„ციფრული ტექნოლოგიების სრულად ხელმისაწვდომობა“ – აუცილებელი პირობა განათლებისა და სწავლების მხარდასაჭერად
თარიღი: 13/02/23
ცოდნის და უნარების დაგროვება ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე ადამიანებს საშუალებას აძლევს განავითარონ და გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი და წვლილი შეიტანონ საზოგადოების პროდუქტიულობაში. როდესაც COVID-19-ის პანდემიის გამო სწავლა იძულებით იქცა ონლაინ აქტივობად, აშკარა გახდა, რომ ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით ყველა შესაბამისი მომხმარებლის მოცვა უნდა იყოს შესაძლებელი. ამ მიმდინარე საჭიროების გათვალისწინებით, ევროპის განათლების ფონდში (ETF) გამოითქვა აზრი, ადამიანური კაპიტალის განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აზროვნების სტილი, რომელიც „ციფრული ტექნოლოგიების სრულად ხელმისაწვდომობას“ გულისხმობს. ევროპის განათლების ფონდი სხვადასხვა მეთოდების და ინიციატივების საშუალებით უჭერს მხარს ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის პოლიტიკას და პრაქტიკას მის პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ევროპის განათლების ფონდი ევროკავშირის სააგენტოა, რომელიც ეხმარება გარდამავალი ეკონომიკის და განვითარებად ქვეყნებს მათი ადამიანური კაპიტალის მაქსიმალურ განვითარებაში განათლების, ტრენინგის და შრომის ბაზრის სისტემების რეფორმირების გზით. პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსების დასახმარებლად განათლების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებაში, 2022 წლის ნოემბერში ევროპის განათლების ფონდმა შეიმუშავა და გამოაქვეყნა ციფრული განათლების რეფორმის ჩარჩო. ჩარჩო ეხმარება თანამედროვე ციფრული ეკოსისტემების შესაბამისი ციფრული განათლების პოლიტიკის შექმნას, დანერგვას და მონიტორინგს. ევროპის განათლების ფონდი ჩარჩოს გამოიყენებს საკონსულტაციო დისკუსიებში, რომლებზეც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ადამიანზე ორიენტირებულ ფაქტორებს, კერძოდ, ინტერფეისის დიზაინს და მომხმარებლის გამოცდილების მნიშვნელობას.
აღნიშნული ადამიანური ფაქტორების ზეგავლენის სადემონსტრაციოდ, ევროპის განათლების ფონდმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრენინგის საერთაშორისო ცენტრთან ვებსაიტის DigitallyExcluded.org შექმნაზე ითანამშრომლა. ამ ვებსაიტის სტუმრებს შეუძლიათ იხილონ, თუ როგორ უშლის ხელს პოტენციურ მომხმარებლებს ენობრივი, კოგნიტიური, კავშირის და მხედველობაში არსებული ბარიერები ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომაში, ან მათ გამოყენებაში.
გარდა ამისა, ევროპის განათლების ფონდის დახმარებით შეიქმნა მეორე ინსტრუმენტი, SELFIE (ეფექტური სწავლის თვითშემოწმება ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობით). SELFIE, რომლის გამოყენება უფასოა, ეხმარება სკოლებს ჩართონ ციფრული ტექნოლოგიები სწავლების, სწავლის და შეფასების პროცესებში. ევროპის განათლების ფონდი SELFIE-ის გამოყენებაში ეხმარება სომხეთის ციფრულად მოწინავე სკოლებს, რის შედეგად მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ სასოფლო სკოლებს STEM-განათლების (ბუნებისმეტყველება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) დანერგვაში. ეს მენტორობა ეროვნული პროექტის ნაწილია და ის ეხმარება ონლაინ სწავლას და ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას ქვეყნის რეგიონებში.
ეს მაგალითები უჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ევროპის განათლების ფონდი იმისათვის, რომ ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა საყოველთაო გახადოს. „თუ გვსურს მხოლოდ მცირე მასშტაბით გავზარდოთ ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, ეს დიდ დროს მოითხოვს და შესაძლოა, ამ პროცესში უპირატესობა კერძო სექტორმა მოიპოვოს“, ამბობს ფაბიო ნაციმბენი, ევროპის განათლების ფონდის ადამიანური კაპიტალის განვითარების ექსპერტი. ციფრული ტექნოლოგიების სრულად ხელმისაწვდომობის კონცეფცია „თქვენი ნახშირბადის ნაკვალევის გამოთვლის მსგავსია“, განმარტავს ის. „როდესაც ის ჩვევად იქცევა, ის ცვლის აზროვნების სტილს“.
ციფრული ტექნოლოგიების სრულად ხელმისაწვდომობის აზროვნების სტილი განსაზღვრავს სწორი პოლიტიკის დანერგვას ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“, დასძენს ფაბიო ნაციმბენი. „პოლიტიკის შემუშავების და მათი გააზრებისას, ყველას მოცვა უფრო ძვირია და მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ რაც მეტია მოცული ადამიანების რიცხვი, მით მეტის პოლიტიკის გავლენა“.
EU4Digital ასევე მუშაობს ციფრული უნარების განვითარებაზე, და უზრუნველყოფს, რომ ამ განვითარების მონიტორინგი შესაძლებელი იყოს ანგარიშგების ჰარმონიზებული სისტემის საშუალებით.
2023 წელს მოსალოდნელია, რომ უნარების ევროპული წელი ახალ სტიმულს მისცემს უწყვეტ განათლებას და გააძლიერებს ადამიანებს საკუთარი წვლილის შესატანად მწვანე და ციფრული გარდაქმნის პროცესებში.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.