

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აშუქებს პრიორიტეტებს ინოვაციების და სტარტაპების ინკუბაციის სწრაფი განვითარებისთვის
თარიღი: 19/08/23
ინოვაციების და სტარტაპის საინკუბაციო ეკოსისტემის საქმიანობის და ზრდის სტიმულირებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, პროგრამამ EU4Digital განსაზღვრა ძირითადი პრიორიტეტები და ისინი ორ ღონისძიებაზე წარადგინა. ამ ორი ონლაინ საინფორმაციო ღონისძიებით დასრულდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სტარტაპის ეკოსისტემების საქმიანობის, არსებული ხარვეზების და საჭიროებების ინტენსიური კვლევა. აღნიშნული ორი ღონისძიების მონაწილეებს ესაუბრნენ რეგიონული ეკოსისტემის აქტორები და განიხილეს ძირითადი საჭიროებები: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ეკოსისტემის მშენებლების გაძლიერებას და ინკუბატორების პოტენციალის შექმნას.
ორივე ღონისძიების მიზანი იყო სტერეოტიპების დამსხვრევა ინოვაციისა და ინკუბატორის ეკოსისტემის აქტორთა როლების და ფუნქციების შესახებ, და იმის დისკუსიის სტიმულირება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს მიდგომა ეკოსისტემის საქმიანობის გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ეკოსისტემის მშენებლების გაძლიერება
პირველი ღონისძიება „ეროვნული ეკოსისტემის მშენებელთა საქმიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობა დონორების დაფინანსების საშუალებით“ 2023 წლის 18 ივლისს ჩატარდა. ამ ღონისძიებამ ეკოსისტემის მშენებლების როლის მნიშვნელობა და მათ გაძლიერების საჭიროება განმარტა.
ღონისძიებას უძღვებოდა პროგრამის EU4Digital წამყვანი ექსპერტი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში ხესუს ლოზანო. მას 28-წლიანი გამოცდილება აქვს მეწარმეობის და ინვესტირების სფეროში, ხოლო ეკოსისტემის მშენებლობაში, მათ შორის მაღალმწარმოებლური ინკუბაციის განვითარებაში – 15-წლიანი გამოცდილება. ხესუს ლოზანომ განმარტა, რომ ინოვაციის ეკოსისტემების საქმიანობა შეიძლება შეფასდეს მათი სტარტაპების განვითარების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადაყვანის პოტენციალით, რაც „კონვერსიის კოეფიციენტის“ სახელწოდებით არის ცნობილი. ეს პოტენციალი შესაძლოა გააძლიერონ ეკოსისტემის მშენებლებმა – ადამიანებმა და ორგანიზატორებმა, რომლებიც ამყარებენ კავშირებს („აშენებენ ხიდებს“) ინოვაციის ეკოსისტემის აქტორთა ერთმანეთისგან გათიშულ ჯგუფებს შორის, და ქმნიან ინოვაციურ ორგანიზაციულ ჩარჩოებს სტარტაპების და ინოვაციური ბიზნესის უწყვეტი განვითარების მხარდასაჭერად. სტარტაპის ეკოსისტემებს შეუძლია ეფექტიანად საქმიანობა, თუ ინოვაციის მხარდამჭერ აქტორებს („სიმდიდრის ხელშემწყობებს“ – კერძოდ, უნივერსიტეტებს, ინკუბატორებს, აქსელერატორებს) ექნებათ საკმარისი პოტენციალი სტარტაპებისთვის საჭირო რესურსების და სერვისების მისაწოდებლად. სიმდიდრის ხელშემწყობთა პოტენციალის გასაუმჯობესებლად ეკოსისტემის მშენებლები ერთმანეთთან აკავშირებენ სიმდიდრის ხელშემწყობებსა და მარეგულირებლებს, დონორებს, განათლების სფეროს წარმომადგენლებს და ინვესტორებს, და აძლიერებენ სიმდიდრის ხელშემწყობებს, რათა მათ გააუმჯობესონ სტარტაპების მხარდაჭერა და გაზარდონ საკუთარი გავლენა.
პროგრამამ EU4Digital გააანალიზა აღმოსავლეთ პარტნიორობის 24 ორგანიზაცია, რომლებიც იღებენ ეკოსისტემის მშენებლის როლს ეკოსისტემის შექმნის, გაძლიერების და სწრაფი განვითარების მიზნით. ხესუს ლოზანომ განმარტა, რომ ამ კვლევამ გამოავლინა ეკოსისტემის მშენებლების შემდგომი სპეციალიზაციის საჭიროება კონკრეტული სექტორების ან სამიზნე ჯგუფების მიხედვით. ეკოსისტემის მშენებლები შეიძლება იყვნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან, თუმცა ისინი ძირითადად საქმიანობდნენ, როგორც არაკომერციული ორგანიზაციები. ამის გამო მათ სჭირდებათ მხარდაჭერა სამთავრობო და საერთაშორისო დონორებისგან, და ინფორმირებული კერძო სექტორის მხრიდან – იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციების შექმნა და ძლიერი ქსელების განვითარება დროს და რესურსებს მოითხოვს.
დონორების დაფინანსებას გადამწყვეტი როლი ეკუთვნის ეროვნული ეკოსისტემის მშენებელთა პოტენციალის შექმნასა და გაძლიერებაში, აღნიშნა ხესუს ლოზანომ. მან ხაზი გაუსვა, რომ მხარდაჭერა უნდა იყოს მიმართული იმგვარად, რომ: ეროვნული ორგანიზაციები ჩართოს თანამშრომლობაში და საქმიანობის განხორციელებაში; შექმნას ცოდნა/გამოცდილება ეროვნულ დონეზე; და უზრუნველყოს ნებისმიერი ეკოსისტემის განვითარების უწყვეტობა. მთავრობის და დონორების მისიაა სპეციალიზებული აქტორების პოტენციალის გაძლიერება ინოვაციების მხარდასაჭერად ქვეყანაში.
ევროკავშირიდან მოწვეული სპიკერი ალვარო სიმონ და ბლასი ესპანეთის ევროპული ბიზნესის და ინოვაციის ცენტრების ეროვნული ასოციაციის(ANCES) პრეზიდენტია. მან აღნიშნა, რომ ANCEs, რომლის საქმიანობა 25 წელს ითვლის, ეხმარება ბიზნეს-ინოვაციის ცენტრების პოტენციალის შექმნას, რათა მათ შეძლონ სტარტაპების, აკადემიური წრეების და ახალი სამრეწველო კომპანიების მხარდაჭერა. ეს ხდება, მაგალითად, ბიზნეს-ინოვაციის ცენტრების პერსონალის სწავლებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მომგებიანი და მდგრადი ბიზნეს-მოდელის განვითარება და ეროვნულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა. ევროპული ბიზნესის და ინოვაციის ცენტრების ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერა დამატებით ევროკავშირის მხარდაჭერაზე, რომელიც ფარავს ბიზნეს-ინოვაციის ცენტრების ხარჯების 59%-ს. როგორც ეკოსისტემის აქტიური მშენებელი, ევროპული ბიზნესის და ინოვაციის ცენტრების ეროვნული ასოციაცია იღებს პასუხისმგებლობას დაამყაროს კავშირები ინოვაციის ეროვნულ სააგენტოებთან, საპატენტო უწყებებთან და სხვა აქტორებთან ეროვნული დონეზე; ასევე, მოიზიდოს კერძო ინვესტორები და სტარტაპები კორპორაციებს დაუკავშიროს. ევროპული ბიზნესის და ინოვაციის ცენტრების ეროვნული ასოციაცია (ANCES) ასევე უზრუნველყოფს პრესტიჟულ სააკრედიტაციო „ბეჭედს“ კვლევითი კომპანიებისთვის და სპეციალიზებულ ტრენინგს წევრი ბიზნეს-ინოვაციის ცენტრებისთვის ANCES აკადემიის საშუალებით. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები უზრუნველყოფს დამატებით დაფინანსებას კონკრეტული საჭიროებებისთვის, რომლებსაც ევროპული ბიზნესის და ინოვაციის ცენტრების ეროვნული ასოციაციის წევრები თვლიან საჭიროდ.
მოწვეული სპიკერი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან, ნატალია ბეშანი,ინიციატივის Startup Moldova დირექტორია. მან აღწერა გზა, რომლის საშუალებით ის ეკოსისტემის მშენებელი გახდა. Startup Moldova არის მოლდოვის კერძო სექტორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური კომპანიების ასოციაციის ATIC ინიციატივა, რომელიც ქვეყნის ტექნიკური სტარტაპების და ციფრული ინოვაციის ეკოსისტემის მხარდასაჭერად ამოქმედდა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების მხარდასაჭერად სამი ძირითადი პრინციპი იქნა შერჩეული. პირველი პრინციპია თემის მშენებლობა სტარტაპებში, ინვესტორებშა და თემის მშენებლებში და მათ შორის მიმდინარე ქსელური აქტივობის ნაწილობრივი გადაფარვა. Startup Moldova-მ მისი ეკოსისტემის მშენებლობა დაიწყო ტექნოლოგიური სტარტაპების მონაცემთა ბაზის შეკრებით, ცალკეული სტარტაპების დამფუძნებელთა პოპულარიზაციით და სათემო მშენებლობის მხარდაჭერით. მოლდოვის ეკოსისტემის სხვა მშენებლებთან რეგულარული, ნახევრად ფორმალური შეხვედრების დახმარებით, მათ შეათანხმეს აქტორებს შორის როლების განაწილება ქვეყანაში და მხარი დაუჭირეს ერთმანეთის საქმიანობას. მეორე ძირითადი პრინციპია ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერა დაფინანსების მოპოვებაში. ეს ზოგჯერ გულისხმობს არა უშუალო დაფინანსებას, არამედ მესამე მხარის ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობას. სტარტაპებისთვის ტარდება ტრენინგი, რომლის საშუალებით ისინი სწავლობენ მოგების მიღებას და დაფინანსების მოპოვებას ინვესტორებისგან. მესამე ძირითადი პრინციპია უზრუნველყოფა რესურსებით(მენტორები, თანადამფუძნებლები, თანამშრომლობის სივრცე და სხვ.), რომლებიც სტარტაპებს განვითარებაში, ტექნოლოგიური სიმწიფის მიღწევასა და გაძლიერებაში ეხმარება. დონორების დაფინანსება ეხმარება განვითარების დაჩქარებას შედარებით იმასთან, რაც ეროვნული შეზღუდული რესურსების პირობებში მოხდებოდა. მაგალითად, პროექტი Startup City Cahul შვედეთის საელჩოს დაფინანსებით სტარტაპებს სთავაზობს გრანტებს და მენტორობას კონკრეტულ, ინვესტირების დაბალი პოტენციალის მქონე რეგიონში. მეორე მაგალითი – სტარტაპების მხარდაჭერა იურიდიული კონსულტაციებით და ხელმძღვანელობით მათ შეცდომების თავიდან აცილებაში ეხმარება. შეჯამების სახით, ნატალიამ ხაზი გაუსვა, რომ ეკოსისტემის მშენებელთა მხარდაჭერა ერთიორად ზრდის მათ პოტენციალს სტარტაპების და ინოვაციური ეკოსისტემის გასაძლიერებლად, და ეხმარება მათ საოპერაციო და სტრატეგიული ხარვეზების გამოსწორებაში. მისი მიმართვის ძირითადი აზრი არის ის, რომ სტარტაპების მხარდაჭერა უნდა მოხდეს თანმიმდევრულად და უწყვეტი ინიციატივების საშუალებით, რომლებსაც ეროვნული ეკოსისტემის მშენებლები ახორციელებენ.
პირველ ღონისძიებას 90-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყვნენ ეროვნული დონის წარმომადგენლები, რომლებიც აძლიერებენ სტარტაპის ეკოსისტემებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მაგ., სამინისტროს წარმომადგენლები, ეკოსისტემის მშენებლები, დამფინანსებელი ორგანიზაციები და საერთაშორისო დონორები: ამერიკის სავაჭრო პალატები, აღმოსავლეთ ევროპის ფონდი, შვედეთის საელჩო, ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის, ევროპის განათლების ფონდი, გერმანიის საერთაშორისო განვითარების კორპორაცია (GIZ), Global Cleantech Innovation Program, Helvetas, ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), დასავლეთის ქსელის და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების (NIS( ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვები.
