საქართველოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საერთაშორისო გუნდის ნაწილი, რომელიც ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ახალ პროექტს ციფრული ინოვაციების დასაჩქარებლად სკოლებში.
ტალინის უნივერსიტეტი ესტონეთში კოორდინაციას უწევს პროექტს iHub4Schools ცხრა ბენეფიციარისგან შემდგარი გუნდით ნორვეგიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ფინეთიდან, შვეიცარიიდან, იტალიიდან, ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან.
1 იანვარს დაწყებული პროექტი იმუშავებს 30 თვის განმავლობაში და მისი მიზანი იქნება მექანიზმების შემუშავება მთელი სკოლის ციფრული ინოვაციის დასაჩქარებლად სკოლებში და სკოლების მასშტაბით. პროექტი ჩამოაყალიბებს რეგიონული ინოვაციის ჰაბებს ევროპის ხუთ ქვეყანაში საქართველოს ჩათვლით, მენტორობის მოდელის შექმნის მიზნით, რომლის პილოტირება განხორციელდება 600 მასწავლებლით 75 სკოლაში.
ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ მიერ დაფინანსებული პროექტი შეიმუშავებს მხარდაჭერის განსხვავებულ მექანიზმებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ციფრულ სფეროში კვალიფიცირებულ და ნაკლებად კვალიფიცირებულ მასწავლებლებს და სკოლებს შორის თანამშრომლობაზე ურთიერთსწავლების მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომების და ღონისძიებების მოწყობის გზით.