პროექტი CyberEast: ვებინარი კიბერძალადობის გაცნობის საკითხზე
თარიღი:
18/06/20
ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის CyberEast ფარგლებში 18 ივნისს ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამის ოფისი (C-PROC) უმასპინძლებს ახალ ვებინარს თემაზე კიბერძალადობის გაცნობა.
რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 17 ივნისის 10:00 საათამდე ცენტრალური ევროპის დროით (CET).
პანელი, რომლის მოდერატორია გიორგი ჯოხაძე, CyberEast პროექტის პროექტის მენეჯერი, შემდეგი შემადგენლობისაა: ბეტი შეივი, ევროპის საბჭოს ექსპერტი (წარმოადგენს T-CY კარტირების კვლევას კიბერძალადობის საკითხებზე), კატარჟინა ვოლსკა–ვრონა, ექსპერტი გენდერული ძალადობის საკითხებში, გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტი (EIGE) (ისაუბრებს კიბერძალადობაზე ქალების და გოგონების წინააღმდეგ) და მენო ეტემა, ევროპის საბჭო, პროგრამის მენეჯერი, ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტი, სიძულვილის ენის საწინააღმდეგო და საკოორდინაციო ქვედანაყოფი (ისაუბრებს ევროპის საბჭოს საქმიანობის შესახებ ონლაინ სიძულვილის ენის და სიძულვილის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის საკითხებში).
ამ ვებინარის მიზანია წარმოადგინოს კიბერძალადობის თემა იმ შესაბამისი საკითხების კონტექსტში, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.
მიუხედავად იმისა, რომ ვებინარი ვერ მოიცავს მთლიანად კიბერძალადობის შესაბამისი ფორმების მასშტაბს და გავრცელებას, ის წარმოადგენს შესავალს ამ თემისადმი მიძღვნილი ვებინარების სერიისთვის, რომლებიც შემდგომშიც გააშუქებს ამ ღონისძიებაზე განხილულ კონკრეტულ თემებს და სფეროებს.
ვებინარი შექმნილია ინტერაქტიული მონაწილეობის წასახალისებლად და მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაზიარების ხელშესაწყობად; ვებინარზე განხილული იქნება შესაბამისი გამოცდილება, სათანადო პრაქტიკა, გამოწვევები და შესაძლებლობები, და ითვლება, რომ ის განსაკუთრებით სასარგებლოა პოლიტიკის განმსაზღვრელი ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კიბერდანაშაულის და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე, სისხლის სამართალის სფეროს უწყებებისთვის (მოსამართლეები, პროკურორები და სამართალდამცავი უწყებები), კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფების (CSIRT) წევრებისთვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და ამ საკითხით დაინტერესებული მეცნიერების/აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის.
ზოგადი ინფორმაცია, შესაბამისი რესურსები და ღონისძიების დღის წესრიგი ხელმისაწვდომია ვებინარის სპეციალურ ვებგვერდზე, რომელიც რეგულარულად განახლდება ღონისძიებამდე და მას შემდეგ.
ინიციატივის EU4Digital ფარგლებში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის CyberEast მიზანია საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩოების დამტკიცება ბუდაპეშტის კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტების შესაბამისად, სასამართლო და სამართალდამცავი უწყებების პოტენციალის და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებით, ასევე ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის და ნდობის გაძლიერებით სისხლის სამართლის, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების სფეროში, მათ შორის სერვისის პროვაიდერებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.