საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ღია მეცნიერების ავანგარდში

  • თარიღი: 23/12/22
  • გააზიარეთ:

ქართული სამეცნიერო ნაშრომები და კვლევის პროფილები ახლა უფრო თვალსაჩინო, ხელმისაწვდომი და მრავალჯერადად გამოყენებადია მთელი ევროპული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ეს განხორციელდა საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლობით საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციასთან(GRENA), რომელიც არის პროექტის EU4Digital: სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირება (EaPConnect) პარტნიორი.  

სპეციალური 2-წლიანი პროექტის განმავლობაში საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია GRENA რეკომენდაციებს უწევდა ბიბლიოთეკის გუნდს ქართული სამეცნიერო ნაშრომების ციფრული საცავის  openscience.ge შექმნის საკითხებზე. ამჟამად საცავი ხელმისაწვდომია პროექტის NI4OS (ეროვნული ინიციატივები ღია მეცნიერებისთვის ევროპაში)საშუალებით, და წარმოადგენს როგორც პირველ ქართული საცავს ევროპის ღია სამეცნიერო ქლაუდზე EOSC, ისე პირველ ღია წყაროს და ღიად ხელმისაწვდომ სამეცნიერო ნაშრომების საბიბლიოთეკო საცავს EOSC-კატალოგებისთვის საქართველოში. 

„ჩვენი საცავი, რომელიც ხელმისაწვდომია პროექტში „ეროვნული ინიციატივები ღია მეცნიერებისთვის ევროპაში (NI40S-Europe) და EOSC-კატალოგებში, ელექტრონულ ჟურნალებს, სტატიებს და კვლევით მონაცემებს მოიცავს“, განმარტავს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ნინო პავლიაშვილი. ბიბლიოთეკა ეძებს დონორებს კვლევითი მონაცემების საცავისთვის და მიზნად ისახავს მზადყოფნას პლატფორმის საშუალებით, რომელიც მთავრობის მიმართულებებს და პოლიტიკას აკმაყოფილებს. „ჩვენი ბიბლიოთეკა წარმოადგენს ცოდნის გაზიარების პლატფორმას მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის და ის ისეთი საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციების აქტიური წევრია, როგორიცაა LIBER, EIFL, IFLA”, თქვა მან. „ჩვენ სრულად ვართ ჩართული საბიბლიოთეკო მეცნიერებაში მიმდინარე მოვლენებში და ვიცით, თუ რა ხდება ამ სფეროში“. 

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოში არსებული უდიდესი ბიბლიოთეკაა. ის დაარსდა 2006 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიბლიოთეკის (1941) და ეროვნული ტექნიკური ბიბლიოთეკის საფუძველზე (1965). 2012 წელს ბიბლიოთეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა და ამჟამად წარმოადგენს ეროვნული კულტურის ჰაბს, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაცულია 4 მილიონამდე სამეცნიერო და მხატვრული ნაბეჭდი წიგნი, მათ შორის ძველი იშვიათ წიგნები, სამეცნიერო გამოცემები ქართულ, რუსულ და სხვა ენებზე, თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა. 

გარდა ამისა, ბიბლიოთეკა თავის აბონენტებს ღია ელექტრონული ინფრასტრუქტურის ფართო სპექტრს სთავაზობს: 

  • ღია კოდის ონლაინ ბიბლიოთეკის კატალოგი (დაფუძნებულია Koha ბიბლიოთეკის მართვის სისტემის მასშტაბურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე);
  • openjournals.ge, პლატფორმა ღია საჟურნალო სისტემების საფუძველზე, რომელიც 45 ქართულ ჟურნალს აერთიანებს; 
  • openlibrary.ge, არასამეცნიერო რესურსების საცავი, როგორიცაა მონოგრაფიები, წიგნები, ხელნაწერები და რუქები (დაფუძნებულია DSpace ღია კოდის საცავის პროგრამულ უზრუნველყოფაზე);
  • ახლა უკვე openscience.ge, a DSpace-ზე დამყარებული მიმდინარე კვლევების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემა (CRIS), რომელიც მოიცავს მეცნიერების კვლევით პროფილებს და სამეცნიერო პუბლიკაციებს, პუბლიკაციების აღრიცხვას, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო (PhD) თეზისებს. 

Covid-19-ის პანდემიის დროს დისტანციურ წვდომაზე გაზრდილმა დამოკიდებულებამ და უპირატესად ელექტრონული პუბლიკაციების გამოყენებამ დაარწმუნა ბიბლიოთეკა, რომ აუცილებელი იყო ელექტრონული წიგნების საკუთარი კოლექცია ციფრული ტრანსფორმაციის მასშტაბური პროექტით გაემდიდრებინა, რომელიც იშვიათ წიგნებსაც მოიცავს. 

ერთი საერთო ხედვა

“ღია მეცნიერება საქართველოში კვლევისა და განათლების ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიმართულებად იქცა“, ამბობს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ანა ტრაპაიძე. „ჩვენი აზრით, ამ კონტექსტში საქართველოს მოწინავე პოზიცია უჭირავს მთავრობისა და აკადემიური წრეების შეთანხმების წყალობით, რადგან გარკვეული ხანია ღია წვდომა ორივე მხარისთვის ყველაზე აქტუალური საკითხს წარმოადგენს. ისინი ერთად განსაზღვრავდნენ საჭიროებებს და მოთხოვნებს, აზიარებდნენ ინფორმაციას და ამაღლებდნენ ცნობიერებას ორივე მიმართულებით.” 

ღია მეცნიერება საქართველოში კვლევისა და განათლების ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიმართულებად იქცა.

ანა ტრაპაიძე, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე

GRENA support

ღია მეცნიერების საკითხებზე კონსულტირების გარდა, საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (GRENA) პროექტის EaPConnect საშუალებით ბიბლიოთეკას აწვდის „ქლაუდ“-სერვისებს და eduroam-ს – კვლევითი და საგანმანათლებლო WiFi როუმინგს; აღნიშნული სერვისები უზრუნველყოფს მარტივ და დაცულ კავშირს 100-ზე მეტ ქვეყანაში არსებული ათასობით „ჰოთსფოთის“ საშუალებით. 

მომავალი

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ძალიან დაინტერესებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ თანამოაზრე ორგანიზაციებთან დაკავშირებით. შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობების გასააქტიურებლად, EaPConnect პროექტი აწყობს ღონისძიებას, რომელიც გაიმართება 2023 წლის ბოლოს. ეს ღონისძიება უზრუნველყოფს გამოცდილებისა და იდეების გაცვლის პლატფორმას და მოამზადებს ნიადაგს ორმხრივად მომგებიანი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ნებისმიერ მსურველს, ვინც დაინტერესებულია შეიტყოს მეტი ამ მომავალი ღონისძიების შესახებ ან მიიღოს მასში მონაწილეობა, შეუძლია დაუკავშირდეს EaPConnect პროექტის მენეჯერს ირინა მეთიუსს: <irina.matthews[at]geant.org>.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა