აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოდიაპაზონიანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) მე-8 შეხვედრა გაიმართება 2019 წლის 3-4 ოქტომბერს ჰერაკლიონში, საბერძნეთი. ღონისძიება ორგანიზებული იქნება დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოდიაპაზონიანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG), ხოლო დაფინანსებული – ევროკომისიის მიერ.
შეხვედრის პირველი დღე მიეძღვნება დამოუკიდებელ მარეგულირებელთა საკითხებს, ხოლო მეორე დღე – ფართოდიაპაზონიანი გადაცემის კარტოგრაფირებას. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა პროექტის EU4Digital გუნდის მიერ დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოდიაპაზონიანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის ექსპერტებთან თანამშრომლობით მომზადებული დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (NRA) შეფასების მეთოდოლოგიის განხილვა, შემდგომი ნაბიჯების შეთანხმება დამოუკიდებლობის შეფასების მეთოდოლოგიის დასამთავრებლად და დამოუკიდებლობის შეფასების საქმიანობის დაწყება.
გარდა ამისა, მონაწილეები ასევე წარმოადგენენ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტატუსს ექვს პარტნიორ ქვეყანაში, და საკანონმდებლო ინიციატივებს იმ მარეგულირებელი მმართველობის შესახებ, რომელიც განხორციელდა აპრილში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ. ჯგუფი ასევე განიხილავს 2019 წლის სამუშაო გეგმის მიმდინარე მდგომარეობას და სამუშაო გეგმის მონახაზს 2020 წლისთვის, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოყვანილი პროექტის EU4Digital და მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ წარმოდგენილ გეგმასთან; აღნიშნული გეგმა დაკავშირებულია ფართოდიაპაზონიანი გადაცემის განვითარებასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ღონისძიებაზე რეგისტრაციის საბოლოო თარიღია 15 სექტემბერი.