ევროპის საბჭო იწყებს ვებინარებს კიბერდანაშაულის საკითხებზე

  • თარიღი: 24/04/20
  • გააზიარეთ:

ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამის ოფისმა (C-PROC) შექმნა ვებინარების პროგრამა საკუთარი აუდიტორიისთვის და აგრძელებს მუშაობას სისხლის სამართლის უწყებების პოტენციალის გაძლიერებაზე მთელ მსოფლიოში.

ვებინარების სერიიდან პირველის თემა იქნება კიბერდანაშაულის კანონმდებლობის მდგომარეობა გლობალურად და ის ჩატარდება ორშაბათს, 27 აპრილს, დილის 9 საათზე გრინვიჩის დროით.

იხილეთ ვებინარის ვებგვერდი და გაიარეთ რეგისტრაცია ვებინარის თითოეულ გვერდზე ონლაინ ფორმის საშუალებით.

ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამის ოფისი (C-PROC) ახორციელებს პროექტს CyberEast ინიციატივის EU4Digital ფარგლებში. პროექტის მიზანია საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩოების დამტკიცება ბუდაპეშტის კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის და შესაბამისი ინსტრუმენტების საფუძველზე, სასამართლო და სამართალდამცავი უწყებების პოტენციალის და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებით, ასევე ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის და ნდობის გაძლიერებით სისხლის სამართლის, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების სფეროში, მათ შორის სერვისის პროვაიდერებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის.

Press release


ახალი ამბები

იხილეთ ყველა