CyberEast: “სამაგიდო” სავარჯიშო ქართველი პოლიტიკოსებისთვის არჩევნების უსაფრთხოებისთვის მზადების და მისი კოორდინაციის მიზნით

  • თარიღი: 08/10/20
  • გააზიარეთ:

15 სექტემბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა CyberEast საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მოაწყო ონლაინ “სამაგიდო” სავარჯიშო, რომლის მიზანი იყო ყველა შესაბამისი ეროვნული მხარის შეკრება და კონკრეტული სცენარის განხილვა; სცენარი ითვალისწინებდა არჩევნების უსაფრთხოებაზე შეტევას და ხელს უწყობდა კოორდინაციის და რეაგირების უნარების გამომუშავებას დროის რეალურ რეჟიმში.

სავარჯიშო მიზნად ისახავდა არჩევნების უსაფრთხოების შემდეგი ასპექტების განხილვას:

  • სოციალური ინჟინერიის, ყალბი ახალი ამბების და ონლაინ დეზინფორმაციის კამპანიების პრობლემის გადაჭრა, განსაკუთრებით თუ აღნიშნულს უცხოელი მოთამაშეები ახორციელებენ;
  • დაზვერვა ღია წყაროების საფუძველზე (OSINT) ატრიბუციის/მიკუთვნების და რეაგირების დაგეგმვის მიზნით;
  • კოორდინაციის და ერთობლივი რეაგირების საჭიროება და პასუხისმგებლობები.

პროექტის ფარგლებში განიხილეს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერ-შეტევების ისტორია, და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მნიშვნელობას პოლიტიკოსებს, კიბერუსაფრთხოების სფეროს, სისხლის სამართალის ხელისუფლებას და კერძო სექტორს შორის. საარჩევნო პროცესის მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემები იმ კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის კლასიკური მაგალითია, რომელიც საჭიროებს სათანადო დაცვას კიბერსაფრთხეებისგან, აღნიშნული იყო ასევე პროექტის ფარგლებში.

ინიციატივის EU4Digital ეგიდით მიმდინარე პროექტის CyberEast მიზანია საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩოების დამტკიცება ბუდაპეშტის კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტების შესაბამისად, სასამართლო და სამართალდამცავი უწყებების პოტენციალის და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებით; ასევე ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის და ნდობის გაძლიერებით სისხლის სამართლის, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების სფეროში, მათ შორის სერვისის პროვაიდერებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის.პრესრელიზი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა