ავტორიტეტულ ექსპერტთა სიმპოზიუმი 2020: ციფრული ტრანსფორმაცია ჯანმრთელობის და სიცოცხლისუნარიანობის სამსახურში

  • თარიღი: 02/12/20 – 03/12/20
  • გააზიარეთ:

ევროპის ჯანმრთელობის ტელემატიკის ასოციაცია (EHTEL) 2 და 3 დეკემბერს ვირტუალურად ატარებს ავტორიტეტულ ექსპერტთა სიმპოზიუმს 2020, რომლის მიზანია შეისწავლოს ჯანდაცვის ციფრული სერვისების როლი ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი საზოგადოებების ჩამოყალიბებაში.

სიმპოზიუმი ექვსი სესიის განმავლობაში შეისწავლის ციფრული ჯანმრთელობის სერვისების დაჩქარებას და მათ როლს ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი საზოგადოებების ჩამოყალიბებაში. 

COVID-19-ის პანდემიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ციფრულ გადაწყვეტებს ჯანმრთელობის სექტორში, და შექმნა ახალი შესაძლებლობების მთელი სპექტრი ციფრული ჯანმრთელობის სერვისების ფართომასშტაბიანი დანერგვისთვის. “ეს უკვე აღარ ნიშნავს ტელემედიცინის ან ჯანმრთელი დაბერების ციფრული მხარდაჭერის პოპულარიზაციას. დღევანდელი გამოწვევა მოითხოვს პირობების შექმნას ფართო მასშტაბით დასანერგი გადაწყვეტებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს არა მარტო ჯანმრთელობის/სოციალურ სფეროს, არამედ ასევე ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობას”, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

მონაწილეობა უფასოა – რეგისტრაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია და პროგრამა სრულად

მოვლენები

იხილეთ ყველა