5 ოქტომბერს ინიციატივის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებამ უმასპინძლა სასწავლო ვიზიტს ლიეტუვასა და ესპანეთში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები შეხვდნენ ევროკავშირის სტარტაპის ეკოსისტემის მშენებლებს. ღონისძიებაზე განიხილეს ეკოსისტემის განვითარების კოორდინირებული ორგანიზების მნიშვნელობა.
ღონისძიებას დაესწრო 70-მდე მონაწილე და 40 სხვადასხვა ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. დისკუსია წარიმართა სამინისტროების წარმომადგენლებთან და უწყებებთან ერთად, რომლებიც კოორდინირებას უწევენ ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ეკოსისტემის სხვა მოთამაშეები, კერძოდ, ინოვაციური, ფინანსური მხარდაჭერის და საკონსულტაციო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ სტარტაპის ეკოსისტემების გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ღონისძიება გახსნა პროგრამა EU4Digital გუნდის ხელმძღვანელის მოადგილემ რუტა სალვიტე-ტამოსიუნიენემ, რომელმაც მონაწილეებს გააცნო პროგრამა EU4Digital და ქსელური ღონისძიების მიზნები. საპროგრამო მოხსენება „სტარტაპის ეკოსისტემის მშენებლის მნიშვნელობა, როლი და აღიარება აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“ გააკეთა პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების წამყვანმა ექსპერტმა ხესუს ლოზანომ. მან ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეფექტიანობაზე სტარტაპების ზრდის კუთხით გაყიდვების, მოგების და ბაზრების საშუალებით, რაც ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია და მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემების გასააქტიურებლად. ხესუს ლოზანომ სტარტაპის ეკოსისტემის მშენებლების საქმიანობის მთავარ პრინციპებთან ერთად წარმოადგინა მათი მნიშვნელოვანი როლი ეკოსისტემების შექმნის, გაძლიერების და განვითარების საკითხში თავისი სიტყვის შემაჯამებელ ნაწილში მან დამსწრეებს შესთავაზა საშუალებები ამგვარი ეკოსისტემების მაკოორდინირებელი ორგანიზაციების გასაძლიერებლად, რომლებიც შეიძლება მუშაობდნენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში; ეს საშუალებია: „ნდობის გამოცხადება და გადაწყვეტილების მიღების მანდატი მთავრობისგან, ასევე ეკოსისტემის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა და მისი ანალიზი, რის შედეგი იქნება საუკეთესო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება სტარტაპის ეკოსისტემის განვითარების საკითხებზე“.
შემდე დაიწყო ვირტუალური ვიზიტი ლიეტუვაში, რომლის მოდერატორი იყო პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე რუტა სალვიტე-ტამოსიუნიენე. ამ სესიაზე მონაწილეებმა მოისმინეს სტარტაპის ეკოსისტემის შექმნის და განვითარების კომპლექსური მიმოხილვა ფოკუსირებით წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური სტარტაპების ბაზრის განვითარებაზე. ეს სესია დაიწყო ლიეტუვის ეკონომიკის და ინოვაციების სამინისტროს ინოვაციების და მრეწველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რიჩარდას ვალანჩიაუსკასის პრეზენტაცით „ინოვაციების და სტარტაპების მხარდაჭერა ლიეტუვაში“. რიჩარდას ვალანჩიაუსკასმა დამსწრეებს გააცნო სტარტაპის ეკოსისტემის განვითარების ძირითადი ინსტრუმენტები, მათ შორის ინოვაციების პოლიტიკის განმახორციელებელი სააგენტოები, სპეციალური სამსახურები და დაფინანსების საშუალებები. მან ხაზი გაუსვა ლიეტუვის ინოვაციების ცენტრის და მეცნიერების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს როლს, რომლებიც საკონსულტაციო მხარდაჭერას უწევენ მთავრობას და ბიზნესს არსებული საგადასახადო შეღავათების, ტექნოლოგიური კომპანიების დაარსების, კლასტერების შექმნის და განვითარების, და სხვა სამსახურების თაობაზე. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო მომავალი ინოვაციების სააგენტოს სანიმუშო ოპერაციები, რადგან ლიეტუვამ განსაზღვრა სპეციალური ორგანიზაციის აუცილებლობა ეკოსისტემაში შექმნილი ინოვაციებისთვის. მონაწილეები ასევე დაინტერესდნენ ეკოსისტემის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებით, რომელიც ორიენტირებულია სტარტაპების ხარისხსა და განვითარებაზე, და არა რაოდენობაზე; ამისათვის გამოყენებული იყო საქმიანობის შემდეგი ძირითადი მაჩვენებლები: სტარტაპების წვლილი მთლიან შიდა პროდუქტში (GDP), ექსპორტში, დასაქმებულთა რაოდენობაში და სხვა.
შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია საკითხზე „ლიეტუვის სტარტაპის ეკოსისტემის ზრდა და მხარდაჭერა“, რომელიც წარმოადგინა Startup Lithuania-ს ხელმძღვანელმა რობერტა რუდოკიენემ. მან განიხილა ორგანიზაციის „Startup Lithuania“ ძირითადი მაკოორდინირებელი პრინციპები – ეკოსისტემის მონაწილეთა მხარდაჭერა და ეკოსისტემის საქმიანობის კონტროლი და შეფასება. დისკუსიის პროცესში მონაწილეებს გააცნეს ორგანიზაციის „Startup Lithuania“ კონკრეტული მეთოდები, მაგ. გრანტი თანაავტორებისთვის, პრე-აქსელერაციის კურსი და სექტორთაშორისი ჰაკათონების მოწყობა.
სტარტაპის ეკოსისტემების მხარდაჭერის საკითხის შემდეგ დეტალურად განიხილეს ფინანსური და ტექნიკური სტარტაპების განვითარება და სარეგულაციო მხარდაჭერა ლიეტუვაში. ამ საკითხებზე ისაუბრა ლიეტუვის ბანკის ფინანსური სერვისების და ბაზრების ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორმა რუტა მერკევიჩიუტემ. თავის პრეზენტავიაში „ფინტექის და ინოვაციების პოლიტიკა ლიეტუვაში: შესაძლებლობების დაბალანსება და რისკების შემცირება“ რუტა მერკევიჩიუტემ მიმოიხილა ფინტექ-სტარტაპების ინსტრუმენტების ნაკრები, მათ შორის სარეგულაციო კონტროლირებადი გარემო ბაზრის ახალი მოთამაშეების საკონსულტაციოდ რეგულირების საკითხებზე და მათი ბიზნეს-მოდელების განხორციელების შესაძლებლობის შეფასება, ლიცენზიების გაცემის მხარდაჭერა ფინტექ-სერვისების პროვაიდერებისთვის, და ინოვაციური მიდგომები ფინტექ-სტარტაპების ზედამხედველობის სფეროში. ღონისძიების მონაწილეთა კითხვების პასუხად რუტა მერკევიჩიუტემ განმარტა შემდეგი საკითხები: „ფინტექის“ მნიშვნელობა, ლიეტუვის ბანკის მიერ ლიცენზირებისთვის გამოყენებული სტრატეგია და ფინტექ-გადაწყვეტილებების რისკების მართვა სამთავრობო უწყებების მიერ.
მეორე სესიაზე, რომლის მოდერატორი იყო პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების წამყვანი ექსპერტი ხესუს ლოზანო, მონაწილეებს გააცნეს ეკოსისტემების მშენებლები ესპანეთიდან. მათ ისაუბრეს ეკოსისტემის სხვადასხვა სფეროების განვითარებიდან (კერძოდ, განათლების, ფინანსების და რესურსების/საშუალებების ხელმისაწვდომობა) მიღებულ გამოცდილებაზე. „მოგზაურობა“ დაიწყო ევროპული ბიზნესის და ინოვაციის ცენტრების ეროვნული ასოციაციის (ANCES) დირექტორმა ალვარო სიმონ დე ბლასმა, რომელმაც წარმოადგინა ინოვაციური საშუალებების განვითარება სტარტაპებისთვის ესპანეთში „ესპანეთის ბიზნესის და ინოვაციის ცენტრების ეროვნული ასოციაცია“. მან განმარტა, თუ როგორ მოახერხა ევროპული ბიზნესის და ინოვაციის ცენტრების ეროვნული ასოციაციამ (ANCES) მეცენატი ინვესტორების ქსელთან (EBN) და ესპანეთის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად, დახმარებოდა 30-ზე მეტი ბიზნეს-ინოვაციის ცენტრის პოტენციალის შექმნას. გარდა ამისა, მან ისაუბრა დაფინანსების და ღია ინოვაციის ინსტრუმენტების, შიდა ტრენინგის აკადემიის, და ტექნოლოგიური კომპანიების სავაჭრო ნიშნების სერთიფიკაციის საკითხებზე. დასასრულს, ევროპული ბიზნესის და ინოვაციის ცენტრების ეროვნულმა ასოციაციამ (ANCES) დაადასტურა, რომ მზად არის ითანამშრომლოს აღმოსავლეთ პარტნიორის ქვეყნების მთავრობებთან ბიზნეს-ინოვაციის ცენტრების პოტენციალის შექმნაზე.
შემდეგ ეროვნული ინოვაციის საწარმოს (ENISA), ოპერატიული და სტრატეგიის მიმართულების უფროსმა სპეციალისტმა ჯორდი გარსიამ ისაუბრა „სამეწარმეო და ინოვაციის ეკოსისტემებზე“ და მის განვითარებაზე დაფინანსების საშუალებით. მან მონაწილეებს გააცნო ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს (ENISA) როლი – ეს არის ეკონომიკურად დასაბუთებული პროექტების ერთ-ერთი მთავარი პროვაიდერი დაფინანსების სხვადასხვა პროგრამებს შორის. ეს პროგრამები გამიზნულია მეწარმეებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის; მათ აქვთ სპეციალური ინსტრუმენტები ქალი-მეწარმეებისთვის ციფრულ სექტორში, და აგრო-სასურსათო მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციისთვის. თავისი მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური საჭიროებების საკითხებზე, ENISA ასევე მხარს უჭერს კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სტარტაპებს და „სტარტაპის ქვეყნის სტრატეგიას“ . ENISA-მ მოუწოდა მონაწილეებს გამოიყენონ საგარეო ვაჭრობის ესპანური ინსტიტუტის ICEX, ან ორგანიზაციის NESTA ინოვაციების განვითარების ლაბორატორიების ჩარჩო, და დაიწყონ თანაინვესტირების პოტენციური პროგრამები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ესპანეთში ვირტუალური სასწავლო ვიზიტის თემა იყო განათლების, კვლევის და განვითარების ხელმისაწვდომობის საკითხი სტარტაპებისთვის. სალამანკის უნივერსიტეტის ბიოინფორმატიკის, ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემების და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების (BISITE) სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა ხუან მანუელ კორჩადო როდრიგესმა გააკეთა პრეზენტაცია საკითხზე „სამეცნიერო კვლევითი გარემოს ჩამოყალიბება ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის“. მან განმარტა, თუ როგორ ვითარდება საგნების ინტერნეტის ციფრული ინოვაციის ჰაბი BISITE-ს საფუძველზე და 40-მდე სამრეწველო პარტნიორთან თანამშრომლობით, რაც ხელს უწყობს ღია ინოვაციის ეკოსისტემის შემქნას სალამანკის რეგიონში. გარდა ამისა, ბიოინფორმატიკის, ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემების და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების (BISITE) აქსელერატორი ხელს უწყობს ტექნოლოგიების ტრანსფერს და დამატებითი კერძო სარგებლის შექმნას; ეს ეხმარება სალამანკის უნივერსიტეტს საქმიანობის მდგრადობის უზრუნველყოფაში.
სესიის ბოლო ნაწილი დაეთმო ქსელურ აქტივობას და მონაწილეთა დისკუსიას იმის შესახებ, თუ რა სახის საუკეთესო პრაქტიკის და მიღებული ცოდნის გამოყენება შეიძლება სტარტაპის ეკოსისტემების განვითარებისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. შემაჯამებელი შენიშვნა: სტარტაპის ეკოსისტემების განვითარებისთვის უმთავრესია კოორდინირებული მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსების, რესურსების, ბაზრის და ცოდნის ხელმისაწვდომობას ეკოსისტემის მონაწილეებისთვის. ყურადღება უნდა გამახვილდეს სტარტაპის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე, სტარტაპების პოტენციალის განვითარების და კონვერსიის დადებითი მაჩვენებლის უზრუნველყოფის მიზნით.
Presentations