13-14 თებერვალს კიევში (უკრაინა) ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამის ოფისმა (C-PROC) ჩაატარეს მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა პროექტის ფარგლებში „CyberEast: ქმედება კიბერდანაშაულზე კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“.
შეხვედრამ უმასპინძლა 65 მონაწილეს, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) პროექტის CyberEast სათანადო დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით.
დისკუსიები ფოკუსირებული იყო პროექტის სტრატეგიაზე და საქმიანობის სამუშაო გეგმის მიღებაზე, რომელიც შემუშავებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოტენციალის გასაზრდელად კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის, სისხლის სამართლის, ელექტრონული მტკიცებულებების საკითხებში, კიბერდანაშაულის პრობლემის უფრო ეფექტურად გადაჭრის მიზნით.
გარდა ამისა, სესიებზე განხილული იყო კანონმდებლობის თემა კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ბუდაპეშტის კონვენციის შესაბამისად (აქცენტით უკრაინაზე), კიბერუსაფრთხოების კომპონენტი რეგიონული პროგრამის ფარგლებში „EU4Digital: კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომლის მენეჯმენტს ახორციელებს DG NEAR, პროექტი EndOCSEA@Europe, ასევე თანამშროლობა და კოორდინაცია პროექტის პარტნიორებთან და ევროკავშირის წარმომადგენლობებთან.