პროგრამის EU4Digital მეორე ფაზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენციით იწყება
თარიღი: 24/10/22
2019 წლიდან მიმდინარე პროგრამის EU4Digital ძირითადი მიზანი იყო ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. პროგრამის EU4Digital მეორე ფაზაში, რომელიც ოფიციალურად დაწყებულია, გაგრძელდება ამ მიზანზე მუშაობა, მაგრამ მისი ამოცანები განახლდება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის პოლიტიკის გეგმის საფუძველზე. პროგრამა EU4Digital, რომელიც ინიციატივის EU4Digital ძირითადი პროგრამაა, მიზნად ისახავს ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობების გავრცელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ინიციატივა EU4Digital წარმოადგენს ევროკავშირის საფლაგმანო რეგიონულ პროგრამას ციფრული გარდაქმნის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
უფრო ძლიერი ციფრული ეკონომიკა და საზოგადოება შექმნის მეტ სამუშაო ადგილს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, რაც დაეხმარება ბიზნესს და გააუმჯობესებს მოქალაქეთა ცხოვრების დონეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის განახლებულმა პოლიტიკამ, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა, განაახლა ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პასუხისმგებლობა სიცოცხლისუნარიანი ციფრული ტრანსფორმაციის განსახორციელებლად. ინიციატივა EU4Digital მხარს უჭერს ამ ამოცანას და ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციას საქმიანობით შემდეგ სფეროებში: ციფრულ ინფრასტრუქტურა, ელ-მმართველობა, ციფრული ეკონომიკა და ინოვაცია, კიბერ-უსაფრთხოება და სიცოცხლისუნარიანობა. ინიციატივის EU4Digital საქმიანობა ხორციელდება ექვს EU4Digital ქსელთანმჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე.
პროგრამის EU4Digital II ფაზა (2022-2025) პირველი ფაზის მიღწევებსა და საფუძველს დაემყარება. პროგრამის EU4Digital I ფაზის (2019-2022) ძირითადი ამოცანა იყო ეკონომიკის და მმართველობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ტრანსფორმაციის საშუალებით; ეს განხორციელდა რეკომენდაციების და ჩარჩოების შემუშავებით, ხელშეკრულებების და პოლიტიკის შემაჯამებელი დოკუმენტების მხარდაჭერით და ძირითადი ციფრული გადაწყვეტების – ციფრული ხელმოწერის, ციფრული ანგარიშ-ფაქტურების, ელ-საბაჟოს და ელ-კომერციის პილოტირებით.
მომავალი სამი წლის განმავლობაში, პროგრამის EU4Digital II ფაზაში გაგრძელდება პოლიტიკის ექვს ძირითად სფეროზე მუშაობა: ტელეკომუნიკაციის წესები, ელ-სანდოობა და სახელმწიფოთაშორისი ციფრული სერვისები, ელ-ვაჭრობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები და სტარტაპის ეკოსისტემები, ელ-ჯანმრთელობა და ციფრული უნარები. ეს სფეროები სტრუქტურირებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ქვაკუთხედების, კერძოდ, ციფრული ინფრასტრუქტურის, ელ-მმართველობის, კიბერ-მდგრადობის და ციფრული ეკონომიკის და ინოვაციის საფუძველზე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია წარმოადგენს ყოველწლიურ საეტაპო ღონისძიებას, რომელიც განიხილავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული პოლიტიკის დღის წესრიგს და მომავალ პრიორიტეტებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები განხილული იქნება პარტნიორი ქვეყნების და ევროკავშირის წარმომადგენლებთან დისკუსიის გზით. გარდა ამისა, კონფერენციაზე შეეხებიან ბოლოდროინდელ განვითარებას და გამოწვევებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ციფრული სფეროს როლს ამ გამოწვევების გადაჭრაში და იმ კურსის მხარდაჭერაში, რომელიც სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი ხელისუფლების, ეკონომიკისა და საზოგადოებისკენ იქნება მიმართული. ონლაინ ღონისძიება მიესალმება ყველა მონაწილეს, რომელსაც სურს კონფერენციაზე რეგისტრაცია.ციფრული კონფერენციის და სასტარტო შეხვედრის (მას მხოლოდ მიწვეული მონაწილეები დაესწრებიან) ძირითადი საკითხები პროგრამის EU4Digital საინფორმაციო ბიულეტენის სპეციალურ გამოშვებაში გამოქვეყნდება. ამგვარი განახლებული ინფორმაციის ი-მეილზე მისაღებად, გახდით საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.