კერძო სექტორის მხარდაჭერა მაღალმწარმოებლური ინკუბაციისთვის
მეორე ღონისძიება, „კერძო სექტორის როლი მაღალმწარმოებლური ინკუბაციის განვითარებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ 2023 წლის 8 აგვისტოს ჩატარდა. ღონისძიებაზე განხილული იქნა კონცეფციის გადასინჯვის და ინოვაციის ინკუბატორების განვითარების საჭიროება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ღონისძიება გათვლილი იყო მსხვილი კორპორაციებზე, ბანკებზე, აკადემიური წრეების და ინკუბატორების წარმომადგენლებზე; ღონისძიებას 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
ხესუს ლოზანომ განიხილა იმ საქმიანობის მასშტაბი, რომელსაც ამჟამად ახორციელებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინკუბატორები სტარტაპების მხარდასაჭერად; მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ ეს სპექტრი არ არის საკმარისი მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. დაბალი ეფექტიანობის ილუსტრაციაა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპების დაბალი კონვერსიის კოეფიციენტები განვითარების ერთი ეტაპიდან მეორეზე წარმატებით გადასასვლელად, შედარებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინკუბატორების საქმიანობის დაბალი მაჩვენებლები არის ხარვეზი, რომელიც უნდა გადაიჭრას პოტენციალის შექმნით და დამატებით რესურსებით ინკუბატორებისთვის; ამით უნდა მოხდეს მათი სპეციალიზაციის მხარდაჭერა და ექსპერტიზის მასშტაბის გაზრდა სტარტაპების უზრუნველსაყოფად. ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი, რომელიც უნდა განავითარონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინკუბატორებმა, არის წვდომა ინვესტორებსა და ბაზრებზე. ეს ეხმარება სტარტაპებს ადრეულ ეტაპზე გააცნობიერონ მათი სექტორის მომხმარებელთა რეალური საჭიროებები და საბაზრო გაყიდვების შესაძლებლობები. ზოგადად, ინკუბატორები უნდა იძლეოდეს შესაძლებლობებს სტარტაპების „სწრაფი და იაფი წარუმატებლობისთვის“; ეს ხდება დროული წვდომის უზრუნველყოფით იდეის დასაბუთებაზე სამიზნე მომხმარებლებთან, ასევე გრანტებით და „რბილი“ (გარანტიის გარეშე) სესხებით, რომლებიც ფარავს ტესტირების საჭიროებებს. სტარტაპების მხარდაჭერით ადრეულ ეტაპზე კერძო სექტორი მიიღებს უშუალო სარგებელს, რაც მოიცავს წვდომას კონკრეტულ საკადრო პოტენციალზე; საბაზრო ინფორმაციას; ახალი შემოსავლების ნაკადებს და ბრენდის ცნობადობას.
მეორე ღონისძიებაზე ასევე ჩატარდა „მრგვალი მაგიდა“ ცოდნის გასაზიარებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ:
- მოლდოვური ინკუბატორის XY Incubator პარტნიორმა ტრაიან ჩივრიგამ განმარტა, თუ როგორ ეხმარება მისი ინკუბატორი მეწარმეებს იდეებით გუნდის პოვნის, ბიზნეს-იდეის დასაბუთების და ადგილობრივ კორპორაციებთან დაკავშირების საკითხებში. XY მენტორებს აქვთ პრაქტიკული გამოცდილება კონკრეტულ სექტორებში, და ისინი წარმოადგენენ ისეთი ტიპის კორპორაციებს, როგორიცაა ბანკი ან ტელეკომის კომპანია. ტრენინგის პროგრამების დიზაინთან დაკავშირებით ტრაიან ჩივრიგამ აღნიშნა, რომ საჭიროა ინტერაქტიული მიდგომა, კერძოდ მენტორების კომენტარები ბაზრის რეალური საჭიროებების შესახებ; საჭიროა ასევე პრაქტიკული უნარები, მაგ., ბიზნეს-იდეის დასაბუთება.
