კორონავირუსის პასუხად: 56 მილიონი ევრო გადაწყვეტებისთვის სამედიცინო ტექნოლოგიების, ციფრული საშუალებების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
თარიღი: 21/05/20
19 მაისს გამოცხადდა პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ სამედიცინო ტექნოლოგიების, ციფრული მეთოდების და ხელოვნური ინტელექტის ანალიტიკის ახალი კონკურსი 56 მილიონი ევროს ბიუჯეტით; მისი მიზანია სამედიცინო ტექნოლოგიებზე, ციფრულ მეთოდებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ახალი გადაწყვეტების სწრაფი დანერგვა კორონავირუსის კრიზისზე რეაგირების პოტენციალის გასაზრდელად, აღდგენის გასაუმჯობესებლად და მომავალი ამგვარი კრიზისების და ტალღებისთვის უკეთ მოსამზადებლად. კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
ეს კონკურსი წარმოადგენს 122 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ინტერესის გამოხატვისათვის მიწვევის ნაწილს, რომელიც მობილიზებულია ევროკომისიის კვლევის და ინოვაციის პროგრამიდან ჰორიზონტი 2020 კორონავირუსის საწინააღმდეგო გადაუდებელი საქმიანობისთვის. ეს მიწვევა ასევე ეხება წარმოების პროფილის შეცვლას სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო მასალებით და აღჭურვილობით უზრუნველყოფის, პანდემიის ქცევითი, სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესწავლის და COVID-19-ის პანევროპული კოჰორტების ჩამოყალიბების მიზნით.
ინოვაციური გადაწყვეტების მხარდაჭერა კორონავირუსის კრიზისის პერიოდში
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მოწინავე ტექნოლოგიების დიდი ნაწილი უკვე გამოიყენება, ან ხდება მათი პროფილის შეცვლა, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს მოიცავს შემდეგს: ხელოვნური ინტელექტი, რობოტექნიკა, მიკო/ნანო/კიბერ-ფიზიკური სისტემები; ბიო-ფოტოელექტრონიკა, გრაფენი ან მასთან დაკავშირებული მასალები; მონაცემები, ხელოვნური ინტელექტი და რობოტექნიკა; ე-ჯანმრთელობა, ტელემედიცინა და ციფრული მეთოდები.
ხდება ზოგიერთი არსებული პროექტის ადაპტაცია ამ მიზნით, მაგ. რობოტექნიკის ინოვაციური მეთოდების დანერგვა ჯანდაცვაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში “DIH-HERO: Digital Innovation Hubs in Healthcare Robotics”. სხვა ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებული იყოს პათოგენების აღმოსაჩენად სულ რამდენიმე წუთში, ზედაპირების სტერილიზაციის და პროცესების ავტომატიზაციისთვის, უკეთესი დაცვის საშუალებების, მაგ. ნიღბების შესაქმნელად, და მონაცემთა ანალიზისთვის შემთხვევების და დაავადების გავრცელების დასადგენად ხელოვნური ინტელექტის საშუალებით.
ბევრმა მთავრობამ, კომპანიამ და სამოქალაქო მოძრაობამ განავითარა მ-ჯანმრთელობის ინიციატივები მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირების და კრიზისული სიტუაციის მართვის მხარდასაჭერად. ევროპულ დონეზე შემუშავებული ზოგიერთი ინიციატივის არასრული კომპილაციით შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი mHealth Hub.
სწრაფი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი შედეგები ყველასთვის
წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადაა 2020 წლის 11 ივნისი, შედეგების სწრაფად მიღებაზე ორიენტირების მიზნით. ახალი გადაწყვეტები უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი ფიზიკურად და ფინანსურად, კორონავირუსის გლობალური პასუხის პრინციპების შესაბამისად. ამ მიზნით ევროკომისია საგრანტო შეთანხმებებში ჩართავს მონაცემთა უსწრაფესი ერთობლივი გამოყენების მუხლებს შედეგების დაუყოვნებელი დანერგვის უზრუნველსაყოფად.
დამატებით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ევროკომისია წევრი სახელმწიფოების მხარდასაჭერად Covid-19 წინააღმდეგ ბრძოლაში ისეთი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა მონაცემები, სუპერკომპიუტერები და ხელოვნური ინტელექტი, ხელმისაწვდომია ამ ვებგვერდზე.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.