პროგრამის EU4Digital ღონისძიება აშუქებს ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის და რეგულირების მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის

  • თარიღი: 26/02/23
  • გააზიარეთ:

ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის (eFTI) გაცვლის მნიშვნელობა და სარგებლობა ლოგისტიკის სფეროში 2023 წლის 
31 იანვარს ჩატარებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილე მხარეთა ღონისძიებაში გაშუქდა. პროგრამის EU4Digital 
ელ-ვაჭრობის მიმართულებამ მოაწყო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ინფორმაციის მიწოდებას ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაცის გაცვლის და ევროკავშირის eFTI რეგულაციის შესახებ.

გარდა ამისა, ღონისძიების განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა EU4Digital ელ-ვაჭრობის მიმართულების მე-2 ფაზის ციფრული სატრანსპორტო დერეფნების აქტივობას (eFTI-ს დანერგვა). ამ აქტივობის ამოცანაა სტრატეგიული გეგმის შემუშავება ელ-ტვირთებისთვის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის (eFTI) რეგულაციის დასანერგად აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ შერჩეულ ქვეყანაში. 

ღონისძიება გახსნა პროგრამის EU4Digital ხელმძღვანელმა არტურას პილიპონისმა. მან ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ლოგისტიკურ ინდუსტრიებს შორის ჰარმონიული პარტნიორობის აუცილებლობის საკითხებზე ისაუბრა. 

პროგრამის EU4Digital ელ-ვაჭრობის მიმართულების ხელმძღვანელმა რიტა სალვიტე-ტამოსიუნიენემ გააშუქა ელექტრონული ტვირთების შესახებ ინფორმაციის გაცვლის უპირატესობები, რაც მოიცავს შემდეგს: გამჭვირვალობის და ეფექტიანობის გაუმჯობესება სატრანსპორტო ინდუსტრიაში, ფასების შემცირება, მონაცემთა გაცვლის გამარტივება ბიზნესს და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის და შესაბამისი სარგებლიანობა გარემოსდაცვითი კუთხით. მან ისაუბრა 
eFTI რეგულაციის მნიშვნელობაზე, რომელიც აწესებს სტანდარტებს ტვირთების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული გაცვლისათვის ევროკავშირში, აგრეთვე იმაზე, თუ როგორ შეუწყობს ხელს ეს რეგულაცია სატრანსპორტო სექტორის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.  

ამ სფეროს ექსპერტებმა წარმოადგინეს უკანასკნელი მიღწევების და ტენდენციების სიღრმისეული ანალიზი რეგიონში ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის და eFTI რეგულაციის საკითხებზე.

  • ექსპერტმა ევროკავშირის ციფრული ლოგისტიკური გადაწყვეტების საკითხებში რისარდას ბედულსკისმა ისაუბრა წარმატებული საპილოტე პროექტების DIGINNO-Proto და DINNOCAP შესახებ eCMR-სათვის (ელექტრონული კონვენცია მოლაპარაკების შესახებ საქონლის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის თაობაზე; უქაღალდო გადაწყვეტა ლოგისტიკისთვის) ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში. ძირითადი უპირატესობებია – შემცირებული სამუშაო დატვირთვა და ნაკლები ქაღალდის დოკუმენტაცია ლოგისტიკური გადამზიდავებისთვის, ასევე მონაცემთა დაჩქარებული გაცვლა ბიზნესს და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის (B2A).
  • ექსპერტმა იურიდიულ და ევროკავშირის მონაცემთა სტანდარტების საკითხებში ლოგისტიკურ მონაცემთა გაცვლისათვის ვალტერ ტრეზეკმა მოკლედ მიმოიხილა ახალი ტენდენციები ევროკომისიის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფში, რომელიც ახორციელებს ტექნიკურ დახმარებას eFTI რეგულაციის დანერგვაში, DTLF (ციფრული ტრანსპორტის და ლოგისტიკის ფორუმი). ამჟამად ციფრული ტრანსპორტის და ლოგისტიკის ფორუმის (DTLF) ექსპერტები მუშაობენ eFTI მონაცემთა პაკეტის და ეროვნულ მოთხოვნებთან დაკავშირებული დელეგირებული საკანონმდებლო აქტების დამტკიცებაზე, ასევე შესასრულებელი აქტების დამტკიცებაზე ზოგადი წესების შესახებ ხელისუფლებებისთვის. ამ აქტების დამტკიცება დაგეგმილია ციფრული სატრანსპორტო დერეფნის აქტივობის მიმდინარეობის პროცესში, და ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ყოვლისმომცველი სტრატეგიული გეგმის შექმნაში, რომელსაც  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ელექტრონული ტვირთებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დასანერგად გამოიყენებენ.
  • სატრანსპორტო დაგეგმვის, ლოგისტიკის და ციფრული სატრანსპორტო გადაწყვეტების ექსპერტმა ვლადიმირ ობუჩინამ წარმოადგინა პრაქტიკული მაგალითი eFTI-ს დანერგვის პროექტიდან დასავლეთ ბალკანეთში, სადაც eFTI რეგულაციის დანერგვის პროცესში ექვსი ქვეყანა იმყოფება. პროექტი, რომელშიც ხდება ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება, უზრუნველყოფს ლოგისტიკის ოპერატორების ადმინისტრაციული დატვირთვის შემცირებას და ხელს უწყობს ტრანსპორტის მულტიმოდალურ განვითარებას საგზაო, სარკინიგზო და სამდინარო ტრანსპორტის მოცვით. 

ღონისძიების მონაწილეებმა გამართეს დისკუსიები და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა eFTI გაცვლების დანერგვის საკითხებში. მაგალითად, უკრაინის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ელექტრონული ავტოსატრანსპორტო ზედნადების (eTTN) დანერგვის მიმდინარე ინიციატივა, რომელიც ახლა ტესტირების ბოლო სტადიაშია და სავარაუდოდ, 2023 წლის აგვისტოში შევა ძალაში. მთლიანობაში 40-ზე მეტმა მონაწილემ, რომლებიც წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო უწყებებს, საბაჟო ორგანოებს, აკადემიურ წრეებს და კომერციულ ასოციაციებს, მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ცოდნა eFTI გაცვლის და eFTI რეგულაციის საკითხებზე. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა უწყვეტი ძალისხმევის მნიშვნელობას ცნობიერების ამაღლებაში და მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვანი ინიციატივების განსახორციელებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა