ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის კარტირება: აღმოსავლეთ პარტნიორობის და მსოფლიო ბანკის ჯგუფის პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრის შედეგები

  • თარიღი: 16/03/20
  • გააზიარეთ:

2020 წლის 20-21 თებერვალს ვარშავაში, პოლონელი მარეგულირებლის – პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების სააგენტოს (UKE) სათაო ოფისში, ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის და მსოფლიო ბანკის პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის კარტირების საკითხზე.

სამუშაო შეხვედრა, ორგანიზებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, გააზიარებს ცოდნას ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის კარტირების რაობის და მისი განხორციელების შესახებ. ქვეყნების წარმომადგენლებმა ეროვნული პოლიტიკური და მარეგულირებელი უწყებებიდან ასევე წარმოადგინეს ინფორმაცია კარტირების საკუთარი ამოცანების შესახებ. ეს იქნება ინფორმაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის უწყვეტი ტექნიკური დახმარებისთვის პროგრამის EU4Digital ფარგლებში.

პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების სააგენტოს, გეოდეზიის და კარტოგრაფიის მთავარი სააგენტოს და კომპანიის “Orange Polska” ექსპერტებმა მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოებს პოლონეთი მისი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის კარტირებას. მათ მოიცვეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საკანონმდებლო ჩარჩო და ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე მოხსენებულ მონაცემთა ტიპი, და უჩვენეს შეკრებილი ინფორმაციის დასამუშავებელი კონკრეტული საშუალებების მაგალითები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლების, მსოფლიო ბანკის ჯგუფის გუნდის და პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების სააგენტოს ექსპერტების შეხვედრა დაეხმარა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრას.

სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან:  აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) სამიდან ერთი ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე  – დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი (IRB EWG) და მსოფლიო ბანკის და პორტუგალიური მარეგულირებლის  ANACOM წარმომადგენლები.

პრესრელიზი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა