„კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ – პროგრამა EU4Digital აქვეყნებს შეფასებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კიბერუსაფრთხოების სტაბილურობის გაძლიერების საკითხზე

  • თარიღი: 15/12/20
  • გააზიარეთ:

ბოლო წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, კიბერშეტევების და უსაფრთხოების სხვა ინციდენტების სამიზნე გახდა. პროგრამის EU4Digital ახლახან გამოქვეყნებული „კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ იკვლევს ძირითად გადასაჭრელ ბარიერებს და ხარვეზებს, ასევე ძირითად გამოწვევებს და რეკომენდაციებს კიბერუსაფრთხოების სტაბილურობის გასაძლიერებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT) ზრდის ძირითადი ფაქტორი გახდა ევროპის ბაზრებზე. მონაცემთა და სერვისების გახსნა საჯარო ადმინისტრაციებს და სახელმწიფოებს შორის, ერთის მხრივ, ზრდის მათ ეფექტიანობას და ხელს უწყობს ბიზნესის და მოქალაქეების თავისუფალ მოძრაობას, ხოლო მეორეს მხრივ, ყველა მონაცემის და სისტემის სათანადო დაცვას მოითხოვს. ამიტომ საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავარ ამოცანად იქცა. მუდმივად განვითარებადი კიბერ საფრთხეების ფონზე, რომლებსაც დამღუპველი გავლენა აქვს მონაცემებზე, ქსელის და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია ონლაინ ეკონომიკის ფუნქციონირების და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. გარდა ამისა, კიბერსივრცის ღიაობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სახელმწიფოების და მათი მოქალაქეების მთლიანობის და უსაფრთხოების დაცვა მავნე კიბერსაქმიანობისგან.

ბიზნესის და ეკონომიკისთვის ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა არის არა არჩევანი, არამედ აუცილებლობა. ციფრული ტექნოლოგიების მიერ შემოთავაზებული ამ უდიდესი, უსაზღვრო შესაძლებლობების უკეთ გამოყენების მიზნით, ყველა სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს იმ ღონისძიებებსა და სტანდარტებზე, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ სფეროებში. კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის ხელშესაწყობად სახელმწიფოები უნდა მუშაობდნენ რამდენიმე ფრონტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა შეიმუშაონ და შემოიღონ კონკრეტული კანონები ქსელის უსაფრთხოების საინფორმაციო სფეროში, მოამზადონ შესაბამისი ორგანიზაციული და საკანონმდებლო ჩარჩო ბიზნესის განვითარებისთვის კიბერსივრცეში, განახორციელონ კიბერუსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები, გააცნობიერონ კიბერსაფრთხეების რისკი და უპასუხონ კიბერუსაფრთხოებაზე განხორციელებულ შეტევებს. რადგან სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა და სერვისების თავისუფალი მოძრაობა ქვეყნებს შორის დღითიდღე იზრდება, მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერა და მათი ჩართვა ამ გარდაქმნაში.

პროგრამამ EU4Digital ჩაატარა კიბერსივრცის უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფის პოტენციალის და მზადყოფნის, ასევე გაუმჯობესების იდეების შეფასება მთელ რეგიონში. ეს შეფასება აღწერს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის და ღონისძიებების განხორციელების სფეროში არსებულ ვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. დამატებით ძალისხმევა მოხმარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში უკვე განხორციელებული სახელმწიფო რეგულაციების, პოლიტიკის და უსაფრთხოების ღონისძიებებში არსებული ხარვეზების და სუსტი მხარეების მიმოხილვას, და კიბერუსაფრთხოების ცალკეული გადაწყვეტების მზადყოფნის დონის განსაზღვრას თითოეულ ქვეყანაში. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული ხელისუფლებებისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში მიწოდებული საუკეთესო პრაქტიკის წესები და რეკომენდაციები ხელს შეუწყობს კიბერსივრცის სტაბილიზებას და გაძლიერებას პარტნიორ ქვეყნებს შორის, და შეამცირებს ქსელების და საინფორმაციო სისტემების დაზიანების ან წარუმატებლობის რისკს.

გამოქვეყნებული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა