საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA), რომელიც არის განსაკუთრებული სახელმწიფო ორგანიზაცია ინოვაციური ეკოსისტემის მხარდასაჭერად, გამოაცხადა განაცხადების მიღება სტრატაპების თანადაფინანსების საგრანტო პროგრამაზე.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 28 დეკემბერი.
პროგრამის ამოცანაა ინოვაციის სტიმულირება და ინოვაციური საწარმოების შექმნა საქართველოს ეკონომიკაში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების განვითარების და კომერციალიზაციის გზით.
სტრატაპების თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა განისაზღვრება, როგორც მცირე თანადაფინანსების გრანტი დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის, რომლებიც იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ საქართველოში გასული ორი წლის განმავლობაში. განაცხადის შეტანა შეუძლიათ ასევე ფიზიკურ პირებს, მაგრამ შერჩევის შემთხვევაში მათ მოეთხოვებათ იურიდიული ბიზნეს-ერთეულის რეგისტრაცია კონტრაქტის ხელმოწერამდე.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ გაცემული სტარტაპების თანადაფინანსების გრანტებით შესაძლებელია დაიფაროს დამტკიცებული მთლიანი საპროექტო ბიუჯეტის მაქსიმუმ 90% 100,000 ლარამდე, ერთწლიანი საპროექტო პერიოდისთვის. საპროექტო ბიუჯეტის მინიმუმ 10% უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნაღდი ფულით აპლიკანტის ან სხვა, სასურველია კერძო წყაროებიდან, და არა სახელმწიფო გრანტებიდან.
აპლიკანტების რეგისტრაცია შესაძლებელია შემეგ ბმულზე: https://grants.gov.ge/en/Applicant?action=registerგაიგეთ მეტი