აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ჩატარებულ რეგიონულ შეხვედრაზე კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა და 5G ინსტრუმენტების პაკეტი განიხილეს

  • თარიღი: 01/03/21
  • გააზიარეთ:

25-26 თებერვალს 70-ზე მეტი მონაწილე დაესწრო ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) რეგიონულ ღნისძიებას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ჩატარდა და რომელზეც კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები და  5G ქსელების უსაფრთხოების ზომები იქნა განხილული.

პროგრამის EU4Digital ნდობის და უსაფრთხოების და ტელეკომის წესების (EaPeReg) ქსელების წევრებს, განსახილველ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად, მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ ევროკომისიის წინადადებას კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტების მდგრადობის (CER) დირექტივის შესახებ და ქსელის და საინფორმაციო სისტემების (NIS2) უსაფრთხოების დირექტივას; გარდა ამისა, მათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტებთან ერთად განიხილეს პრაქტიკული ასპექტები, რომლებიც ევროკავშირის ჩარჩოს ეროვნული კანონმდებლობაში დანერგვას უკავშირდება.

ღონისძიების განმავლობაში წარმოდგენილი იყო კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის შეტევებზე და ინციდენტებზე უკეთ რეაგირების რამდენიმე მექანიზმი და ტექნოლოგია, და განსაკუთრებით გაესვა ხაზი უსაფრთხო და ადეკვატური ინფრასტრუქტურის დანერგვის საჭიროებას. ამასთან დაკავშირებით, კომპლექსურად იქნა განმარტებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 5G ინსტრუმენტების პაკეტის დანერგვა და სარეგულაციო ღონისძიებების გატარება 5G აუქციონისთვის. 

ორდღიანი დისკუსიების დასასრულს, მონაწილეებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ინფორმაციის რეგიონული გაცვლა ორივე რეგიონის (ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობა) ქვეყნებს შორის, პროგრამის EU4Digital ფარგლებში გაწეულ ტექნიკურ დახმარებასთან ერთად, წარმოადგენს ძირითად ფაქტორებს ციფრული ტრანსფორმაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. შემდეგი ანალოგიური ღონისძიება ჩატარდება 2021 წლის 4-5 მარტს; ის მიეძღვნება უნივერსალურ მომსახურებას (Universal Service) ახალი ევროპული ჩარჩოს ფარგლებში და სხვა მექანიზმებს, რომლებიც ციფრული კავშირის და ციფრული ტექნოლოგიების საყოველთაო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა