

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
ხუთი ძირითადი კითხვა, რომლებმაც განსაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია
თარიღი: 04/11/22
გამძლეობა, კრიზისებზე რეაგირება და აღდგენა იყო 2024 წელს ჩატარებული 2022 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენციის ძირითადი საკითხები. ღონისძიება დამყარებული იყო 2021 წლის პირველ ციფრულ კონფერენციაზე, რომელმაც გააშუქა ციფრული ტრანსფორმაციის პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე, სპიკერებმა ისაუბრეს მათ ხელთარსებულ კონკრეტული გადაწყვეტებზე და საშუალებებზე, მკაფიო შეტყობინებით: უპრეცედენტო ქმედებები რთულ გარემოშიც კი შესაძლებელია. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში აღდგენის, გამძლეობის და რეფორმებისკენ მიმართული ძალისხმევის ცენტრში ციფრული ტრანსფორმაცია უნდა იყოს.
ჯგუფურ დისკუსიებში მონაწილეებმა და პრეზენტატორებმა ისაუბრეს პრობლემებსა და შესაძლებლობებზე ხუთი ძირითადი საკითხის გარშემო:
ციფრული მმართველობა: როგორ უნდა დაიგეგმოს სერვისები, რომელთა გამოყენებას ირჩევენ მოქალაქეები?
2022 წლის თებერვლის შემდეგ ლტოლვილთა გადანაცვლების, დოკუმენტების დაკარგვის და გადაუდებელი მდგომარეობების გამო, უკრაინაში გაიზარდა მოთხოვნა ციფრული საჯარო სერვისებზე. ვალერია იონანმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილემ ევროინტეგრაციის სფეროში, განმარტა, თუ როგორ დაეხმარა უკვე 18.5 მილიონ მომხმარებელს ციფრული მმართველობის პირველი პლატფორმა „დიია“. მაგალითად, დოკუმენტების გარეშე დარჩენილ უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ აპლიკაცია საკუთარი იდენტიფიკაციის მიზნით, გააკეთონ მოხსენება დაკარგული ან დაზიანებული საკუთრების შესახებ და ჰქონდეთ წვდომა 24-საათიან ახალ ამბებზე. ეს სამუშაო ემყარება უკრაინის რამდენიმეწლიან თანამშრომლობას ევროკავშირთან, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა, და ახალი ტექნიკური დახმარების პროექტების დაწყება, რომლებიც უკრაინის აღდგენას დაეხმარება“.
პლატფორმა „დიია“ იმის შესანიშნავი მაგალითია, რომ ციფრული საჯარო სერვისების დაგეგმვის და განხორციელების საფუძველი უნდა იყოს მოქალაქეებზე ორიენტირებული მენტალობა, აღნიშნა ნიკ თიჯსმა, უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის/ევროკავშირის (OECD/EU) ინიციატივაში SIGMA. მან ხაზი გაუსვა ასეთი პროდუქტებისთვის საფუძვლის შექმნას პოლიტიკის სრულყოფილი ჩარჩოს საშუალებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის ციფრული მმართველობის ჩართვა უფრო ზოგად კარგი ადმინისტრირების უფლებაში.
ციფრული მმართველობის სერვისების გაუმჯობესებისას აუცილებელია ყველა სახის მომხმარებლის გათვალისწინება, აღნიშნა ჰარმიკ აზარიანმა, სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს ციფრული მთავრობის ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა. „ჩვენ არ გვყავს უბრალოდ მოქალაქეები. ჩვენ გვყავს ხალხი დოკუმენტების გარეშე, და მათი გამოცდილების უზრუნველყოფა ასევე ძალიან მნიშნველოვანია“, განმარტა მან და დასძინა, რომ ციფრული საჯარო სერვისების გაუმჯობესება არ უნდა ნიშნავდეს უბრალოდ მათ „დიზაინს“, რათა მომხმარებლებს ჰქონდეთ არჩევანი ამ სერვისების გამოყენებისას.
მოლდოვაში, სადაც ამჟამად ერთ სულ მოსახლეზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში, კერძო ინვესტორებთან უფრო მყარმა კავშირებმა ხელი შეუწყო წარმატებული ციფრული სერვისის შექმნას, რომელიც ადამიანებს თავშესაფრის, საკვების და სამედიცინო დახმარების პოვნაში ეხმარება. „ძალიან სასიამოვნო იყო კერძო სექტორთან თანამშრომლობა და ციფრული სერვისების ერთობლივად შექმნა ლტოლვილების დასახმარებლად“, აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ციფრული ტექნოლოგიების დარგში იური ტურკანუმ.
ციფრული ინფრასტრუქტურა: როგორ შევუსაბამოთ სტრატეგია საინვესტიციო შესაძლებლობებს?
უახლოეს წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეების მინიმუმ 80% სრულად ისარგებლებს მაღალსიჩქარიანი, ფინანსურად ხელმისაწვდომი ინტერნეტით. ამის მისაღწევად გადამწყვეტია ინვესტირება ციფრულ ინფრასტრუქტურაში. მსოფლიო ბანკის ციფრული განვითრების სპეციალისტის ჰიმატ სინგჰ სანდჰუს დაკვირვებით, გლობალური კავშირების ბაზარი იზრდება, და კონტენტის ძირითადი პროვაიდერები (Amazon, Google, Microsoft, Facebook) სიხშირეების მთელი დიაპაზონიდან დაახლოებით 60%-დან 80%-მდე იყენებს.
კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს ფართოზოლოვან ინტერნეტ-სერვისებს სოფლად და უზრუნველყოფს კერძო ინვესტიციებს ტელეკომუნიკაციებში. აღსანიშნავია ქვეყანის დიდი წინსვლა ევროკავშირის საკანონმდებლო და პოლიტიკურ ჩარჩოსთან ჰარმონიზაციის კუთხით, და მისი ძალიან აქტიური მონაწილეობა ინიციატივაში EU4Digital. „ვიმედოვნებთ, საქართველო მალე გახდება ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის მონაწილე“, ხაზგასმით აღნიშნა გურამ გურამიშვილმა, მინისტრის მოადგილემ ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
ვალერია იონანმა, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილემ ევროინტეგრაციის დარგში, განაცხადა რომ ქვეყნის ციფრული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პრიორიტეტულია, რადგან არაერთ ტერიტორიაზე ის ძლიერ დაზიანდა ან განადგურდა უკრაინაში რუსეთის საომარი აგრესიის შედეგად. დაზიანდა ოპტიკური ქსელები, მობილური სერვისის კოშკები, კაბელები და ციფრული აპარატურა, რაც ციფრული კომუნიკაციის საფუძველს წარმოადგენს.
ციფრული ეკონომიკა: როგორ გადავიყვანოთ ციფრული ტრანსფორმაცია სტარტაპებიდან მთელი ეკონომიკის დონეზე?
ციფრული ეკონომიკა განისაზღვრება, თუ როგორ შეგვიძლია ტექნოლოგიური რესურსების გამოყენება სიმდიდრის შესაქმნელად, აღნიშნა ხესუს ლოზანომ, ევროპული ინოვაციების საბჭოს და პროგრამის EU4Digital წამყვანმა ექსპერტმა ციფრული ეკონომიკის სფეროში. „როდესაც ციფრულ ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ, ძალიან სწრაფად გადავდივართ სტარტაპების შექმნის აუცილებლობაზე. მაგრამ ამასთანავე, აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ბიზნესის კლასტერები, ჩვენ უნდა მოვახდინოთ არსებული ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია“, განაცხადა მან იმის ხაზგასმით, რომ უფრო ფართო ხედვაა საჭირო, ვიდრე მხოლოდ სტარტაპების შექმნა.
აზერბაიჯანი გეოგრაფიულად მრავალ რეგიონს შორის არის მოქცეული, ის მდებარეობს „საერთაშორისო ვაჭრობის გზაჯვარედინზე“, თქვა ბახტიარ მამადოვმა, ქვეყნის ციფრული განვითარების და ტრანსპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ. ამიტომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოთაშორისი ციფრული კავშირების შექმნა და გაძლიერება, რაც მოხდება ელ-ვაჭრობის ხელშეწყობით და ციფრული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებით. მომდევნო უმნიშვნელოვანეს საკითხებად ჭკვიანი ქალაქები და სოფლები დასახელდა.
სომხეთი პრიორიტეტს ანიჭებს ასევე მონაცემთა ოპერაციულ თავსებადობას მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის, რათა სხვადასხვა საჯარო უწყებამ თავი აარიდოს ინფორმაციის განმეორებით შეკრებას. გარდა ამისა, ქვეყანამ ჩაატარა ევროკავშირის და სომხეთის ელ-ხელმოწერების აღიარების ტესტირება, რაც ციფრული ეკონომიკის პროცესების დაუბრკოლებელ განვითარებას დაეხმარება. „ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ და ვფიქრობ, უკან არასოდეს დავბრუნდებით, ამიტომ საბოლოო მიზნამდე მისვლას გარკვეული დრო უნდა დავუთმოთ“, თავა ჰარმიკ აზარიანმა.
პროგრამის EU4Digital, დახმარებით მოლდოვა მუშაობს საბაჟო სამსახურების ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლასა და გამარტივებაზე, რაც ხელს შეუწყობს შემოწმების ჩატარებას საზღვრის გადაკვეთის პუნქტებზე. იური ტურკანუმ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა მუშაობს შესაბამისობის გასაუმჯობესებლად ევროკავშირთან, განსაკუთრებით რუმინეთთან, რომელიც მოლდოვის უპირველესი კომერციული პარტნიორია.
ციფრული უნარები: როგორ დავაკავშიროთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წინსვლა ევროკავშირთან, როგორც სამიზნე ინდიკატორთან?
ციფრული უნარები, ტექნოლოგიები და ინოვაცია წარმოადგენს სამ მამოძრავებელ ძალას, რომელმაც უნდა შექმნას სიმდიდრე ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით, თქვა ხესუს ლოზანომ.
