ცოდნის გაზიარება “ქლაუდ” პლატფორმების გამოყენების საკითხებზე სამეცნიერო კვლევებსა და განათლებაში იყო ძირითადი საკითხი, განხილული ორდღიან სემინარზე, რომელიც ჩატარდა 21-22 ნოემბერს რომში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Eastern Partnership Connect (EaPConnect) პროექტის და იტალიის ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის (NREN) GARR ორგანიზებით.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – სომხეთის (ASNET AM), აზერბაიჯანის (AzScienceNet), ბელარუსის (BASNET), საქართველოს (GRENA) და მოლდოვის რესპუბლიკის (RENAM) ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების (NREN) წარმომადგენლებმა.
პროგრამაში შეტანილი იყო პრეზენტაციები პრაქტიკული მაგალითებით, რომლებიც წარმოადგინეს GARR-ის “ქლაუდის” ადმინისტრატორებმა და ექსპერტებმა, ასევე დისკუსიები მრგვალი მაგიდის გარშემო შეკითხვების, საერთო გამოწვევების და საუკეთესო პრაქტიკის განსახილველად. სემინარის მთავარი ამოცანა იყო გამოცდილების გაზიარება ამ სფეროში და რეკომენდაციების მიცემა იმ ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელებისთვის (NREN), რომლებიც არ სთავაზობენ “ქლაუდის” სერვისებს საკუთარ მომხმარებელს, ან რომლებსაც სურთ საკუთარი სერვისების გაფართოვება.
AzScienceNet-ის ადმინისტრატორმა თურალ მუსტაფაევმა აღნიშნა: “სემინარში მონაწილეობის ძირითადი დადებით მხარე იყო გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ახლახან დავიწყეთ ჩვენი OpenStack “ქლაუდის” გარემოს განლაგება, სემინარზე კი დემონსტრირებული იყო OpenStack-ის მარტივი, სწრაფი და ავტომატიზებული ინსტალაციის პროცესი. ვფიქრობთ, რომ ეს სემინარი დააჩქარებს ჩვენს განლაგების პროცესს და გაცილების გაამარტივებს მას”.
საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციაციის (GRENA) წარმომადგენელმა ცოტნე გოზალიშვილმა აღნიშნა, რომ ““ქლაუდის” ინფრასტრუქტურის და სერვისების მონიტორინგის შესწავლა საინტერესო და ინფორმაციული იყო”, ხოლო მისმა კოლეგამ თემურ მაისურაძემ დასძინა: “OpenStack დისკუსია განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ეს ძალიან დაგვეხმარება ჩვენს მომავალ მუშაობაში”.
სემინარი ორგანიზებული იყო პროექტის EAPConnect საქმიანობის ფარგლებში უნარების და პოტენციალის შესაქმნელად პარტნიორ ქვეყნებში, ხოლო უფრო ფართო ამოცანაა ამ ქვეყნების ინტეგრირება პანევროპულ GÉANT ქსელში და ადგილობრივ მეცნიერებთან, სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე საზიარო სერვისების განლაგების გზით.
პროექტის EaPConnect მიზანია რეგიონული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის შექმნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ზოგადი ამოცანაა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში უთანასწორობის შემცირება, ინტრა-რეგიონული კავშირების გაუმჯობესება და ადგილობრივი მეცნიერების, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა გლობალურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო კოლაბორაციებში.