კორონავირუსი: ევროკავშირის ონლაინ სასწავლო რესურსები

  • თარიღი: 28/04/20
  • გააზიარეთ:

COVID-19 პანდემიამ და სახელმწიფოების მიერ ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით მიღებულმა ზომებმა სერიოზული დარღვევები გამოიწვია განათლების და ტრენინგის სფეროში, და შეუძლებელი გახადა მოსწავლეების, მასწავლებლების და განათლების დარგის მუშაკების მობილობა მთელ ევროპაში.

მოსწავლეების, მასწავლებლების და განათლების დარგის მუშაკების დასახმარებლად საგანმანათლებლო და ტრენინგის აქტივობების გაგრძელების მიზნით აღნიშნული შეზღუდვის პერიოდში, ევროკავშირს აქვს ელექტრონული სწავლების მასალები, რომლებიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში. 

ეს ონლაინ საშუალებები სხვადასხვა საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება:

  • სხვადასხვა ადგილებზე მყოფი განათლების დარგის მუშაკების და მოსწავლეების ერთმანეთთან დაკავშირება
  • იმ ინფორმაციასა და გარემოზე წვდომა, რომლებიც ჩვეულებრივ არ არის ხელმისაწვდომი ყველა სახლში და დაწესებულებაში
  • განათლების სფეროს მუშაკების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა მოქნილი გზით.

ხელმისაწვდომი ონლაინ სასწავლო მასალები მოიცავს შემდეგს:

2020 წლის შუა პერიოდისთვის დაგეგმილი ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის განხილვა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ონლაინ სწავლების განვითარებას განათლების სხვადასხვა დონეზე ევროპაში.

გაიგეთ მეტი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა