- e-Comerț
- e-Competențe
- e-Sănătate
- EaPConnect
- eHealth
- Elektron etimad
- Elektron səhiyyə
- Elektron ticarət
- eTrade
- ICT innovation
- ICT ინოვაციები
- ICT ინოვაციები
- İKT-nin innovativ inkişafı
- Inovarea în domeniul TIC
- Normele în domeniul telecomunicațiilor
- Telecom rules
- Telekommunikasiya qaydaları
- Електронна довіра
- Електронна торгівля
- Инновации в сфере ИКТ
- Інавацыі ў сферы ІКТ
- Інновації в сфері ІКТ
- Лічбавыя навыкі
- Нормы тэлекамунікацыйнага сектара
- Электронная ахова здароўя
- Электронная торговля
- Электронное здравоохранение
- Электронны гандаль
- ე-ჯანმრთელობის ქსელი
- ელ-სანდოობა
- ელექტრონული ვაჭრობა
- ელექტრონული ვაჭრობა
- ელექტრონული უნარები
- ელექტრონული ჯანმრთელობა
- ელექტრონული ჯანმრთელობა
- ნდობა და უსაფრთხოება
- ტელეკომის წესები
- ტელეკომის წესები
- Էլեկտրոնային առևտուր
- Էլեկտրոնային առողջապահություն
- Հեռահաղորդակցության
- հմտություններ
- ՏՀՏ նորարարություն
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაციებს პროგრამის EU4Digital და აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრულ სფეროში, გიწვევთ ისარგებლოთ იმ საშუალებების მზარდი რაოდენობით, რომლითაც შეძლებთ ამ კონტენტზე წვდომას – კერძოდ, ისარგებლეთ Twitter-ის სრულიად ახალი ანგარიშით: ჩაერთეთ საუბარში!
გაიგეთ მეტი11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის დღის წესრიგის შესახებ? ინიციატივა EU4Digital აწყობს ორ ღონისძიებას, რომლებიც ეძღვნება ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. 2023 წლის 14 ნოემბერს ციფრული კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის უზრუნველყოფს უფრო ფართო სადისკუსიო სივრცეს და მიესალმება ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს. 2023 წლის 15 ნოემბერს პროგრამის EU4Digital II ფაზის საკოორდინაციო კომიტეტის მოწვეული წევრები რეგიონული საფლაგმანო EU4Digital ინიციატივის და პროექტების განსახილველად შეიკრიბებიან.
გაიგეთ მეტი23/06/2023
პროგრამა EU4Digital განახლებულ და გაუმჯობესებულ ვებსაიტზე გეპატიჟებათ!
გაინტერესებთ ახალი ამბები, რესურსები და სხვა ინფორმაცია ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში? პროგრამა EU4Digital გიწვევთ მისი განახლებული ვებსაიტის გამოსაკვლევად: https://eufordigital.eu/! განახლებულ ვებსაიტზე პროგრამა EU4Digital გთავაზობთ მისი ციფრული საზოგადოების განახლებულ ინფორმაციას და გაუმჯობესებულ ურთიერთობას მომხმარებელთან.
გაიგეთ მეტი14/06/2023
ტელეკომის ოპერატორები 2024 წლიდან ევროკავშირსა და მოლდოვაში როუმინგის ტარიფებს შეამცირებენ
ევროკავშირის და მოლდოვის რესპუბლიკის ტელეკომის ოპერატორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას როუმინგის გადასახადების შემცირების შესახებ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ორ ტერიტორიას შორის მოგზაურობენ. ევროკომისიამ და მოლდოვის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირეს 2023 წლის 31 მაისს გამოქვეყნებულ ნებაყოფლობით დეკლარაციას, რომელიც ასახავს საზიარო მიზანს როუმინგის გრძელვადიანი შეთანხმების უზრუნველსაყოფად და მოლდოვის დასაახლოვებლად ევროკავშირის ერთიან ბაზართან. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროცესს და მოლდოვის ინტეგრაციას ევროკავშირის როუმინგის რეჟიმთან ინიციატივის EU4Digital საშუალებით.
გაიგეთ მეტი07/04/2023
ევროკავშირის კოდირების კვირეული 2023
ევროკავშირის კოდირების კვირეული ყოველწლიურად აღნიშნავს და პოპულარიზაცის უწევს ციფრული წიგნიერების და კოდირების უნარების მნიშვნელობას ყველა ასაკის და პროფესიის ადამიანებისთვის. აქტივობები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ ცალკეა გამოყოფილი ორი კვირა, რომლებიც კონკრეტულად კოდირების კვირეულს ეძღვნება. წელს კვირეული 7-22 ოქტომბერს ჩატარდება.
გაიგეთ მეტი06/04/2023
პროგრამის EU4Digital და ასოციაციის INATBA ღონისძიება ხელს უწყობს ბლოკჩეინის განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
ბლოკჩეინის ეკოსისტემის განვითარების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებამ 2023 წლის 30 მარტს ონლაინ ქსელურ აქტივობას უმასპინძლა. ბლოკჩეინის ასოციაციებმა, დარგის წარმომადგენლებმა, ინოვაციის ეკოსისტემის ძირითადმა აქტორებმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მთავრობათა წარმომადგენლებმა ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციაში (INATBA) გაწევრიანების და მის წამყვან პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
გაიგეთ მეტი30/03/2023
პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ფორუმი: ციფრული განათლების მნიშვნელობა უნარების გასაუმჯობესებლად მცირე და საშუალო საწარმოებსა და სტარტაპებში
პროგრამის EU4Digital 2023 წლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ფორუმზე დაისვა ბიზნესის-განათლების სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები, რათა ბიზნესი უკეთ იყოს მომზადებული პოსტ-ინდუსტრიული ციფრული საზოგადოებისათვის. ონლაინ ფორუმი, რომელზეც ხაზი გაესვა ციფრული კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას სტარტაპებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, 9 მარტს ჩატარდა და იყო მეორე წლიური ღონისძიება ინოვაციური ფორუმების ციკლიდან. ფორუმს 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა პოლიტიკური და მხარდაჭერის ინიციატივის, მათ შორის პროგრამის EU4Digital EdTech Hub პლატფორმის საქმიანობის შესახებ, რომელიც ღონისძიების დროს გამოცხადდა.
გაიგეთ მეტი26/02/2023
EU4Digital სტარტაპის და ინოვაციების ყოველწლიური ფორუმი 2023: ყურადღების ცენტრშია ციფრული უნარები
2023 წლის სტარტაპის და ინოვაციების ყოველწლიურ ფორუმზე პროგრამა EU4Digital მიიწვევს პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ძირითად პირებს, სტარტაპის ეკოსისტემების წამყვან ორგანიზაციებს და ციფრული ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემების განვითარების სფეროს ექსპერტებს. ამ მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაზე განსახილველი ძირითადი საკითხი იქნება „ციფრული ტექნოლოგიები მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარების ყოვლისმომცველი გაუმჯობესებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. ღონისძიება 2023 წლის 9 მარტს დისტანციურად ჩატარდება ვირტუალური სესიის ფორმატში.
გაიგეთ მეტი