შეხვედრა ბლოკჩინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდასაჭერად

  • თარიღი: 24/02/22
  • გააზიარეთ:

28 თებერვალს პროგრამა EU4Digital ატარებს ვირტუალურ საკონსულტაციო შეხვედრას აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციების მხარდასაჭერად; შეხვედრის მიზანია ევროკავშირის ქსელში – ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციაში (INATBA) გაწევრიანება.

INATBA აერთიანებს 32 ქვეყნის 170 წევრ ორგანიზაციას, რომლებიც მონაწილეობენ სანდო ბლოკჩინის და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (DLT) ინფრასტრუქტურის და აპლიკაციების შემუშავებაში, გამოყენებასა და მართვაში. ღონისძიების მიზანია მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ბლოკჩეინის ასოციაციების, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის პოლიტიკის ექსპერტების და ამ დარგში მომუშავეთა ინტეგრაციას სექტორის ავტორიტეტებთან და ევროკავშირის ორგანიზაციებთან, რომლებიც INATBA-სთან თანამშრომლობენ. ეს ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბლოკჩეინის ეკოსისტემის რეგულაციის გაუმჯობესებას და განვითარებას.

რეგისტრაცია შესაძლებელია 25 თებერვლამდე აქ.ინფორმაცია სრულად

მოვლენები

იხილეთ ყველა