კორონავირუსის პასუხად: 56 მილიონი ევრო გადაწყვეტებისთვის სამედიცინო ტექნოლოგიების, ციფრული საშუალებების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით

  • თარიღი: 21/05/20
  • გააზიარეთ:

19 მაისს გამოცხადდა პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ სამედიცინო ტექნოლოგიების, ციფრული მეთოდების და ხელოვნური ინტელექტის ანალიტიკის ახალი კონკურსი 56 მილიონი ევროს ბიუჯეტით; მისი მიზანია სამედიცინო ტექნოლოგიებზე, ციფრულ მეთოდებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ახალი გადაწყვეტების სწრაფი დანერგვა კორონავირუსის კრიზისზე რეაგირების პოტენციალის გასაზრდელად, აღდგენის გასაუმჯობესებლად და მომავალი ამგვარი კრიზისების და ტალღებისთვის უკეთ მოსამზადებლად. კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

ეს კონკურსი წარმოადგენს 122 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ინტერესის გამოხატვისათვის მიწვევის  ნაწილს, რომელიც მობილიზებულია ევროკომისიის კვლევის და ინოვაციის პროგრამიდან ჰორიზონტი 2020 კორონავირუსის საწინააღმდეგო გადაუდებელი საქმიანობისთვის. ეს მიწვევა ასევე ეხება წარმოების პროფილის შეცვლას სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო მასალებით და აღჭურვილობით უზრუნველყოფის, პანდემიის ქცევითი, სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესწავლის და COVID-19-ის პანევროპული კოჰორტების ჩამოყალიბების მიზნით.

ინოვაციური გადაწყვეტების მხარდაჭერა კორონავირუსის კრიზისის პერიოდში

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მოწინავე ტექნოლოგიების დიდი ნაწილი უკვე გამოიყენება, ან ხდება მათი პროფილის შეცვლა, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს მოიცავს შემდეგს: ხელოვნური ინტელექტი, რობოტექნიკა, მიკო/ნანო/კიბერ-ფიზიკური სისტემები; ბიო-ფოტოელექტრონიკა, გრაფენი ან მასთან დაკავშირებული მასალები; მონაცემები, ხელოვნური ინტელექტი და რობოტექნიკა; ე-ჯანმრთელობა, ტელემედიცინა და ციფრული მეთოდები.

ხდება ზოგიერთი არსებული პროექტის ადაპტაცია ამ მიზნით, მაგ. რობოტექნიკის ინოვაციური მეთოდების დანერგვა ჯანდაცვაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში “DIH-HERO: Digital Innovation Hubs in Healthcare Robotics”. სხვა ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებული იყოს პათოგენების აღმოსაჩენად სულ რამდენიმე წუთში, ზედაპირების სტერილიზაციის და პროცესების ავტომატიზაციისთვის, უკეთესი დაცვის საშუალებების, მაგ. ნიღბების შესაქმნელად, და მონაცემთა ანალიზისთვის შემთხვევების და დაავადების გავრცელების დასადგენად ხელოვნური ინტელექტის საშუალებით.

ბევრმა მთავრობამ, კომპანიამ და სამოქალაქო მოძრაობამ განავითარა
მ-ჯანმრთელობის ინიციატივები მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირების და კრიზისული სიტუაციის მართვის მხარდასაჭერად. ევროპულ დონეზე შემუშავებული ზოგიერთი ინიციატივის არასრული კომპილაციით შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი mHealth Hub

სწრაფი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი შედეგები ყველასთვის

წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადაა 2020 წლის 11 ივნისი, შედეგების სწრაფად მიღებაზე ორიენტირების მიზნით.  ახალი გადაწყვეტები უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი ფიზიკურად და ფინანსურად, კორონავირუსის გლობალური პასუხის პრინციპების შესაბამისად. ამ მიზნით ევროკომისია საგრანტო შეთანხმებებში ჩართავს მონაცემთა უსწრაფესი ერთობლივი გამოყენების მუხლებს შედეგების დაუყოვნებელი დანერგვის უზრუნველსაყოფად.

დამატებით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ევროკომისია წევრი სახელმწიფოების მხარდასაჭერად Covid-19 წინააღმდეგ ბრძოლაში ისეთი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა მონაცემები, სუპერკომპიუტერები და ხელოვნური ინტელექტი, ხელმისაწვდომია ამ ვებგვერდზე.

პრესრელიზი


ახალი ამბები

იხილეთ ყველა