პროგრამა EU4Digital იწყებს საპილოტე პროექტს ელექტრონული ხელმოწერების ფართოდ დანერგვის მიზნით
თარიღი: 21/01/22
პროგრამამ EU4Digital დაიწყო ე-ხელმოწერების საპილოტე აქტივობების გაფართოება, კერძოდ ის ატარებს სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერების ოპერაციული თავსებადობის ტესტირებას ერთის მხრივ, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას, და მეორეს მხრივ – ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, ესტონეთს შორის; პროგრამა ე-ხელმოწერების ტესტირებას სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.
საპილოტე პროექტი განხორციელდება ტექნიკური მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც აღწერს ე-ხელმოწერის საპილოტე აქტივობების ტექნიკურ ასპექტებს, ოპერაციული თავსებადობის ალტერნატიულ დონეებს და ე-ხელმოწერის ზოგად ფორმატს. ტექნიკური მემორანდუმის გარდა, მონაწილე ქვეყნებმა წარმოადგინეს მოკლე პროფილები საპილოტე სერვისების მიწოდების შესახებ. ტექნიკური მემორანდუმის განსაზღვრით და მისი პირობების დაცვით, პროგრამა EU4Digital მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის გაძლიერებას, რათა მან სახელმწიფოთაშორისი სანდო მომსახურების ორმხრივ აღიარებას მიაღწიოს.
ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტის განხორციელება მოიცავს შემდეგი კომპონენტების ტესტირებას: ე-ხელმოწერის შექმნა, დოკუმენტზე თარიღის აღნიშვნა, ვალიდაცია და სერთიფიკატის სტატუსის დადასტურება. ეს კომპონენტები უზრუნველყოფს ელექტრონული ხელმოწერების ოპერაციულ თავსებადობას სხვადასხვა ქვეყნებში. საპილოტე პროექტის გაფართოების გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც 2020-2021 წლებში წარმატებით განხორციელდა ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტი მოლდოვას, უკრაინას და ესტონეთს შორის.
პროგრამის EU4Digital საპილოტე საქმიანობა შესაძლებლობას მისცემს ქვეყნებს ტესტირების შედეგად ადრეულ ეტაპზე დაადასტურონ კონცეფციები, და ამით გააუმჯობესონ მზადყოფნა ციფრული ნდობის სერვისების ორმხრივი აღიარებისთვის. სახელმწიფოებს შორის ე-ხელმოწერების დანერგვა ერთიანი ციფრული ბაზრის აღმოსავლეთ სამეზობლოში გაფართოების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ამ პროცესში პროგრამის EU4Digital ექსპერტები მხარს დაუჭერენ ქვეყნებს იმ ბარიერების აღმოფხვრაში, რომლებიც აბრკოლებს ე-ხელმოწერების ოპერაციულ თავსებადობას ქვეყნებს შორის. ე-ხელმოწერის მიმდინარე საპილოტე აქტივობა მოიცავს ტექნიკურ და სატესტო ფაზებს, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლომდე განხორციელდება.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.