სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (SEWG) მე-9 შეხვედრა

  • თარიღი: 08/10/19 – 10/10/19
  • გააზიარეთ:

აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (SEWG) მე-9 შეხვედრა გაიმართება 2019 წლის 8-10 ოქტომბერს კიშინიოვში. ეს ღონისძიება ორგანიზებული იქნება მოლდოვის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეროვნული რეგულირების სააგენტოს (ANRCETI), როგორც მასპინძელი მხარის მიერ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით და ევროკომისიის მხარდაჭერით.  

სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (SEWG) მე-9 შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის შედეგების წარდგენა და განხილვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის შესაბამის სფეროებში 700 მჰც სიხშირის ზოლის გამონთავისუფლებასთან დაკავშირებით, და შემდგომი ნაბიჯების და პრიორიტეტების განხილვა რეგიონული სტრატეგიული გეგმის მოსამზადებლად 700 მჰც-ს გამონთავისუფლებისთვის.  

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ გამოსხივების ველის სიძლიერის განსაზღვრას, 5G დერეფნებს, 5G განხორციელებას და აუქციონებს, 3.4-3.8 გჰც საკითხებს, 5G სალიცენზიო ვალდებულებებს და სახელმწიფოთაშორისი კოორდინაციის ასპექტებს 5G ქსელებისთვის. 

მოვლენები

იხილეთ ყველა