გაუმჯობესებული და უფრო იაფი ინტერნეტი კვლევისა და განათლებისთვის სამხრეთ კავკასიაში, პროექტის EaPConnect მხარდაჭერით

  • თარიღი: 06/11/19
  • გააზიარეთ:

სტუდენტები, მეცნიერები და აკადემიური პერსონალი  აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში შეძლებენ უკეთ ითანამშრომლონ საერთაშორისო დონეზე უფრო კონკურენტუნარიანი საბაზრო ფასების მქონე ინტერნეტის გაუმჯობესებული კავშირის საშუალებით, რაც მიღწეულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის Eastern Partnership Connect (EaPConnect) დახმარებით.

ინტერნეტ-კავშირის ფასები სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებისთვის სამხრეთ კავკასიაში 80-%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც 2016 წელს პროექტისთვის პირველად გამოცხადდა ტენდერი. ფასების აღნიშნულ შემცირებას ხელი შეუწყო პროექტის EaPConnect შესყიდვების საქმიანობამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამეცნიერო სრულყოფილების, კვლევის, განათლების და ინოვაციის პანევროპული ქსელი GÉANT. ახლა შესაძლებელია პროექტის EaPConnect პარტნიორების მიერ აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში დაზოგილი თანხის ინვესტირება იმ სერვისების და უნარების განვითარებაში, რომლებიც გააძლიერებს ეროვნულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელებს (NRENs), გააძლიერებს ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებს და მათ უნარს ითანამშრომლონ კოლეგებთან ევროპაში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში.

მდგრადობის და ციფრული უთანასწორობის გაუმჯობესება

EaPConnect ცდილობს მიაღწიოს უკეთეს კავშირს უფრო დაბალ ფასად, რადგან სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროსთვის განკუთვნილი მაღალსიჩქარიანი, უსაფრთხო ინტერნეტის ქსელები ქმნის საბაზო მომსახურებას, რომელსაც უზრუნველყოფს პროექტის პარტნიორი ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელები (NRENs).

„აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ფასების შემცირების ხელშეწყობით, პროექტის მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს უკეთესი მომსახურება, შეამციროს ციფრული უთანასწორობა აღმოსავლეთ პარტნიორობასა და სხვა ქვეყნებს შორის და ხანგრძლივად შეინარჩუნოს ეს დადებითი ეფექტები“, ამბობს GÉANT-ის წარმომადგენელი, პროექტის EaPConnect მენეჯერი ვერონიკა დი ლუნა.

რა შეიცვალა?

გეოპოლიტიკური შეზღუდვები, რთული რელიეფი და მომწოდებელთა შეზღუდული რაოდენობა განაპირობებდა მაღალ საბაზრო ფასებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. მაგრამ ბაზრებმა მოახდინეს რეაგირება პროექტის EaPConnect შესყიდვის უნარზე, როდესაც აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთისთვის მესამედ გამოცხადდა ტენდერი. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო მოთხოვნის გაზრდა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ამ ქვეყნებში, მანამდე არსებული შავი ზღვის საქართველოსკენ მიმავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის პოტენციალის გაუმჯობესება (ამ კავშირს ახორციელებს Caucasus Online), და ამ ბაზრებზე ახალი კონკურენტის – კომპანიის TransTeleCom – შემოსვლა, რომელმაც გახსნა ახალი გეოპოლიტიკური მარშრუტი.

2016 წლის შემდეგ აზერბაიჯანის საქართველოსა და სომხეთის მასშტაბით ფასები მთლიანობაში 83%-ით შემცირდა ქსელური კავშირის ერთ Gbps-ზე (გიგაბაიტი წამში). ყველაზე მკვეთრი შემცირება მოხდა აზერბაიჯანში, სადაც საწყისი თვიური ფასი – 21,500 ევრო ერთ Gbps-ზე ყველაზე მაღალი  იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის. საბოლოო თვიური ფასი აზერბაიჯანში ახლა ამ რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 7%-ია, ანუ 1,543 ევრო ერთ Gbps-ზე, რაც მესამე ყველაზე დაბალი ფასია ექვს ქვეყანას შორის. თვიური ფასი ერთ Gbps-ზე საქართველოში დაეცა 78.5%-ით, ხოლო სომხეთში – 62.5%-ით.

ქსელის შესყიდვების ამ უახლეს რაუნდში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

  • საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (GRENA), Georgia
    განახლდა ორი 1Gbps კავშირით ფრანკფურტსა და ბუდაპეშტში ერთი 1Gbps სარეზერვო ხაზით, ერთი 3Gbps კავშირით ფრანკფურტში პროვაიდერით Caucasus Online, პლუს ორი 1Gbps სარეზერვო ხაზი Caucasus Online-თან და Silknet-თან.
  • ASNET-AM, სომხეთი
    განახლდა 1Gbps ფრანკფურტის ხაზიდან 0.5Gbps ბექაფით, 2Gbps ხაზამდე ფრანკფურტისკენ მომწოდებლით TransTeleCom, პლუს 1Gbps ინტერნეტ-ბექაფი პროვაიდერით GNC-Alfa.
  • AzScienceNet, აზერბაიჯანი
    განახლდა 1Gbps ფრანკფურტის ხაზიდან და 0.5Gbps ინტერნეტ-ბექაფიდან, 3Gbps ფრანკფურტის ხაზამდე და 1Gbps ინტერნეტ-ბექაფამდე, ორივეს მომწოდებელია TransTeleCom.

თანამშრომლობა GÉANT საზოგადოებასა და კომერციულ პარტნიორებს შორის უმნიშვნელოვანესია ამ განახლებული ქსელის ხაზების წარმატებით განლაგებისთვის. GRENA-ს განახლება დასრულდა 2019 წლის 25 მაისს; ASNET-AM-ის განახლება დასრულდა  2019 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო AzScienceNet-ს განახლება უნდა დასრულდეს 2019 წლის ნოემბერში.

პროექტის EaPConnect მიზანია რეგიონული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის შექმნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ზოგადი ამოცანაა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში უთანასწორობის შემცირება, ინტრა-რეგიონული კავშირების გაუმჯობესება და ადგილობრივი მეცნიერების, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა გლობალურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო კოლაბორაციებში.

Press release

ახალი ამბები

იხილეთ ყველა