2-4 თებერვალს ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის, CyberEast ფარგლებში სასწავლო კურსი ჩატარდა. ფინანსური გამოძიების, ვირტუალური ვალუტის და დარქნეტის საკითხებზე გამართულ ტრენინგში 21 ქართველი გამომძიებელი და პროკურორი მონაწილეობდა.
წინანდლის ღონისძიება იმ ტრენინგების სერიის უკანასკნელი კურსი გახლდათ, რომელიც პროექტმა რეგიონის ყველა ქვეყანაში (ბელარუსის გარდა) ჩაატარა.
კურსის მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდათ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბლოკჩეინის ანალიზი, ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერები (VASP) და მეთოდები, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი კრიპტოვალუტებით ვაჭრობენ.
CyberEast აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სისხლის სამართლის უწყებების მხარდასაჭერად დამატებითი ღონისძიებების ჩატარებასაც გეგმავს. ამ გზით უწყებები მეტად ეფექტიანად შეძლებენ კიბერდანაშაულთან ბრძოლას და ციფრული მტკიცებულებების მოპოვებას. ამისათვის პროექტის საქმიანობა ფოკუსირდება შემდეგ საკითხებზე: პარალელური ფინანსური გამოძიება და დაზვერვა, კიბერდანაშაულის შემოსავალი, ფინანსური თაღლითობა და ფულის გათეთრება. გარდა ამისა, პროექტი ყურადღებას გაამახვილებს ვირტუალურ ვალუტაზე და დარქნეტში ფინანსური დანაშაულების გამოვლენის მიზნით ჩატარებულ გამოძიებებზე კონცეფციის, „მისდიე ფულს“ (follow the money), კონტექსტში.
გავრცელებული ინფორმაციით, ქსელ Tor-ზე არსებული ფარული სერვისების დაახლოებით 30% უკანონო საქმიანობის ამა თუ იმ ფორმას უკავშირდება. ამ საქმიანობათა შორისაა ისეთი უკანონო პროდუქტებით ვაჭრობა, როგორებიცაა ნარკოტიკები, იარაღი, კომპრომეტირებული მონაცემები, ყალბი დოკუმენტები, მედიკამენტები, ქიმიკატები და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია