

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
ცოდნა მოქმედებისთვის: ქალთა მეწარმეობის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
თარიღი: 12/12/22
ქალთა მეწარმეობა და ინოვაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – ეს იყო 2022 წლის 28 ნოემბერს ჩატარებული ვირტუალური ქსელური ღონისძიების Women4Digital Future (ქალები ციფრული მომავლისთვის) მთავარი თემა. პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებამ უმასპინძლა შეხვედრას, რომელსაც დაესწრო 70-ზე მეტი მონაწილე ქალთა მიერ მართული 60-მდე კომპანიიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკოსისტემის ორგანიზაციებიდან; შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ექსპერტებმა, რომლებიც ქალთა მეწარმეობის სფეროში მუშაობენ.
გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამინისტროების წარმომადგენლები, ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების საკოორდინაციო სააგენტოები და სხვა დაინტერესებული მხარეები, მაგ.. ინოვაციის, ფინანსური მხარდაჭერის და საკონსულტაციო ორგანიზაციები, რომლებიც აძლიერებენ სტარტაპის ეკოსისტემებს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნეს-ასოციაციები და ქალთა მხარდამჭერი ორგანიზაციები. დისკუსიაზე განხილული იქნა გაძლიერების საკითხში არსებული ხარვეზები და ევროკავშირის ფარგლებში არსებული მხარდაჭერის შესაძლებლობები.
„ჭკვიანური მოქმედება“
ღონისძიება გახსნა და პროგრამა EU4Digital წარმოადგინა პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელმა, ბ-ნმა არტურას პილიპონისმა. ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ციფრული და ეკონომიკური განვითარების პროგრამის მენეჯერმა ბ-ნმა ტიბო შარლემ გააკეთა საპროგრამო მოხსენება, რომელშიც ისაუბრა ევროკავშირის პრიორიტეტებზე და წარმოადგინა ევროკაშირის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროგრამა ქალთა მეწარმეობის, ფინანსური ინკლუზიის და ციფრული უნარების საკითხებზე; აღნიშნული პროგრამები ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოქმედი ორგანიზაციებისთვის. მაგ., WEgate მხარს უჭერს მეწარმე ქალებს ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში; Womenat პლატფორმა წარმოადგენს ციფრულ ეკონომიკაში დასაქმებულ პროფესიონალ ქალთა ევროპულ ქსელს; ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამა Women in Business დაფინანსებას და ბიზნეს-რეკომენდაციებს უზრუნველყოფს. საპროგრამო მოხსენების ძირითადი მესიჯის მიხედვით, გენდერულ თანასწორობას აქვს ძლიერი დადებითი გავლენა მთლიან შიდა პროდუქტზე, ხოლო ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ფინანსური ინკლუზია და ინოვაცია გადამწყვეტია ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობის და კონკურენტუნარიანობისთვის.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა არა მარტო სწორი, არამედ ასევე ჭკვიანური მოქმედებაა
ტიბო შარლე, ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ციფრული და ეკონომიკური განვითარების პროგრამის მენეჯერი
მენტორობის შესაძლებლობები
საპროგრამო მოხსენების შემდეგ მონაწილეებს წარუდგინეს Women Go Tech – ლიეტუვაში დაწყებული მენტორობის წარმატებული პროგრამა, რომელიც სტიმულს აძლევს ქალებს აირჩიონ კარიერა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და საინფორმაციო სფეროებში. ეს ინიციატივა წარმოადგინა პროგრამის თანადამფუძნებელმა ქ-ნმა ზიდრუნ ვიტაიტემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ტექნიკურ გუნდებში და გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფებში ქალები ხშირად უმცირესობაში არიან. ასეთი იყო მისი საკუთარი გამოცდილება, ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მუშაობის დროიდან; ამ გამოცდილებამ შეუქმნა მოტივაცია, რომ მდგომარეობის შეცვლის მიზნით „კიდევ რაღაც გაეკეთებინა“.

ქალები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში დასაქმებული სპეციალისტების მხოლოდ ერთ მეხუთედს შეადგენენ. მსგავსად მოაზროვნე ადამიანებთან ერთად, ჩვენ შევძელით და ჩამოვაყალიბეთ პირველი მენტორობის პროგრამა ქალებისათვის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში სამუშაოდ.
ზიდრუნ ვიტაიტე, პროგრამის Women Go Tech თანადამაარსებელი
ტექნიკური სფერო მოიცავს ფართო პროფესიულ შესაძლებლობებს კოდირების გარდა, განმარტა ზიდრუნ ვიტაიტემ, და წარმოადგინა საორიენტაციო კურსი „აღმოაჩინე ტექნოლოგიები“ – მნიშვნელოვანი კომპონენტი ქალთა განათლებისთვის პოტენციური კარიერული შესაძლებლობების საკითხებზე, რომლის საშუალებით მენტორობის პროგრამისთვის 10,000 მონაწილისგან შემდგარი ძლიერი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ინგლისურენოვანი Women Go Tech გაფართოვდა და მოიცვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ასე რომ მასში მონაწილეობა შეუძლიათ პარტნიორებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.გარდა ამისა, პროგრამის, Women Go Tech გამოცდილებამ მოტივაცია შეუქმნა პროგრამას EU4Digital შეემუშავებინა მენტორული პროგრამების შექმნის სახელმძღვანელო გენდერული ხარვეზის აღმოსაფხვრელად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ზიდრუნ ვიტაიტე იყო წამყვანი ექსპერტი, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს ლიეტუვის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარა და რომელიც აგრძელებს თანამშრომლობას მსგავსი პროგრამების შესაქმნელად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ამჟამად – საქართველოში.
ღონისძიების მეორე ნაწილს წარმართავდა არაკომერციული, არაპოლიტიკური პროფესიული ორგანიზაცია მეცენატი ინვესტორი ქალები (WBA). ორგანიზაცია საშუალებას აძლევს ქალებს და მამაკაცებს გახდნენ „მეცენატი ინვესტორები“ (ადამიანები, რომლებიც ბიზნესის სტარტაპებს კაპიტალით უზრუნველყოფენ) და საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი მეწარმეები. მეცენატი ინვესტორი ქალების პროექტის მენეჯერმა ქ-ნმა რენატა ანა იაკსამ, მიმოიხილა განხორციელებული მხარდაჭერა და სერვისები, რომლებიც მოიცავს ადვოკატირებას პოლიტიკის საკითხებზე ქალების წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად.

ეს მხოლოდ ფული არ არის. ეს არის ასევე მენტორობა, ტრენინგი, საუბარი, ქსელური აქტივობა და კავშირები.
ქ-ნი რენატა ანა იაკსა, მეცენატი ინვესტორი ქალების პროექტის მენეჯერი
WINGATE არის პროექტი, რომელიც ორგანიზაციასთან „მეცენატი ინვესტორი ქალები“ ერთობლივად ხორციელდება. ის ქალების საკუთრებაში მყოფ საწარმოებს სთავაზობს ონლაინ ინოვაციური ცოდნის ცენტრს, რითაც უზრუნველყოფს მათ უნიკალური შესაძლებლობით მეცენატი-ინვესტიციებისთვის, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, მოლდოვაში.
ინვესტირება და დაფინანსება
ბოლოს ორგანიზაციის Female Founders აღმასრულებელმა თანა-დირექტორმა ქ-ნმა კარინა კლაფლმა წარმოადგინა ინვესტორების, ოპერატორების, ბიზნეს-პროფესიონალების და მეწარმე ლიდერების 65,000-იანი მძლავრი საზოგადოება, ასევე სხვადასხვა შესაძლებლობები ქალების მიერ მართული სტარტაპებისთვის. პროგრამა ახორციელებს 3-თვიან „Women Lead F“ ლიდერობის პროგრამას და
3-თვიან „Grow F“ ინვესტიციისთვის მზადყოფნის აქსელერატორს იმ საწარმოებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ. გარდა ამისა, Female Founders მასპინძლობს ევროპის წამყვან ღონისძიებებს ქალთა მეწარმეობისთვის, „Lead Today. Shape Tomorrow.“ და „DEI Bootcamp“-ს, რომელიც აერთიანებს ევროპულ კომპანიებს ახალი ბიზენს-კონტაქტების დასამყარებლად და კონტრაქტების გასაფორმებლად. კარინა კლაფლმა ისაუბრა ქალების გადაჭარბებული მენტორობის და არასაკმარისი დაფინანსების ტენდენციაზე იმ პირობებშიც კი, როდესაც მეწარმე ქალებისთვის ხელმისაწვდომია მნიშვნელოვანი დაფინანსება როგორც ევროკავშირში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ევროპული ვენჩურული ფონდი „Fund F“ გენდერულად განსხვავებულ დამფინანსებელთა გუნდებს დაუჭერს მხარს.

გენდერული განსხვავებულობა წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს არარეალიზებულ შესაძლებლობას, რომელიც ტექნიკურ ეკოსისტემაში გვხვდება: ჩვენთვის ტექნოლოგიები და ქალთა მეწარმეობა თანასწორი მომავლის ტოლფასია.
ქ-ნი კარინა კლაფლი, ორგანიზაციის Female Founders აღმასრულებელი თანადირექტორი
ცოდნიდან მოქმედებაზე
ღონისძიების მოდერატორმა, პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა
ქ-ნმა ანა პობოლმამადლობა გადაუხადა ევროკავშირის ორგანიზაციებს, რომლებმაც ღიად გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა და თანამშრომლობის შესაძლებლობები დაინტერესებულ მხარეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან. მან ხაზგასმით აღნიშნა პროაქტიური მიდგომის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინოვაციის ეკოსისტემის ორგანიზაციებისთვის – ორგანიზაციების გადაყვანა შესაძლებლობების ცოდნიდან მოქმედების ეტაპზე. მან თქვა, რომ ეს ქსელური ღონისძიება იყო გზის დასაწყისი და მოსალოდნელია, რომ მისი შედეგი იქნება ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, და ევროკავშირის ორგანიზაციების და ამ ორგანიზაციების ინიციატივების ახალი პარტნიორებით შევსება.
• ევროკომისია პრეზენტაცია
• Women Go Tech პრეზენტაცია
• Women Business Angels პრეზენტაცია
• Future Founders პრეზენტაცია
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი

15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი
11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი