კიბერდანაშაული და კორონავირუსი: CyberEast პროექტის გაფრთხილება

  • თარიღი: 31/03/20
  • გააზიარეთ:

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა CyberEast გამოაქვეყნა გაფრთხილება კიბერსაფრთხეების შესახებ COVID-19 პანდემიის პერიოდში.

იმ დროს, როდესაც ჩვენ ყველანი, ისე როგორ არასდროს, დამოკიდებულები ვართ კომპიუტერულ სისტემებზე, მობილურ აპარატებსა და ინტერნეტზე მუშაობის, კომუნიკაციის, ონლაინ ვაჭრობის, ინფორმაციის მიღება-გაზიარების და სოციალური დისტანცირების გავლენის სხვაგვარად შემცირების მიზნით, არსებობს ფაქტები, რომ მავნე ელემენტები ამ დაუცველობას საკუთარი სარგებლობისთვის იყენებენ.

მაგალითად:

  • კომპიუტერების ინფიცირებისა და მომხმარებლების მონაცემების მოსაპოვებლად გამოიყენება ფიშინგის კამპანიები და ჰაკერული პროგრამების გავრცელება ერთი შეხედვით სარწმუნო ვებსაიტების და დოკუმენტების საშუალებით, რომლებიც იძლევიან ინფორმაციას ან რჩევებს COVID-19-ის შესახებ.
  • გამოსასყიდის მიღების მიზნით გამომძალველი ვირუსული პროგრამების მიერ სამედიცინო, სამეცნიერო ან ჯანდაცვის სხვა ობიექტების გათიშვა, სადაც ხდება ადამიანების ტესტირება COVID-19-ზე ან  ვაქცინების შემუშავება.
  • შეტევები უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურაზე ან საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მაგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე.
  • გამომძალველი ვირუს-პროგრამების მიმართვა იმ ადამიანების მობილურ ტელეფონებზე, რომელთა მიერ გამოყენებული აპლიკაციები აცხადებენ, რომ იძლევიან სარწმუნო ინფორმაციას COVID-19-ის შესახებ, გადასახადის მიღების მიზნით.
  • დამნაშავეების მიერ კომპანიების და ორგანიზაციების სისტემებზე წვდომის მოპოვება მათი დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების საშუალებით.
  • ყალბი სქემები, სადაც ადამიანებს მოტყუებით აიძულებენ ისეთი ნივთების შეძენას, როგორიცაა ნიღბები, ხელის სადეზინფექციო საშუალებები, მაგრამ ასევე ყალბი მედიკამენტები, რომლებიც მათი განცხადებით გამოიყენება SARS-CoV-2-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის.
  • დეზინფორმაცია ან ყალბი ახალი ამბები ვრცელდება ტროლების და ყალბი მედია-ანგარიშების საშუალებით, რათა გამოიწვიოს პანიკა, სოციალური დესტაბილიზაცია და უნდობლობა მთავრობების ან მათი ჯანდაცვის ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიმართ.

პრესრელიზი მოუწოდებდა ყველას განსაკუთრებული სიფრთხილისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ, მითითებით ევროპოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, მათ შორის სახელმძღვანელო რეკომენდაციებზე იმის შესახებ, თუ როგორ იქცეს თქვენი სახლი კიბერუსაფრთხო ციხე-სიმაგრედ (ინფორმაცია ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე) და უსაფრთხო დისტანციური მუშაობის რჩევებსა და რეკომენდაციებზე, ასევე კიბერუსაფრთხოების რჩევებზე სახლიდან მუშაობისას რომლებიც გააზიარა ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ (ENISA). ინტერპოლის მიერ გამოქვეყნებული COVID-19 პანდემია – სახელმძღვანელო რეკომენდაციები სამართალდამცავი უწყებებისთვის სასარგებლო იქნება სისხლის სამართლის სფეროს პროფესიონალებისთვის.

“სისხლის სამართლის სფეროს უწყებებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ზემოხსენებული დანაშაულის აღმოჩენის, გამოძიების, ამ დანაშაულისთვის ბრალდების, ასევე მათი სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ვინც COVID-19 პანდემიას საკუთარი დანაშაულებრივი მიზნებისთვის იყენებს”, აღნიშნეს ევროპის საბჭოში, რომელიც ახორციელებს პროექტს CyberEast. ბუდაპეშტის კონვენციით 65 სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომია ეფექტური თანამშრომლობის ჩარჩო კანონის უზენაესობის აუცილებელი გარანტიებით.

პოტენციალის განვითარების პროგრამების შედეგად ახლა ბევრმა სახელმწიფომ უნდა შეძლოს მოქმედება.

გარდა ამისა, ნათელია, რომ საჭიროა დამატებითი გადაწყვეტილებები მომავალი კრიზისების საწინააღმდეგოდ, აღინიშნა ევროპის საბჭოს მიერ. საჭიროა სისხლის სამართლის უწყებების პოტენციალის განვითარების ღონისძიებების შემდგომი გაძლიერება. ხოლო ბუდაპეშტის კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმი, რომლის ირგვლივ ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, გადამწყვეტი იქნება დაუყოვნებელი თანამშრომლობის უფლების მისაღებად გადაუდებელი და საგანგებო სიტუაციების დროს.

“ევროპის საბჭომმრავალი სხვა ორგანიზაციის მსგავსად მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს საგანგებო ზომები ვირუსის გავრცელების შეზღუდვის და პერსონალისა და ექსპერტების წინაშე არსებული რისკების შემცირების მიზნით. გარდა ამისა, გადავადებული იქნა კიბერდანაშაულთან დაკავშირებული საქმიანობა, მათ შორის ფიზიკური შეხვედრები ან საერთაშორისო მგზავრობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ დავუშვებთ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ჩვენი ძალისხმევის შეჩერებას. კიბერდანაშაულის კონვენციის კომიტეტის სამდივნოს პერსონალი სტრასბურგში, ასევე ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამის ოფისის (C-PROC) პერსონალი ბუქარესტში აგრძელებენ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში და ვიდეოკონფერენციების საშუალებით პარტნიორების მხარდასაჭერად და კიბერუსაფრთხოების საწინააღმდეგო ჩვენი საერთო ძალისხმევის გასაძლიერებლად”.

ინიციატივის EU4Digital ფარგლებში მიმდინარე პროექტის CyberEast მიზანია საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩოების დამტკიცება ბუდაპეშტის კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის და შესაბამისი ინსტრუმენტების საფუძველზე, სასამართლო და სამართალდამცავი უწყებების პოტენციალის და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებით, ასევე ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის და ნდობის გაძლიერებით სისხლის სამართლის, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების სფეროში, მათ შორის სერვისის მომწოდებლებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის.

Press releaseCoronavirus: The European Union stands by its Eastern partners

ახალი ამბები

იხილეთ ყველა