CyberEast: 2020 წლის სექტემბერში იწყება კიბერდანაშაულის გამოძიებისა და კომპიუტერული კრიმინალისტიკის დისტანციური სამაგისტრო პროგრამა

  • თარიღი: 27/08/20
  • გააზიარეთ:

ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის CyberEast  ფარგლებში განხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის (სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) სამართალდამცავი/სისხლის სამართლის სისტემის ათი ოფიცრის მხარდაჭერა მონაწილეობის მისაღებად კომპიუტერული კრიმინალისტიკის და კიბერდანაშაულის გამოძიების მომავალ დისტანციურ სამაგისტრო პროგრამაში, რომელსაც ახორციელებს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ირლანდია.

პროგრამა, რომელიც 2020 წლის სექტემბერში დაიწყება, 24 თვე გრძელდება და მოიცავს შემდეგ მოდულებს: კომპიუტერული კრიმინალისტიკა, საგამოძიებო მოქმედებები კომპიუტერულ ქსელებში, ფინანსური საკითხების გამოძიების ტექნიკა –   პოლიტიკური კორუფციის გამოაშკარავება პარტიებს შორის ფულის ტრანსფერების შემოწმებით (Following the Money), მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებული გამოძიება, პროგრამირება გამომძიებლებისთვის, ცოცხალ მონაცემთა კრიმინალისტიკა, ხმოვანი სიგნალის IP პროტოკოლი და უსადენო ქსელებთან დაკავშირებული გამოძიებები, და სხვ.

სწავლება განხორციელდება შემდეგი მეთოდების კომპლექსის საფუძველზე: ლექციები, პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაო, პრაქტიკული მაგალითების ანალიზი, კითხვა, მცირე ჯგუფებში მუშაობა და ინდივიდუალური სავარჯიშოები, ინსტრუმენტების დემონსტრაციები და ჩაღრმავებული დისკუსიები.

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ გაუმჯობესებული კომპეტენციები, ანალიტიკური და პრაქტიკული უნარები კიბერდანაშაულის გამოძიების და კომპიუტერული კრიმინალისტიკური ანალიზის ჩასატარებლად, რაც განხორციელდება ძიების, ამოღების და ონლაინ დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების კონფისკაციის საკითხების უკეთ გაცნობით. უმაღლესი აკადემიური სტანდარტების დაცვით განხორციელებული დისტანციური სამაგისტრო განათლების მიღების შემდეგ, მოხდება ამ კომპეტენციების და უნარების სერტიფიცირება ირლანდიის, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ.

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის CyberEast ფარგლებში, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის მხარდაჭერა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს  ერთობლივ პროექტთან iPROCEEDS-2 თანამშრომლობით;  ეს პროექტი იკვლევს  დანაშაულებრივ შემოსავლებს ინტერნეტში და უზრუნველყოფს ელექტრონული სამხილების მოპოვებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და თურქეთში.

პრესრელიზი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა