ციფრული ნდობის განვითარება ე-ხელმოწერის საპილოტე ინიციატივით

  • თარიღი: 15/12/20
  • გააზიარეთ:

უეცარმა გადასვლამ დისტანციურ საქმიანობაზე გამოიწვია ის, რომ ბევრმა ჩვენთაგანმა ხელმეორედ გაიაზრა მეთოდი, რომლითაც გარემომცველ სამყაროსთან ვურთიერთობთ, და ციფრული ნდობის სერვისების მნიშვნელობა, რომლებიც წარმოადგენს სანდო და უსაფრთხო ურთიერთობის ძირითად ხელშემწყობ ფაქტორს ციფრულ სივრცეში. მიმდინარე წლის მარტიდან ივნისამდე, როდესაც მკაცრი იზოლაციის რეჟიმი მთელ მსოფლიოში იყო დაწესებული, ყოველთვიური ელექტრონული ხელმოწერების რიცხვი “EU Sign”-ის გამოყენებით 600 პროცენტით გაიზარდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ონლაინ სამუშაოზე გადასვლა, როგორც კატალიზატორი ცვლილების განსახორციელებლად ციფრული ნდობის სერვისებში.

მიმდინარე მდგომარეობა ციფრული ნდობის სერვისებში

ე-ხელმოწერები ევროკავშირში რეგულირდება ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის და ნდობის სამსახურების (eIDAS) რეგულაციით, რომელიც აწესებს ერთ ჩარჩოს ელექტრონული იდენტიფიკაციისა (eID) და ე-ხელმოწერებისთვის (ელექტრონული ხელმოწერები) ევროკავშირის 27 ქვეყანაში. ე-ხელმოწერებთან დაკავშირებული ტექნოლოგიური მოწყობა, ნდობის სერვისები და ადგილობრივი კანონმდებლობა ძალიან განსხვავებულია როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში, ისე ევროკავშირის ქვეყნებისგან.

მიმდინარე მდგომარეობის შესაფასებლად ამ ქვეყნებში, პროგრამამ EU4Digital დაასრულა ციფრული ნდობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისების ტექნოლოგიური მზადყოფნის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამით აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი შეფასდა ორგანიზაციული, საკანონმდებლო და ტექნოლოგიური პერსპექტივიდან. ე-ხელმოწერის ორმხრივი აღიარებისთვის, ე-ხელმოწერის შესაქმნელი მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს, როგორც ეს განსაზღვრულია ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის და ნდობის სამსახურებით (eIDAS), მაგრამ შეფასებამ გამოავლინა, რომ ამჟამად გამოყენებული საშუალებები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამჟამად სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული იდენტიფიკაცია და ე-ხელმოწერა აუცილებელია მრავალ მნიშვნელოვან სფეროში, კერძოდ, მონაცემთა კონფიდენციალურობის და დაცვის სფეროებში.

ე-ხელმოწერის საპილოტე ინიციატივა

ე-ხელმოწერის საპილოტე ინიციატივა, რომლის მენეჯმენტს ახორციელებს პროგრამა EU4Digital, ამჟამად ატარებს სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერის ფუნქციონირების გამოცდას აღმოსავლეთ პარტნიორობის შერჩეულ ქვეყნებს შორის. ე-ხელმოწერის პილოტირება ხორციელდება უკრაინას და ესტონეთს შორის (აღმოსავლეთ პარტნიორობა – ევროკავშირი), და უკრაინას და მოლდოვას შორის (აღმოსავლეთ პარტნიორობა – აღმოსავლეთ პარტნიორობა). სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერის პილოტირება, რომელიც 2020 წლის აპრილში დაიწყო, მოიცავს დროის შტამპის დასმას, დადასტურების მექანიზმებს, სერთიფიკაციის სტატუსის შემოწმებას, და ატარებს კვალიფიცირებული ელექტრონული ხელმოწერის (ციფრული ხელმოწერის) გადაწყვეტის ტესტირებას პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ციფრული ნდობის სერვისების ორმხრივი აღიარების მისაღწევად ე-ხელმოწერის პილოტირების აქტივობა გააშუქებს ტექნიკურ და საორგანიზაციო სახელმწიფოთაშორის ასპექტებს. სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერა არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ერთიანი ციფრული ბაზრის გასაფართოებლად აღმოსავლეთ სამეზობლოში, და ამიტომ პროგრამა EU4Digital მთელი პროცესის განმავლობაში განსაზღვრავს და მხარს დაუჭერს ე-ხელმოწერის სრულმასშტაბიანი განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. გარდა ამისა, პროგრამის EU4Digital მიზანია უწყვეტობა, და ამიტომ პროექტის ექსპერტები შეიმუშავებენ რეგიონულ სტრატეგიული გეგმას და ეროვნულ სამოქმედო გეგმებს ელექტრონული იდენტიფიკაციის საშუალებების ორმხრივი აღიარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის და ნდობის სამსახურების (eIDAS) და ევროკავშირის acquis  სრულად დაკმაყოფილების საფუძველზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

Read more: Between which countries is EU4Digital piloting eSignatures? What will this actually involve?

ახალი ამბები

იხილეთ ყველა