მოლდოვაში „ძირითადად ტექნოლოგიით დავიწყეთ და დავამთავრეთ უამრავი ურთიერთდაკავშირებული მიკრო-სერვისით – ძალიან მძლავრი, ძალიან საიმედო სერვისებით – მაგრამ მსგავსი ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში არ გაგვიკეთებია“, აღნიშნა იური ტურკანუმ. ამის შედეგად, აღნიშნა მან, უნდა გადავხედოთ ციფრულ ტრანსფორმაციას, როგორც პროცესს, და აუცილებლად გავითვალისწინოთ ციფრული უნარების განვითარება.
ევროკავშირმა დააწესა ძალზე მკაფიო სამიზნეები მისი წევრი სახელმწიფოებისთვის, აღნიშნა ევროპის განათლების ფონდის წარმომადგენელმა ფაბიო ნაშიმბენიმ. ციფრული უნარების და კომპეტენციების, პოტენციალის და შესაძლებლობების პრიორიტეტულობა ასევე აღიარებული უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიულ დოკუმენტებში. თუმცა, არ არსებობს ერთიანი საშუალება იმის შესაფასებლად, თუ რას ნიშნავს ციფრული უნარების ქონა, თქვა მან და დასძინა, რომ ამბიციური მიზნის მისაღწევად, რომელიც გულისხმობს ციფრული უნარების ათვისებას 1 მილიონი მოქალაქის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, საჭიროა მთელ რეგიონში სრულად დაინერგოს კომპლექსური მონიტორინგის სისტემა, როგორიცაა ევროკავშირის „DESI“ – ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსი.
კიბერუსაფრთხოება: როგორ უზრუნველვყოთ, რომ მოქნილობის უზრუნველყოფა იყოს ციფრული ტრანსფორმაციის ძირითადი პრინციპი?
„უკრაინის ომის გამო იძულებულები ვიყავით თავიდან გაგვეაზრებინა ჩვენი ციფრული სტრატეგია“, დასძინა იური ტურკანუმ; მან აღნიშნა, რომ ახალი პრიორიტეტის სახით აუცილებელი გახდა დაემატებინათ მოლდოვის ადმინისტრაციის მოქნილობა და ეროვნული კიბერუსაფრთხოების სისტემის გაძლიერების გადაუდებელი საჭიროება.
„როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კიბერუსაფრთხოებას განვიხილავთ, აუცილებელია ქვეყნებს შორის განსხვავებების ხაზგასმა. ამავე დროს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბევრი საფრთხე ერთმანეთის მსგავსია“, თქვა ევროკომისიის უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის გუნდის ხელმძღვანელმა ტანელ ტანგმა. მაგალითად, ზოგადად ჰიბრიდული საფრთხეები, განსაკუთრებით დეზინფორმაცია, ასეთ ზოგად გამოწვევებს შორის დასახელდა.
კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი CyberEast რეგიონული პროგრამის ძირითად საკითხს; პროგრამა კიბერ-შეტევებისადმი გამძლეობის გაზრდის საშუალებას იძლევა. ის მოიცავს ასევე ტექნიკურ მზადყოფნას, და უზრუნველყოფს საკანონმდებლო და მმართველობის ჩარჩოების თავსებადობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
გარდა ამისა, ევროკავშირმა მობილიზება გაუწია 10 მილიონ ევროს უკრაინის ინსტიტუტების კიბერ-გამძლეობის გასაუმჯობესებლად რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, უსწრაფესი რეაგირებით პროექტის საშუალებით „ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად“, რომელიც მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას, აპარატურას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ევაკუაციას. სტაბილური ციფრული ტრანსფორმაციისთვის კი დამატებით 15 მილიონი ევრო გამოიყო.
„კიბერსივრცეში საზღვრები ძალზე ბუნდოვანია, ან ზოგჯერ ისინი საერთოდ არ არსებობს“, თქვა ტანელ ტანგმა და დასძინა, რომ კიბერ-საფრთხეების დაძლევის გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობა-ევროკავშირის საზღვრის ორივე მხარეს არსებობს. ამის გამო სხვადასხვა ქვეყნის სტაბილური ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტების შეხვედრები ძალზე მნიშვნელოვანია.
დამატებით ინფორმაცია
პროგრამის EU4Digital ორგანიზებით 2022 წლის 24 ოქტომბერს ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია, ხოლო 25 ოქტომბერს – პროგრამის EU4Digital II ფაზის დაწყება და საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა.
იხილეთ 2022 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენციის ვიდეო და წაიკითხეთ კონფერენციის სპიკერების შესახებ.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
- ელექტრონული ვაჭრობა
- ელექტრონული უნარები
- ელექტრონული ჯანმრთელობა
- ტელეკომის წესები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი28/11/2023
პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ აზერბაიჯანსა და საქართველოს განვითარებას ჰპირდება
აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან გახდნენ ციფრული ჰაბები ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო „დერეფანში“, რო…
გაიგეთ მეტი

01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი
29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი
28/11/2023
პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ აზერბაიჯანსა და საქართველოს განვითარებას ჰპირდება
აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან გახდნენ ციფრული ჰაბები ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო „დერეფანში“, რო…
გაიგეთ მეტი