ევროკავშირის ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად, Horizon Europe სამუშაო პროგრამის საშუალებით 2023-2024 წლებში 4,5 მლრდ ევრო იქნება ხელმისაწვდომი. ეს თანხა, რომელიც სამუშაო პროგრამის მთლიანი ბიუჯეტის (13.5 მლრდ ევრო) 33%-ს აღემატება, ხელს შეუწყობს ევროპაში მომუშავე მკვლევრებს და ნოვატორებს ინოვაციური გადაწყვეტების მოძიებაში ციფრული, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის და გეოპოლიტიკური გამოწვევების გადასაჭრელად. სამუშაო პროგრამა ევროკომისიამ 2022 წლის
6 დეკემბერს დაამტკიცა.
ამ დაფინანსების დახმარებით ევროკავშირი ხელს შეუწყობს ძირითადი ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას და სტიმულს მისცემს მათ დანერგვას ჩვენს ცხოვრებაში. გარდა ამისა, 2023 წელს სამუშაო პროგრამა მხარს დაუჭერს ფიზიკური და კიბერ-საფრთხეების საწინააღმდეგო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას ევროკავშირის სიცოცხლისუნარიანობის გასაძლიერებლად.
ევროკავშირის უფრო ვრცელი, 95,5 მლრდ ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევის და ინოვაციის პროგრამის, Horizon Europe ფარგლებში, 2023-24 წლების სამუშაო პროგრამის დაფინანსება ასევე მოხმარდება მიზნობრივ საქმიანობას უკრაინის მხარდასაჭერად, ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებას და
COVID-19-ის პანდემიის შემდგომი მდგრადი აღდგენის ხელშეწყობას. ის დაეხმარება ევროკავშირს მიზნების მიღწევას კლიმატის ცვლილების სფეროში და ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერებას. გარდა ამისა, სამუშაო პროგრამა დაეხმარება ევროპული კვლევის და ინოვაციის ეკოსისტემის გაძლიერებას, რისთვისაც სხვა მეთოდებთან ერთად გამოყენებული იქნება მკვლევრების და ნოვატორების უფრო აქტიური მონაწილეობა ევროპის მასშტაბით, მობილობის გაზრდა და საერთაშორისო კლასის კვლევითი ინფრასტრუქტურის დაფინანსება.
13,5 მლრდ ევროს ოდენობით კვლევის და ინოვაციის სფეროს დაფინანსება ევროპის მომავალში ჩადებულ ინვესტიციას წარმოადგენს. ის ხელს შეუწყობს მწვანე შეთანხმების ცხოვრებაში გატარებას, ევროპის ციფრული ტრანსფორმაციის განვითარებას და ევროპის უფრო სტაბილურ და კონკურენტუნარიან რეგიონად ქცევას.
მარგრეტ ვესტაგერი, ორგანიზაციის Europe Fit for the Digital Age აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი
მიზნობრივი დახმარება უკრაინას
უკრაინას მიზნობრივი დახმარება გაეწევა იმ 70 მილიონ ევროზე დამატებით, რომელიც 2022 წელს განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს მოხმარდა. ახალი ღონისძიებები მოიცავს: ევროპის კვლევით ინფრასტრუქტურაზე წვდომის გაუმჯობესებას უკრაინელი მეცნიერებისთვის, ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე უკრაინელი მეცნიერების მხარდაჭერას და უკრაინის რამდენიმე ქალაქის კლიმატისადმი ნეიტრალურ რეკონსტრუქციას ძალისხმევის EU Mission for Climate-Neutral and Smart Cities საშუალებით.
შემდეგი ნაბიჯები
პირველი კონკურსი ევროკავშირის დაფინანსების და ტენდერების პორტალზე 2022 წლის 7 დეკემბერს გაიხსნა. Horizon Europe-ის საინფორმაციო დღეები პოტენციური კონკურსანტებისთვის 2023 წლის 16 იანვრამდე ჩატარდა.