო ანალიზით  სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებისთვის. პლატფორმა განვითარდა კომპანიასთან Dealroom.co პარტნიორობით ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე, როგორიცაა EuropeanStartups პლატფორმა. მეთიუ დემოლინი, ეკოსისტემების ხელმძღვანელი Dealroom-ში, ფორუმის მონაწილეებს წარუდგენს პლატფორმას და გააცნობს მის სარგებლიანობას როგორც მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის.

ფორუმის დასასრულს გაიმართება ექსპერტთა დისკუსია „ინოვაციური გადაწყვეტების მნიშვნელობა სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებისთვის“. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლებს და ექსპერტებს მიიწვევენ სტრატეგიული დისკუსიისთვის შემდეგ საკითხზე: როგორ შეუძლია ქვეყნის და საერთაშორისო დონეზე არსებულ გადაწყვეტებს და ინიციატივებს დაეხმაროს სტარტაპის ეკოსისტემის  განვითარების აქსელერაციას, და როგორია სამომავლო პერსპექტივები.

ექსპერტთა დისკუსია შემდეგ გამორჩეულ სპიკერებს უმასპინძლებს:

  • დავით სააკიანი, სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილე
  • ანდრეი კუშკა, მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საინფორმაციო საზოგადოების და ციფრული ეკონომიკის დირექტორატის  თავმჯდომარე
  • ოლექსანდრ ბორნიაკოვი, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილე და პროექტის „Diia“ ხელმძღვანელი
  • პროგრამის EU4Digital წამყვანი ექსპერტი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სტარტაპის ეკოსისტემის სფეროში

კითხვა-პასუხის სესიაზე მონაწილეებს მიეცემათ შეკითხვების დასმის და მათი საჭიროებების გამოხატვის საშუალება. გარდა ამისა, საკუთარ მოსაზრებებს ისინი ქვეყნებიდან სპეციალურად გამოყოფილ წარმომადგენლებს და ეკოსისტემის სხვა მონაწილეებს გაუზიარებენ. 

მოსალოდნელია, რომ ეს პირველი მაღალი დონის ღონისძიება შექმნის მყარ საფუძველს იმისათვის, რომ ყოველწლიურმა ფორუმმა ყურადღება ინოვაციებთან და სტარტაპებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გაამახვილოს.

ფორუმის დღის წესრიგს დეტალურად გაეცნობით აქ.


მოვლენები

იხილეთ ყველა