ღონისძიება Creative Touch ციფრული სფეროს კრეატიული პროფესიების წარმომადგენლებისთვის ჩატარდება საქართველოს მთებში, კერძოდ – ყაზბეგში 27-29 თებერვალს.
მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას დარგში მიმდინარე კვლევების
შესახებ შემდეგი კომპანიების ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენლებისგან: DreamWorks Animation, Smashing Media,
Wargaming, Scorpion Dagger, Revolver Entertainment, YouTube, Augmented Pixels,
Studio Impulse, Boiler Room და სხვები.
სამდღიანი ღონისძიება მოიცავს კრეატონს, სიტყვით გამოსვლებს ძირითად საკითხებზე, კითხვა-პასუხის
სესიებს, სემინარებს, ჯგუფურ სამუშაოს, ქსელურ ურთიერთობებს, სათხილამურო
სპორტს, ღამის ფილმებს, ხელოვნების ინსტალაციებს, მუსიკას.
ღონისძიებას Creative Touch დაესწრება არაუმეტეს 150 ადამიანისა საქართველოდან და უცხოეთიდან: UI/UX პროფესიონალები, დიზაინერები და ვიზუალური
ხელოვნების წარმომადგენლები, რეჟისორები, პროდიუსერები, მედია, VR/AR დეველოპერები
და მხატვრები, მარკეტერები, თავისუფალი პროფესიონალების და სხვ.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ შეიტანეთ განაცხადი ბილეთებზე აქ.
ღონისძიების გვერდი