პროგრამის EU4Digital სტარტაპების და ინოვაციის ყოველწლიური ფორუმი 2022
თარიღი: 25/01/22
27 იანვარს პროგრამა EU4Digital ატარებს პირველ მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმს სახელწოდებით „ინოვაციური გადაწყვეტების მიმართულებით სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წარმომადგენლები, სტარტაპის ეკოსისტემის წამყვანი ორგანიზაციები და ექსპერტები ინოვაციის სფეროდან.ღონისძიება დისტანციურად ჩატარდება ვირტუალური შეხვედრის ფორმით.
ამ მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის მიზანია პლატფორმის შექმნა, რომელზეც მომხმარებლები ერთმანეთ გაუზიარებენ საკუთრ მიღწევებს და გამოწვევებს, და განიხილავენ მომავალი თანამშრომლობის საკითხებს ინოვაციური გადაწყვეტების მოსაძიებლად რეგიონის განვითარებისთვის. წელს ფორუმის ძირითადი საკითხი იქნება სტრატეგიების და ინსტრუმენტების განხილვა სტარტაპის ეკოსისტემის განვითარების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ამ ღონისძიების ძირითად აუდიტორიას შეადგენენ წარმომადგენლები ევროკომისიიდან (სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი – DG NEAR), ეროვნული მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლები, სტარტაპის ეკოსისტემის წამყვანი ორგანიზაციები და სტარტაპების და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სხვა აღიარებული ექსპერტები.
ფორუმს მისასალმებელი სიტყვით გახსნის ევროკომისიის (DG NEAR) წარმომადგენელი; შემდეგ საპროგრამო მოხსენებას წაიკითხავს ჩარლზ ქ. უაითჰედი, კიევის ბიზნეს-ინკუბატორის (EO Business Incubator) დამფუძნებელი და კორნელის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის, ტექნოლოგიის და მეწამეობის პროგრამის დამფუძნებელი დირექტორი. ის ისაუბრებს რეგიონის პოტენციალზე, კავშირების მნიშვნელობაზე და სამაგალითო მიღწევებზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სტარტაპის ინოვაციების სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ღონისძიებაზე აღნიშნავენ ინოვაციურიაღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემის პლატფორმისამოქმედებას, რომელიც დღეისათვის უკვე 2200+ სტარტაპს, 20+ ვენჩურულ კაპიტალისტს და 135+ კორპორაციას აერთიანებს. პლატფორმის მიზანია უზრუნველყოს მონაცემებზე დამყარებული პოლიტიკის დაგეგმვა მაკრო-დონის ტენდენციებით და სანდო ანალიზით სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებისთვის. პლატფორმა განვითარდა კომპანიასთან Dealroom.co პარტნიორობით ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე, როგორიცაა EuropeanStartups პლატფორმა. მეთიუ დემოლინი, ეკოსისტემების ხელმძღვანელი Dealroom-ში, ფორუმის მონაწილეებს წარუდგენს პლატფორმას და გააცნობს მის სარგებლიანობას როგორც მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის.
ფორუმის დასასრულს გაიმართება ექსპერტთა დისკუსია „ინოვაციური გადაწყვეტების მნიშვნელობა სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებისთვის“. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლებს და ექსპერტებს მიიწვევენ სტრატეგიული დისკუსიისთვის შემდეგ საკითხზე: როგორ შეუძლია ქვეყნის და საერთაშორისო დონეზე არსებულ გადაწყვეტებს და ინიციატივებს დაეხმაროს სტარტაპის ეკოსისტემის განვითარების აქსელერაციას, და როგორია სამომავლო პერსპექტივები.
ექსპერტთა დისკუსია შემდეგ გამორჩეულ სპიკერებს უმასპინძლებს:
დავით სააკიანი, სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილე
ანდრეი კუშკა, მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საინფორმაციო საზოგადოების და ციფრული ეკონომიკის დირექტორატის თავმჯდომარე
ოლექსანდრ ბორნიაკოვი, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილე და პროექტის „Diia“ ხელმძღვანელი
პროგრამის EU4Digital წამყვანი ექსპერტი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სტარტაპის ეკოსისტემის სფეროში
კითხვა-პასუხის სესიაზე მონაწილეებს მიეცემათ შეკითხვების დასმის და მათი საჭიროებების გამოხატვის საშუალება. გარდა ამისა, საკუთარ მოსაზრებებს ისინი ქვეყნებიდან სპეციალურად გამოყოფილ წარმომადგენლებს და ეკოსისტემის სხვა მონაწილეებს გაუზიარებენ.
მოსალოდნელია, რომ ეს პირველი მაღალი დონის ღონისძიება შექმნის მყარ საფუძველს იმისათვის, რომ ყოველწლიურმა ფორუმმა ყურადღება ინოვაციებთან და სტარტაპებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გაამახვილოს.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.