ციფრულ უნარებში არსებული განსხვავებების დაძლევა: პროგრამის EU4Digital კამპანია ე-უნარების საკითხზე

  • თარიღი: 15/07/21
  • გააზიარეთ:

ციფრული ტრანსფორმაცია უსწრაფესად ცვლის ეკონომიკურ ლანდშაფტს, და ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააძლიერა COVID-19-ის პანდემიამ, რომელმაც მრავალი ორგანიზაციის, მცირე და საშუალო საწარმოს და თუნდაც სახელმწიფო ხელისუფლების ციფრულ ტრანსფორმაციას მისცა მიმართულება. გარდა ამისა, პანდემიამ გამოააშკარავა ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ის სფეროები, რომლებიც გაუმჯობესებას მოითხოვს, და ამ სფეროებს შორის ადეკვატური ციფრული უნარების მნიშვნელობა გამოირჩევა.

ვინაიდან ქვეყნები ცდილობენ პანდემიის დაძლევას და საკუთარი ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას, პროგრამამ EU4Digital ჩაატარა კამპანია, რომლის მიზანია ციფრული უნარების მნიშვნელობის ხაზგასმა და იმის წარმოჩენა, თუ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს ე-უნარების განვითარებაში მზარდი ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ადგილობრივი პრესის და სოციალური მედიის საშუალებით მხარდაჭერილი კამპანია აგებული იყო ისტორიების ციკლზე, რომლებიც ადგილობრივ მედია-პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიქმნა. 

ამ ისტორიებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

კამპანიის მხარდამჭერი იყო სოციალური მედია ინფოგრაფიკის ვიდეორგოლების ციკლის საშუალებით, რომლებიც აშუქებდა ე-უნარების მნიშვნელობას და ამ სექტორის წარმატებულ ბენეფიციარებს.

გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში გაშუქდა პროგრამის EU4Digital ე-უნარების მიმართულების საქმიანობის ძირითადი სფეროები ინფოგრაფიკის საშუალებით, ხოლო ე-ბარათების კომპლექტით ამ საკითხთან დაკავშირებულ პრაქტიკულ შეკითხვებს გაეცა პასუხი.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა