25-27 ნოემბერს მერვედ ჩატარდა მოლდოვის კიბერკვირეული, რომლის თემა იყო „კიბერუსაფრთხოების მძლავრი ინფრასტრუქტურის შექმნა“; კიბერკვირეული ერთობლივად იყო ორგანიზებული პროექტის EU4Digital Cybersecurity East და ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და პროფესიონალები 12-ზე მეტი ქვეყნიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით. ღონისძიებას ონლაინ თვალს ადევნებდა 1,300-მდე მონაწილე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შემდეგ საკითხებზე: კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურა „ნორმალურ ახალ“ ეპოქაში, 2020 წლის ძირითადი ტენდენციები, ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტები, ეფექტიანი ეკოსისტემების შექმნა, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა ამ სფეროში, და ასევე კიბერუსაფრთხოების ეროვნული პოტენციალის შემქნა სხვა სახელმწიფოების გამოცდილების პერსპექტივიდან.
კონფერენცია გახსნა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა იონ ჩიკუმ, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში პეტერ მიხალკო, რომელმაც გააშუქა ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების კანონმდებლობის მიმდინარე მდგომარეობა. გარდა ამისა, ელჩმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას ინიციატივის EU4Digital კიბერუსაფრთხოების და კიბერდანაშაულის პროექტების საშუალებით.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Cybersecurity East პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბესნიკ ლამაიმ წარმოადგინა პროექტის საქმიანობა და გაზი გაუსვა ყველას საზიარო პასუხისმგებლობის მნიშვნელობას კიბერუსაფრთხოების სფეროში: „ჩემი აზრით, ამ ძალზე მასშტაბური ყველა პოლიტიკის გამოწვევაა მათი გადაყვანა ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალო მოქალაქისთვის – მარტივ გადაწყვეტაში, რომელიც საქმის შესრულებას ემსახურება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჩვენი პროექტის საშუალებით ჩვენი კონსორციუმის წევრები, ჩვენი შესანიშნავი ექსპერტების გუნდი, ჩვენ ყველანი დავაკავშირებთ ერთმანეთთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის საზოგადოებებს და უზრუნველვყოფთ ჩვენი მონაწილეების მრავალფეროვნებას ჩვენი მიზანია ადამიანებთან კავშირი, მაგ. ეროვნული კიბერუსაფრთხოების სააგენტოებში, კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტებზე გადაუდებელი რეაგირების ეროვნული გუნდებში (CERT). ეს გამრავლების ეფექტი ჩვენი დასაყრდენია“.
კვირეულის ღონისძიებების ფარგლებში კიბერუსაფრთხოების პროექტმა 26-27 ნოემბერს ორი ვებინარი ჩაატარა.
ინციდენტებზე რეაგირების და საფრთხეების გამოვლენის ვებინარზე ყურადღება გამახვილდა საწარმოს უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე. ამ ვებინარზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ინცინდენტებზე რეაგირების და საფრთხეების გამოვლენის ტექნიკების შესახებ, რეალურ ინციდენტებზე დაფუძნებული სცენარების გამოყენებით. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გამოეყენებინათ განსხვავებული ტექნიკა, მათ შრის honeypot („თაფლიანი ქილა“), Suricata, wireshark და სხვა პრაქტიკული პროგრამები.
ვებინარზე, რომლის თემა იყო კიბერრისკების მართვა ინფორმაციის ეპოქაში, კომპლექსურად იყო განმარტებული, თუ როგორ უნდა განისაზღვროს და შემცირდეს სუსტი რგოლების არსებობა ორგანიზაციის ქსელებში, სისტემებსა და მონაცემებში. ვებინარზე წარმოდგენილი იყო პრაქტიკული მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ ჩატარდეს ორგანიზაციის რისკის პროფილის კრიტიკული ანალიზი და როგორ მოხდეს ბიზნესის ან ორგანიზაციის მართვის უნარების ათვისება კიბერუსაფრთხოების კომპლექსურ გარემოში.
პროექტის EU4Digital Cybersecurity East ამოცანაა ტექნიკური და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ზრდის კიბერუსაფრთხოებას და მზადყოფნას კიბერ-შეტევებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.