ცნობიერების ამაღლება eFTI-ის რეგულირების შესახებ და ციფრული სატრანსპორტო დერეფნის საქმიანობის დაწყების სესია

  • თარიღი: 31/01/23
  • გააზიარეთ:

ცნობიერების ამაღლების სესიაზე ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ექნება ელექტრონულ ინფორმაციას ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ (eFTI) ლოგისტიკის მომავლისათვის ევროკავშირში, და რა სარგებლობას და შესაძლებლობებს მოუტანს ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს.

რამდენი ხის გადარჩენაა შესაძლებელი, თუ ინფორმაციის გაცვლა ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ქაღალდის ნაცვლად ციფრული საშუალებებით განხორციელდება? სავარაუდოდ, მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ყოველწლიურად შესაძლებელი იქნება 26 000 ხის (234 000 შეკვრა საბეჭდი ქაღალდის) დაზოგვა. შედარებისთვის, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში დაახლოებით 18 000 ხეა.

ცენტრალური პარკი, ნიუ-იორკი. ფოტოგრაფი ჟერმენ იი, ვებსაიტი Unsplash

ვინაიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი დაახლოებით ხუთჯერ უფრო დიდია, ლოგისტიკის ინდუსტრიის ინფორმაციის ციფრულ გაცვლაზე გადასვლა, სავარაუდოდ, ძალიან დადებითი ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ზეგავლენას მოახდენს.

ლოგისტიკის ინდუსტრია ევროკავშირში ტვირთების ციფრულ ტრანსპორტირებაზე გადადის. ქაღალდის დოკუმენტები და გრძელი რიგები საბაჟოზე თანდათანობით ინფორმაციის ელექტრონული გაცვლით და უფრო შეუფერხებელი ტრანზიტით  უნდა შეიცვალოს. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს ევროკავშირის ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის (eFTI) რეგულაცია, რომელიც შეესაბამება რეგიონის „გონიერ და მდგრად მობილობის სტრატეგიას“ და „მწვანე დღის წესრიგს“, და რომელიც სრულად 2025 წლამდე განხორციელდება. არსებითად, eFTI რეგულაცია შექმნილია უნიფიცირებული იურიდიული ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად იმისათვის, რომ განხორციელდეს ტვირთის დოკუმენტაციის ელექტრონული გაცვლის რეგულირება, ტექნიკური სტანდარტების განსაზღვრა eFTI გასასვლელებისა და პლატფორმებისთვის, და ზემოქმედება ინფორმაციის ელექტრონულ ფორმატში აღიარებისთვის ევროკავშირის ორგანოებში (თუ სატრანსპორტო ბიზნესი გადაწყვეტს ამ ინფორმაციის ციფრულ ფორმატში გადაცემას).

პროგრამის EU4Digital II ფაზის განმავლობაში ხდება ელ-ვაჭრობის მიმართულების ელ-ლოგისტიკური აქტივობის წარმართვა ციფრული სატრანსპორტო დერეფნების ჩამოყალიბებაზე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის; ამ პროცესში ძირითადი ყურადღება დაეთმობა ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის (eFTI) დანერგვას. ამ საქმიანობის საბოლოო მიზანია სტრატეგიული გეგმის შექმნა ელექტრონული ტვირთების დასანერგად და eFTI რეგულაციის განსახორციელებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის შერჩეულ ქვეყნებში, და საპილოტე eFTI გასასვლელების და პლატფორმების ევროკავშირთან დასაკავშირებელი გეგმის შექმნა. 31 იანვარს, 12:00-13:00 საათზე (GMT+1) ჩატარდება ვირტუალური სესია აქტივობის შესახებ ცნობიერების ამაღლების და აქტივობის დაწყების მიზნით. სესიის ძირითადი მიზანია eFTI რეგულაციის მნიშვნელობის დემონსტრირება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, და ციფრული სატრანსპორტო დერეფნების აქტივობის დაწყება, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტრონული ინფორმაციის დანერგვას ტვირთების ტრანსპორტირების შესახებ აღმოსავლეთის პარტნიორობის ორ ქვეყანაში.

ღონისძიების სამიზნე აუდიტორიაა დაინტერესებული პირები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კერძოდ: მთავრობის წარმომადგენლები ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის, ტრანსპორტის და სხვა სამინისტროებიდან; საბაჟო ორგანოები; კომერციული ასოციაციები; საჯარო და კერძო ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენლები; ევროკავშირის წარმომადგენლობები და სხვები. 

თუ ხართ სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენელი და დაინტერესებული ხართ ღონისძიებაში მონაწილეობით, რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით საბინა პუზემსკაიას (Sabina.Puzemskaja[at]lt.ey.com). 

რეგისტრაცია შესაძლებელია 27 იანვრამდე.

მოვლენები

იხილეთ ყველა