- საქართველოში მოქმედი ორგანიზაციის Impact Hub Tbilisi თანადამფუძნებელი ქეთევან ებანოიძე დამსწრეებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შემოიღეს და გაუწიეს პოპულარიზაცია თანამშრომლობის კონცეფციას 2016 წელს, რამაც ხელი შეუწყო განსხვავებულ სექტორებში დასაქმებული თანამოაზრე ადამიანების თანამშრომლობას. ორგანიზაციის Impact Hub Tbilisi პრე-აქსელერაციის და აქსელერაციის პროგრამებს აქვს ასევე ინფორმაციის გავრცელების კომპონენტი, რომლის ფარგლებში ინფორმაცია მიეწოდება პოტენციურ ინვესტორებს, მათ შორის კორპორატიული სექტორის კომპანიებს და მეცენატი ინვესტორების ქსელს. ამ ორგანიზაციის პრე-აქსელერაციის პროგრამებმა მიიზიდა „თითქმის ყოველი მეორე წარმატებული საწარმოს მეწარმე, რომელიც მუშაობს საქართველოში, და აქვს საკუთარი კომპანია“, ამბობს ქეთევანი; ამიტომ სტარტაპებს შეუძლიათ ისწავლონ რეალური გამოცდილების საფუძველზე.
- მოლდოვის ინოვაციის და მეწარმეობის აქსელერატორის Dreamups აღმასრულებელი დირექტორი ალიონა როტარუ განმარტავს, რომ Dreamups-ის მიერ განხორციელებული სტარტაპების მხარდაჭერის პირველი პროგრამა 2016 წელს სილიკონის ველიდან იყო ჩამოტანილი და ლოკალიზებული. ახლა მოქმედებს სტარტაპებისთვის საჭირო პროგრამების სრული სპექტრი – ეს არის საგანმანათლებლო, პერსონალის განვითარების, სკოლებთან და უნივერსიტეტებთან მუშაობის, მეცენატი ინვესტორების საშუალებით კაპიტალზე წვდომის და კერძო სექტორთან თანამშრომლობის პროგრამები. ალიონამ ხაზგასმით აღნიშნა სპეციფიკური სამეწარმეო აზროვნების განვითარების აუცილებლობა, რის გამოც Dreamups ქმნის პროგრამებს სკოლის მოსწავლეებისთვის – სტარტაპების მომავალი თაობისათვის. მათ ასწავლიან, თუ როგორ იქმნება მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტები, მათ შორის დიზაინ-აზროვნება და ტექნოლოგიის გამოყენება.
- უკრაინული ორგანიზაციის Tech Startup School აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ნაზარ პოდოლჩაკმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მდებარეობა ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში – ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს უნივერსიტეტში – ეხმარება ნიჭიერი ადამიანების ჯგუფის გაერთიანებას და სტარტაპების უზრუნველყოფას ტექნოლოგიურ ობიექტებზე წვდომით საპილოტე მოდელებისთვის. ამჟამად Tech Startup School ახორციელებს 15 პროგრამას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის ეკონომიკის განსხვავებულ სექტორებში, და სპეციალურ დაფინანსების პროგრამას, რომელიც რეგიონული ხელისუფლებიდან თანადაფინანსებას იზიდავს.
- სომხეთის TUMO Center for Creative Technologies განვითარების უფროსმა ოფიცერმა პეგორ პაპაზიანმა წარმოადგინა TUMO Labs. TUMO Labs მუშაობს, როგორც ფართო სპექტრის სერვისების პროვაიდერი ინკუბაციის მიმართულებით, და მორგებულია კონკრეტულ სფეროებზე, როგორიცაა ჯანმრთელობა ან მწვანე ტექნოლოგიები. პეგორ პაპაზიანმა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ იდეის აღმოჩენის სტადიაში, TUMO “პრაქტიკულად, აიძულებს” ინკუბაციის მონაწილეებს ბიზნეს სექტორთან ურთიერთობას. ამ მეთოდის დახმარებით „ხდება ბიზნესთან თანამშრომლობის ეთიკის გათავისება იდეების გენერირების მიზნით, რათა თავიდან იქნას აცილებული თავში პირველად მოსული, იმპროვიზირებული იდეების მიწოდება“. გარდა ამისა, TUMO labs, როგორც ორგანიზაცია, კავშირებს ამყარებს ადგილობრივ და საერთაშირისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან და სთხოვს სტრატეგიული (თუმცა არა გადამწყვეტი) გამოწვევების ფორმულირებას მათ სფეროში, ახალგაზრდების გუნდების მოტივირებისთვის ამ პრობლემებზე სამუშაოდ და პირველი კავშირების დასამყარებლად მოხმარების ლიდერებთან.
საუკეთესო პრაქტიკის შესახებ საუბრისას დისკუსიის მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ხაზი გაუსვეს მხარდაჭერის საჭიროებას გუნდის შექმნისას, მაგ., კონტაქტების დამყარებაზე კონცენტრირებით და სხვადასხვა პოტენციური დამფუძნებლების მიერ ერთმანეთის აღმოჩენით. გარდა ამისა, მათ გააშუქეს შემდეგი საკითხების მნიშვნელობა: პრობლემებზე ორიენტირებული მიდგომა მხარდაჭერის ახალი პროგრამების შემუშავებისას, პრაქტიკული მიდგომა და პრაქტიკაში სწავლება საგანმანათლებლო პროგრამებში, სტარტაპის თითოეული დამფუძნებლის შინაგანი მოტივაციის გაგება, ინდივიდუალური მიდგომა მენტორობის პროცესში და თითოეული სტარტაპის გუნდის აქსელერაცია.
პარტნიორული ურთიერთობების და თანამშრომლობის მნიშვნელობა
ორივე საინფორმაციო სესიაზე გაშუქდა პარტნიორული ურთიერთობების როლი ინოვაციის ეკოსისტემის აქტორებს შორის მაღალმწარმოებლური ეკოსისტემების მშენებლობაში, რაც ხორციელდება ინოვაციის და ბიზნესის განვითარების ეფექტიანი და გავლენიანი საწარმოო პროცესებით ან მეთოდებით, და სერვისის ინსტრუმენტებით სტარტაპებისა და სქეილაფებისთვის.
პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების გუნდის ხელმძღვანელმა ანა პობოლმა ორივე ღონისძიების მონაწილეებს გააცნო აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემის პლატფორმა, რომელიც პროგრამამ EU4Digital Dealroom-თან პარტნიორობით 2022 წელს აამოქმედა. პლატფორმა სტარტაპებს ამ რეგიონით დაინტერესებულ ინვესტორებთან დაკავშირებაში ეხმარება. გარდა ამისა, პლატფორმა სთავაზობს პრაქტიკულ ინსტრუმენტს ეკოსისტემის მშენებლებს და მარეგულირებლებს, სტარტაპის ეკოსისტემის განვითარების ტენდენციების და არსებული ხარვეზების დემონსტრირებით, და მონაცემებით ინფორმირებული პოლიტიკურ ინტერვენციებს. ინკუბატორებმა და ინოვაციის მხარდამჭერმა აქტორებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უნდა მოუწოდონ სტარტაპებს აქტიურად გამოიყენონ ეს პლატფორმა, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი მათი ცნობადობის გასაზრდელად, და ისარგებლონ გზამკვლევით, რომლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებელს პლატფორმიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში.
დამატებითი ინფორმაცია:
ღონისძიებებზე გაკეთებული შემდეგი პრეზენტაციები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ (პდფ ფაილების სახით):
- ხესუს ლოზანო
– „ეროვნული ეკოსისტემის მშენებელთა საქმიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობა დონორების დაფინანსების საშუალებით“ (18 ივლისი)
– „კერძო სექტორის როლი მაღალმწარმოებლური ინკუბატორების განვითარებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში„ (8 აგვისტო) - ალვარო სიმონ დე ბლასი – „ესპანეთის ევროპული ბიზნესის და ინოვაციის ცენტრების ეროვნული ასოციაცია ANCES“
- ნატალია ბეშანი – „რისთვის არიან საჭირო ეკოსისტემის მშენებლები? სიტუაციური მაგალითი სტარტაპ-მოლდოვას თვალით“
- აზერბაიჯანი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი

26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი