კიშინიოვი აღმოსავლეთ პარტნიორობის რადიოსიხშირის სპექტრის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს

  • თარიღი: 27/10/19
  • გააზიარეთ:

8-დან 10 ოქტომბრამდე მოლდოვას ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეროვნულმა მარეგულირებელმა სააგენტომ (ANRCETI) უმასპინძლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg Network) ექსპერტთა ჯგუფის მე-9 შეხვედრას რადიოსიხშირის სპექტრის საკითხებზე (SEWG).

ღონისძიება ორგანიზებული იყო სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (SEWG) თავმჯდომარის პოსტზე მყოფ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასთან (GNCC) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით.

შეხვედრას დაესწრნენ ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების სპეციალისტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნიდან, ამ დარგის ექსპერტები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან (რუმინეთი, ლიტვა, ლატვია, უნგრეთი სლოვაკეთი, საფრანგეთი, შვეიცარია და შვეცია) და პროგრამის EU4Digital ექსპერტები.

სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (SEWG) შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის შედეგების წარდგენა და განხილვა 700 მჰც და 3400-3800 მჰც სიხშირის ზოლებზე; აღნიშნული სიხშირეები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მობილური ქსელების განვითარებისთვის 5G ტექნოლოგიის საფუძველზე.

ამჟამად მოლდოვის რესპუბლიკაში 3400-3800 მჰც სიხშირის ზოლი უფასოა და შეიძლება გამოყენებული იყოს ამ მიზნებისთვის, ხოლო 700 მჰც ზოლი მიკუთვნებულია სახმელეთო სატელევიზიო მომსახურებისთვის ანალოგურ ფორმატში – მისი განაწილება შესაძლებელი იქნება, როგორც კი დამთავრდება გადასვლა ციფრულ ტელევიზიაზე.

გარდა ამისა, განხილული იქნა გამოსხივების ველის ენერგიასთან დაკავშირებული საკითხები, 5G დერეფნები, 5G ტენდერების ჩატარება და ორგანიზება, სალიცენზიო ვალდებულებები და სახელმწიფოთაშორისი საკოორდინაციო პროცედურები 5G ქსელებისთვის.

ეს საქმიანობა მიმდინარეობს EU4Digital ინიციატივასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლის ფარგლებში ევროკავშირი ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს როუმინგის ტარიფების შემცირებაში, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ელექტრონული სერვისების გავრცელებაში, ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაციაში საზოგადოების მასშტაბით, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და ციფრული უნარების განვითარებაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) ჯგუფი დაარსდა 2012 წელს კიშინიოვში ევროკავშირის მხარდაჭერით. ჯგუფის მისიაა ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის უზრუნველყოფა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებლებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საკანონმდებლო ჩარჩოს ჰარმონიზაცია ევროკავშირის სტანდარტებთან და ევროპული რეგულირების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება.Press release

ახალი ამბები

იხილეთ ყველა